06 ოქტომბერი, 2015
რომელ ცნობილ მომღერალზე იყო დაქორწინებული პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური - ქორწინებისა და დაშორების დეტალები
თიანეთში გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე თამაზ მეჭიაური სკანდალური დეპუტატი თამაზ მეჭიაური, პირველ ქორწინებაში მომღერალ თამრიკო მეჭიაურზე იყო დაქორწინებული. მათ ამ ქორწინებიდან საერთო შვილი და შვილიშვილები ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ „მოღალატეს“ ცნობილი შემსრულებელი ქალბატონი ყოფილ მეუღლეზე ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში, გაცნობისა და დაშორების დეტალებზე ჰყვებოდა. გთავაზობთ, ამონარიდს ქალბატონი თამრიკო ინერვიუდან.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?
- თიანეთში გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე თამაზ მეჭიაური. დღემდე მის გვარზე ვარ, ჩემი ქალიშვილობის გვარი ბალახაშვილია. ნიჭიერი და სიმპათიური ახალგაზრდა იყო. სიყვ
არულზე თითქმის არ გვქონია ლაპარაკი, ჯარში რომ იყო, მიწერ-მოწერა გავაჩაღეთ. 17 წლის გავთხოვდი. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი.... თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ისე აღმოვჩნდი თიანეთში. მშობლები გამინაწყენდნენ, მაგრამ უკან მობრუნებული ქალი შინ იმ დროს არავის უნდოდა. ასე დავრჩი ქმართან. ამ ქორწინებიდან ერთი შვილი მყავს, კახა, დაოჯახებულია, მეოთხეკლასელი შვილიშვილიც მყავს.

Rating
კახა მეჭიაური დედასთან და დეიდასთან ერთად


- რატომ დაშორდით მეუღლეს?
- ვერ გავუგეთ ერთმანეთს, პატარები ვიყავით, გამოუცდელები, ოჯახისთვის მოუმზადებლები. მიუხედავად ამისა, ამ ქორწინებას არ ვნანობ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, ერთადერთი შვილი ჩემი მეუღლისგან მყავს, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ დავრჩი მარტო. დღეს მას სხვა ოჯახი აქვს, თუმცა მის შვილებთან მეც კარგი ურთიერთობა მაქვს და ისიც ჩვენს ოჯახში სასურველი სტუმარია.

- როცა მარტო დარჩით შვილთან ერთად, როგორ არჩენდით ოჯახს?
- ხუთი წლის იყო კახა, მარტო რომ დავრჩი. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მოსწავლეები ავიყვანე, გიტარაზე დაკვრას ვასწავლიდი ისე, რომ თავად არ ვიცოდი, 2-3 თვის ნასწავლი მქონდა. დილით მე მივდიოდი გიტარის პედაგოგთან და საღამოს მოსწავლეებს ვამეცადინებდი. რომ მეუბნებოდნენ, დაგვიკარით, თამრიკო მასწ, რამე გვიმღერეთო, ერთად დავუკრავთ-მეთქი, ვპასუხობდი. და მართლაც ერთად დავუკარით. ქართულ სიმღერებსა და რუსულ რომანსებს ვასწავლიდი. დღებსა და ღამეებს ვასწორებდი, რომ 2-3 ნაბიჯით გამესწრო ჩემი მოსწავლეებისთვის.

Rating
თამაზ მეჭიაურის ახალგაზრდობა


- თქვენს განვლილ წლებს რომ გადახედავთ, რას ნანობთ?
- უშეცდომო არავინაა, პატარ-პატარა შეცდომები ყველას გვქონია ცხოვრებაში, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრებაა, ასე ვიცხოვრეთ და გამოსწორებად არაფერი არ ღირს. თუმცა ერთ რამეს მაინც ვნანობ, მეტად მინდოდა მიმეხედა ჩემი კარიერისთვის, რომ არა ჩემი ნაადრევი გათხოვება, დღეს „ლა-სკალას“ ერთ-ერთი წამყვანი საოპერო მომღერალი ვიქნებოდი.

