12 ოქტომბერი, 2015
ბუტა რობაქიძის დედის საგანგებო განცხადება: ''დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა ფოტომ...''
ცოტა უფლის შეგეშინდეთ ადამიანებო, ვიდრე ვინმეს განსჯიდეთ ბუქა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, რადგან ''ფეისბუქზე'' ატვირთულ რამდენიმე ფოტოზე ია გაღიმებული იყო და ლამაზად გამოიყურებოდა.

ზოგიერთის აზრით დედა, რომელსაც შვილი აღარ ჰყავს, ასე ჩაცმული და გაღიმებული არ უნდა ყოფილიყო. ამ კომენტარების გამო ია მეტრეველმა სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გააკეთა:

''ჩემო მეგობრებო , როგორც ვატყობ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ჩემმა ფოტო. მინდა, გითხრათ, რომ ეს სურათი ჩემი ერთდერთი დისშვილის ქორწილშია გადაღებული და თავს უფლება მივეცი,
ამ დღეს მაინც არ ვყოფილიკავი ჩაშავებული და ჩემი გაზდილი დისშვილისთვის, ვისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს, არ ჩამემწარებინა ეს ბედნიერი დღე.

Rating

ასე რომ, ვისაც ძალიან გული დაგწყდათ ჩემი გაღიმების და ცოტაოდენი სიხარულის გამო, მინდა გითრხრათ, რომ ისევ ისე შავად მაქვს გულიც და სიცოცხლეც, როგორც პირველივე დღეს ჩემი ერთადერთი შვილის, ჩემი ბუტიკოს უბედურების დროს მქონდა და ასე ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება.

მე ყოველთვის განსაკუთრებული დედა ვიყავი და ასეთივე განსაკუთრებული შვილიც გავზარდე, რითიც ვამაყობ, ვინც მე მიცნობს, ეს ყველამ კარგად იცის.

ცოტა უფლის შეგეშინდეთ ადამიანებო, ვიდრე ვინმეს განსჯიდეთ. ნუ განიკითხავთ და თქვენც არ იქნებიტ განკითხულნი''.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
3
ვისაც ეჭვი ეპარება შვილმკვდარი დედის გულწრფელ გლოვაში თვითონ გამოცდის რომ დარწმუნდეს.არავინ არაფრისგან არაა დაზღვეული და სანამ ენას დაიგრძელებ წინ უნდა გაიხედო
20:44 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვგც
ასეთი შეგნება როდემდე უნდა გვქონდეს? რა სამარცხვინოა!!!!!
14:31 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
ეკლესიაც კი კრძალავს გაუთავებელ გლოვას და რატომ არ აძლევთ ადამიანს საშუალებას ცხოვრება გააგრძელოს, ლამაზი სათნო ქალია რა დააშავა, ნუ ხართ ასე გულბოროტები, იფიქრეთ იმაზე მის ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით ეს დაგამშვიდებთ ძალიან
23:17 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
კიკი
ვინ ეკითხება ხალხს ვინ რას ჩაიცმვამს და როგორ მოიქცევა. რა უნდა ქნას ამ ქალბატონმა ?ძაძებით იაროს და თავზე ნაცარი დაიყაროს? ღმერთმა ყველას აშოროს ის უბედურება, რაც ამ ქალბატონმა გადაიტანა, მაგრამ ის ცდილობს სხევბისთვის არ იყოს დამთრგუნველი. ვფიქრობ, სწორად იქცევა. მის დისშვილს კი დიდ ბედნიერებას ვუსურვებ.
21:12 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
medea tcabashvili
რა უმსგავსობა ეს
22:37 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანამარია
რა გამაოგნებელი სულმდაბლობა და რელიგიური სიბეცე.ჩვენი მიცვალებულების სულები ჩვენი კეთილი საქმეებით და ლოცვით ჰპოვებენ შვებას,და არა გაუტავებელი გოდებიტა და ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევით.ქალბატონი ია ღირსეულად ატარებს შვილის დაკარგვით გამოწვეულ დარდს და მონატრებას,რაც მისი სულის სიდზლიერეზე და ინტელექტზე მეტყველებს.ტქვენ კი ბოღმებო და დაბალი მენტალიტეტის მქონენო ის უფრო გესიამოვნებოდათ თუ ქ.იას სულიერად და ვიზუალურად გატეხილს და ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს ნახავდით.ჯობია სხვათა ცხოვრების განკითხვას თავი დაანებოთ,რადგან ყველაფერი ბუმერანგივით უკან ბრუნდება,და თქვენივე ბოღმისა და განკიტხვის მორევში დაგახრჩობჩ და ბოლოს:არარაობავ,სხვათა ცხოვრების განკითხავი უნდა გერქვას შენ!
22:10 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
...........
ვინც ამ უბედურ დედაზე, ქალზე რამე აუგი თქვით ან სიტყვა დაასველეთ საერთოდ რისი ღირსები ხართ ტქვენ ხართ ადამიანები თქვენ გქვიათ ჰომოსაპიენსები ფუ თქვენი მართლა ფურთხის ღირსებიც კი არ ხართ მეზიზღებით ასეთი უვარგისები საიდან მოეხეტეთ საიდან ჩამოეთრიეთ
20:26 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სასტიკი
ვისაც იასი შერშურდეს მისი ტკივილი გამოეცადოს.მეტს არაფერს ვიტყვი,ია თქვენ კი ნუ თვლით მაგ ტილებს პასუხის ღირსად.
02:29 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
არ გრცხვენიათ ადამიანებო? ვინ ხართ ან რა ხართ? ასეთი რამე როგორ ამოგდით პირიდან? მარაზმია ეს. ესაა თქვენი თანაგრძნობა? თუ მეტი არ შეგიძლიათ, გ ა ჩ უ მ დ ი თ, დ ა ფ უ მ დ ი თ.
00:48 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
იქნებ
იქნებ პატრიარქის განჩინება წაიკითხოთ განმკითხველებო, სადაც წერია, რომ ორმოცი დღის შემდეგ ყველამ,მათ შორის დედამაც, უნდა გაიხადოს შავი.მიცვალებულის სახელზე კი კეთილი საქმეები აღასრულოს.პატრიარქი ამას მოითხოვ განსაკუთრებით დედებისგნ, რობლებმაც შვილი დაკარგეს. უზნეობასაც აქვა საზღვარი..............
10:35 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS