16 ოქტომბრიდან "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მერვე სეზონი დაიწყება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კატოს როლზე სერიალში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე დაბრუნდა. ნინომ სერიალი 3 წლის წინ დატოვა და მის როლზე ლელა მებურიშვილი აიყვანეს. ლელა წელს "იმედზე" დღის შოუს თანაწამყვანი გახდა.
სერიალის დატოვების შესახებ ლელა მებურიშვილი "კვირის პალიტრას" ესაუბრა.
- ლელა, თქვენი სურვილით დატოვეთ სერიალი?
- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ მე და
- კატოს როლზე ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება მოულოდნელი იყო თქვენთვის?
- ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ნინო ძალიან უხდება ამ როლს და კარგადაც თამაშობს.
- "იმედზე" გადასვლის გამო გადაწყდა, რომ სერიალი დაგეტოვებინათ?
- ვერ ვიტყვი, რომ ამას მოჰყვა ეს გადაწყვეტილება. კმაყოფილი ვარ "იმედზე" მუშაობით. იმ თემებს ვაშუქებ, რაც აქტუალურია ჩემთვის. "იმედზე" ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს. ისინი პროფესიონალები არიან. ჩემი კარიერაც სიახლეს ითხოვდა და "დღის შოუ" სწორედ ეს სიახლეა. სხვა პროექტებზეც მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ჯერ ამის შესახებ ვერაფერს
გეტყვით.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ნინო გაჩეჩილაძესთან?
- რატომ უნდა მქონდეს ცუდი ურთიერთობა? იხილეთ გაგრძელება




