Rating
ცნობილი მომღერალი თამრიკო მეჭიაური


- დღეს თქვენი სიმღერებიდან ყველაზე პოპულარული მაინც „მოღალატეა“, როგორ გგონიათ, რატომ?
- ეს ის თემაა, რომელიც, სამწუხაროდ, არაერთი ადამიანის გულს ხვდება. ალბათ ესაა ამ სიმღერის პოპულარობის მიზეზი. თუმცა არანაკლები პოპულარობა მომიტანა ბოლო სიმღერამ „დავიბადები“ და სწორედ ამ სიმღერის ტექსტით დავამთავრებ დღევანდელ ჩვენს ინტერვიუს.
„დავიბადები ხელახლა და უშეცდომოდ ვივლი.
დავისაკუთრებ შენს თვალებს, ერთად მოვივლით თბილისს“.

ნინო მჭედლიშვილი

„რეიტინგის“ არქივი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
фуфло-ს
ტრამვირებული ბავშვობა გქონია :|
13:37 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ბეჰეეჰეე
ერთი აფერისტი ქალია ვითომ სტუდია აქვს ლურჯა ცხენები და მაგრად აგოიმებს ბავშვებს, ფულის გიჟია, რა ლასკალა რის ლასკალა სიმღერა საერთოდ იცის, ყველა ჩვენ როგორ გვატყუებს?
11:24 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ვაიიიიიიიი...რა მაგარი ბიჭი ყოფილაააააააა.....ალბათ არცერთი გოგო არ იტყოდა უარს
10:50 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ცნობილიიიი
პირველად გავიგე ეს Mომღერალი და რანაერი ცნობილია
08:48 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ლასკალა ძალიან ხმამაღლა ჟღერს. კარგია, ასე დიდი წარმოდგენა რომ ჰქონია ქ-ნ თამრიკოს.
03:31 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაა
რა სიმპატიური ყოფილაა. გოგოები გიჟდებოდნენ ალბათ. ახლა ვინ ყავს ცოლად?
18:27 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
რა ძაან ბოდიალობთ ქალბატონო რუსა...
18:05 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
фуфло
ესეიგი რომ არა თამაზინიოს დუნდუკიზმი,ვაიმე რა ტიპაჟია რა სუფთა ჟოFრეი დე პეირაკი. სახეზე ნაიარევი! ერთი რომ წაუკოჭლებდეს ძააან კაცურია. ამ ასაკის კაცები ყველაზე სექსუალურები არიან ჩემი აზრით.ტყუილად გონია ზოგიერთ ქალბატონს რომ მაინდამაინც "ჭყინტი" ბიჭუშკაა სექსუალური და მხოლოდ მას შეუძლია ქალისთვის გონების დაბნელება.. ერთი მეზობელი გოგონა მყავდა უუულამაზესი სხვათაშორის გამორჩეული გარეგნობის მაღალი შხვართი,19 წლის იყო როცა დავმეგობრდით, მე კი მასზე ზუსტად 5 წლით უმცროსი.ხოდა ყველას თამაში უყვარდა ეზოში.ეს გოგონა გიჟდებოდა წიგნის კითხვაზე.მე არ მიყვარდა კითხვა.მომკიდებდა ხელს ძალით დამსვავდა, წაგიკითხავ რა,შენ ოღონდ მომისმინეო.ამოჩემებული ქონდა "მთვარის მოტაცება" დღე და ღამე კითხულობდა რამოდენიმე მწერალი ყავდა ამოჩემებული ისე.ნახე ნახე რა სექსუალური კაცია კოსტიაო (კნინობითი ფორმებიც მან შემაყვარა), ნამდვილი მამაკაცის შეგრძნება როცა მოგინდება გადაშალე და კოსტია იკითხეო,ასე მარიგებდა 14 წლის ბავშვს.კონსტანტინეს არსებობას რომ გაიგებ მერე ეზოში ვიღაც ჟღვინტლიანი ბიჭები როგორ უნდა მოგეწონოს ეგ ბაცნები ეგენიო!არადა თავად იყო 19ის მაშინ.იმხელა ზემოქმედება ქონდა ჩემზე, წლების შემდეგ აღმოვაჩინე რატომ მესექსუალურებოდა ყველაზე მეტად, გადაღრძოვებული ჭაღარა მოხუცები
17:18 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსა
ლასკალამ დამცა :)))))ეჰ მარია კალას
15:57 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS