03 ოქტომბერი, 2015
მამუკა გორგოძის ყველაზე მძიმე დღე : „რუსეთთან ომი დაიწყო და საფრანგეთში უმოქმედოდ ვიყავი“
ის შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კაცია დღევანდელ რაგბის სამყაროში, მაგრამ ღიმილი აქვს, რომელიც აისბერგს დაადნობს რაგბში საქართველოს და ზელანდიის დაპირისპირება ზელანდიის გამარჯვებით დასრულდა. თამაშის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს გუნდის კაპიტანი, მამუკა გორგოძე დაასახელეს. „ის შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კაცია დღევანდელ რაგბის სამყაროში, მაგრამ ღიმილი აქვს, რომელიც აისბერგს დაადნობს!", ეს ინგლისელი კომენტატორის სიტყვებია მატჩის საუკთესო მოთამაშის დასახელებისას.  ბორჯღალოსნები მსოფლიოს ნომერ პირველ გუნდთან 10: 43 დამარცხდნენ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც მამუკა გორგოძემ რამდენიმე წლის წინ ერთ ერთ ჟურნალს
მისცა.

დაბადების თარიღი და ადგილი: 1984 წლის 14 ივლისი, თბილისი

წონა, სიმაღლე: 118 კგ. 195 სმ.

მეტსახელი: გულივერა

ამპლუა: მეორე, მესამე ხაზი

კლუბები: ლელო, მონპელიე

ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი, საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალისტი, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი

ფავორიტი სპორტსმენი: მაიკ ტაისონი, მაიკლ ჯორდანი

ბავშვობის კერპი: არ მყავს

საყვარელი ქალაქი: თბილისი

საყვარელი დასასვენებელი ადგილი: კანი, ნიცა

მუსიკოსი: მაიკლ ჯექსონი

მწერალი: ჭაბუა ამირეჯიბი

ნაწარმოები: "დათა თუთაშხია"

ფილმი: "22 ტყვია", "თეთრი ბაირაღები", "დათა თუთაშხია"

მანქანა: როლს როის ფანტომი

კერძი, სასმელი: ელარჯი, მწვადი, წითელი ღვინო

ჰობი: ნადირობა, თევზაობა

ყველაზე ბედნიერი დღე: ჩემი შვილების დაბადება

ყველაზე მძიმე დღე: რუსეთთან ომი რომ დაიწყო და საფრანგეთში ვიყავი უმოქმედოდ.

რას გადასცემთ გულშემატკივრებს: დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ. ამის გარეშე ჩვენ არაფერი გამოგვივიდოდა. ყველანი ძალიან მიყვარხართ!

იხილეთ სრულად



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS