09 ოქტომბერი, 2015
გია ჯაჯანიძის პროდიუსერის სპეციალური განცხადება: ''კონკურენტის დამარცხებით არ გამიხარია''
პირველად და უკანასკნელად ვეხები რეიტინგების თემას უკვე რამდენიმე თვეა გია ჯაჯანიძის შოუსა და მაია ასათიანის ''პროფილს'' შორის რეიტინგებით ბრძოლა მიმდინარეობს. მაია ასათიანი ახალ სეზონზე განახლებული იმიჯით ვიხილეთ. ''პროფილის'' ფორმატიც შეიცვალა.

მაიამ ყვითელი თემები სხვა გადაცემებს დაუტოვა და თავად მხოლოდ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებს, იმ თემებზე, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

გია ჯაჯანიძის პროდიუსერი მაია სტეფნაძე ამ ორი გადაცემის ''ბრძოლას'' შემდეგი სტატუსით ეხმაურება:

''პირველად და უკანასკნელად ვეხები რეიტინგების თემას. მიმაჩნია, რომ რეიტინგი იმას აფასებს, თუ რამდენად მოეწონა შენი
გუნდის ნაშრომი მაყურებელს და პირადად მე კონკურენტის დამარცხებით არ გამიხარია.

მთელი ივნის-ივლისი 8 გადაცემა ზედიზედ მოვიგეთ და აზრადაც არ მომსვლია, გამარჯვების ყიჟინა დამეცა, რადგან ამით ჩემი სისუსტის დემონსტრირებას მოვახდენდი. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მხოლოდ სამსახურით სულდგმულობენ და ისიც უღირსობა მგონია, როცა მოგება არ გაკმაყოფილებს და ტყუილს კადრულობ შენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

წინა გადაცემის მოგებაც არ აღმინიშნავს შამპანიურით. ასე, რომ დავუტოვოთ ხალხს უფლება რასაც უნდა იმას უყურონ და ჩვენ დავტკბეთ სიცოცხლით. მუდამ თქვენი მაია სტეფნაძე'' 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ჯაჯან-ჯაჯან
ჯაჯან-ჯაჯან თემებს მეტ ნაკლებად კარგად ირჩევ მაგრამ მეტი პროფესიონალიზმია საჭირო ბოლომდე ამოწურე თემა ზერელედ ნუ მიედ მოედები ყველაფერს და უკეთესი იქნებაა
15:57 / 25-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
ვა ჯაჯანიძეს და ნანუკას შოუს ერთი პროდიუსერი ჰყოლია
16:18 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
sofo
რადგან ჯაჯანიძეს უყურებენ, ე.ი. დაბალი დონე და შეგნება აქვთ
23:02 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მზექალა
გაიხარე გია.რაც მე სტრესი მომიხსენი შენი იუმორითა თუ სევდანარევი ხუმრობით.გაიხარე ....
12:51 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ჯაჯანიძე გულწრფელია მეტად და პოზიტიური. ასათიანი ვითომ ევროპულ-ფემინისტურ-გლობალურ თემებს ეთამაშება ოღონდ მიჩნდება აზრი რომ დაკვეთით. ასათიანის ამჟამინდელი თემები მეტად საშიშია.
10:56 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ჯაჯანიძე გაქრი,რა დროს მოკიდე ხელი ჯამბაზობას!!!
01:26 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
პროფილი, მაია მშვენიერია !!! ჯაჯანიძე კი მშვენიერი ჯამბაზია ( მასხარა) კარგი იქნებოდა ცირკის წარმოდგენებზე მიეწვიათ.
01:21 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარტინელი
აუუ არ მევასება მსუქანი ქალები.არააა
09:41 / 15-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
შოუებს შორის ერთერთი ყველაზე კარგი გადაცემაა სზვა რაკურსი.ყავს არაჩვეულებრივი პროდიუსერი და ასევე კარგი წამყვანი.
21:28 / 11-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მაია პროფესიონალია!!!! შენ ბევრი გიკლია აქამდე.
16:17 / 11-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS