12 ოქტომბერი, 2015
ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე მაღალ ქუსლებზე - რა გველის ,,ნიჭიერის" ახალ სეზონში
"ნიჭიერის" ახალი სეზონის შესარჩევი ტურები დაიწყო! "რუსთავი 2"-მა გადაწყვიტა, მაყურებელი გაეოცებინა და ჟიურიში ახალი წევრი - რუსკა მაყაშვილი - დაამატა.

ყველასთვის საყვარელმა სახემ პროექტში უფრო დიდი ხალისი და ენერგია შემოიტანა. შესარჩევი სეთების დამთავრების შემდეგ რუსკა ჟიურის სკამს სხვა ვარსკვლავებს დაუთმობს და ყოველ ლაივზე მონაწილეებს სხვადასხვა ცნობილი ადამიანი შეაფასებს. გადაცემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. ხუთ წითელ X-ს ოქროსფერი ღილაკი დაემატა.

თუ ჟიურის რომელიმე წევრს კონკურსანტი ძალიან მოეწონება, შეუძლია ლაივ-შოუებში მეორე ტურის გარეშე გადაიყვანოს. გაგიკვირდებათ, მაგრამ კრიტიკულმა
ნიკა გვარამიამ ეს ღილაკი უკვე გაააქტიურა! თუ გაინტერესებთ, ვინ გახდა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის რჩეული, აუცილებლად დაელოდეთ "ნიჭიერის" ახალი სეზონის ეკრანებზე გამოჩენას!

გიორგი ხაბურძანია ("ნიჭიერის" პროდიუსერი): "ჩვენი მიზანია, ყოველ ჯერზე მაყურებელს უკეთესი შოუ შევთავაზოთ. ეს სანახაობა გათვლილია მთელ ოჯახზე, იმისთვის, რომ საღამოს ყველანი დასხდნენ, ერთად იცინონ ან დადებითი ემოციებისგან იტირონ.

რამდენიმე სიახლე გვაქვს: ოქროს ღილაკი, ჟიურის ახალი წევრი და ინტერიერი. შესარჩევ კასტინგებზე დავამატეთ მეხუთე სკამი რუსკასთვის. მან განსხვავებული მუხტი შემოიტანა! პოზიტიური ენერგია აქვს. შეუძლია სცენაზე ავიდეს და მონაწილე გაამხნევოს. ძველი ოთხეული - ია, ნანუკა, ჭოლა და გია - უცვლელად დავტოვეთ, რადგან გაამართლა.
მაყურებელი ასევე იხილავს ინტერიერის ახალ დიზაინს".

კულისებში რუსკას გავესაუბრეთ. მან თავისი ემოციები გაგვიზიარა. აღმოჩნდა, რომ თავიდან ჟიურის წევრობა ამბიციურ ნაბიჯად ეჩვენა, მაგრამ შემდეგ დაარწმუნეს, რომ აუცილებლად უნდა ეცადა. მსახიობი იასგან და ნანუკასგან რჩევებს იღებს და ცდილობს, სამართლიანი იყოს.

ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ჟიურის დანარჩენმა წევრებმაც გააკეთეს კომენტარი.

ლევან ჭოლაძე: "ძალიან ნიჭიერი ხალხი გამოდის. რთული და მტკივნეულია გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით, უარის თქმა. იმ კონკურსანტსაც კი იმედი აქვს, ვისაც არ უნდა ჰქონდეს. მან გადალახა შიში და სცენაზე გამოვიდა. ყოველთვის ბოდიშს ვიხდი ხოლმე ხმამაღლაც და გულშიც, რადგან ვიცი, ნიჭის მოკვლა ადვილია. შეიძლება მეოთხე კლასში მასწავლებლის არასწორმა მზერამ ბავშვში აინშტაინი მოკლას".

გიორგი ყიფშიძე: "ვგიჟდები ვანიკოსთან ერთად მუშაობაზე. სცენაზე მასზე მაგარი პარტნიორი არ არსებობს. "ნიჭიერმა" გამოცდილება და სიხალისე შემმატა. ზოგადად, პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი ტალანტი გვაქვს. მაღალქუსლიანები ჩავიცვით იმიტომ, რომ მსახიობები ვართ და პროექტს დასჭირდა. მაღალქუსლიანებით, კალგოტკით და კაბით ხინკლის საჭმელადაც შეიძლება წასვლა. ამ ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ მივხვდი, როგორ წვალობთ ქალები!"

ვანიკო
: "ნიჭიერს" თუ დასჭირდება, შეიძლება ლიფიც ჩავიცვა. საერთოდაც, მაღალქუსლიანები ქალებმა რატომ მიითვისეთ?"

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რეალობა
ნიჭიერია თუ მასკარადი. რა ჯანდაბააა ეგ მაღალი ქუსლები სხვა ვერაფერი მოიფიქრიეეთ, ისედაც წყალი აქვს შემდგარი კაცობას და მაგით ხო მთლად დააგვირგვინეთ
10:51 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS