01 მაისი, 2013
ვინ მოსტეხა ფეხი ნიკა არაბიძეს
„სკანდალებს რომ ეძებ გამუდმებით, ახლა რატომ არ მეკითხები, ვინ მომტეხა ფეხი?..“ ეს კვირა იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა „კომედი ჯგუფისთვის“, ორი დღე ზედიზედ მომიწია „რუსთავი 2“-ში მისვლამ. ჯერ იყო გიორგი აფციაურის პრესკონფერენცია, შემდეგ ბაკურ სვანიძესთან სტუმრობა „ტვ პალიტრაზე“.
ერთი სიტყვით, წესით არც ისე კარგ ხასიათზე უნდა ყოფილიყვნენ კომედიანტები, თუმცა გიორგი აფციაურის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულმა ნიკა გრიგოლიას ცემის ამბავმა ისე შემაშფოთა, ტელევიზიის ფოიეში ყავარჯნებით მოსიარულე ნიკა არაბიძე რომ დავინახე, გულზე შემომეყარა.
ამასობაში ალეკო მალხაზიშვილიც გამოჩნდა ფოიეში. ეს ჩვენ, „სექტის
წევრებმა“ ვცემეთო, განმიმარტა, რასაკვირველია, ხუმრობით.

- სკანდალებს რომ ეძებ გამუდმებით, ახლა რატომ არ მეკითხები, ვინ მომტეხა ფეხი?.. - შემომიტია სავარძელზე მოკალათებულმა ნიკა არაბიძემ.
- სწორედ ახლა ვაპირებდი, გცემეს ხომ?
- (იცინის) აბა ბიჭო, დამალურჯეს.
- რა მოგივიდა, არ გვეტყვი?
- სკეტჩის დროს მოვიტეხე ფეხი.
- რა სკეტჩი იყო ასეთი?
- სატრენაჟორო დარბაზში ვიღებდით, ისეთი არაფერი, ეტყობა ელასტიკური ვერ გამოვდექი.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
გიორგი
რატომ უნდა მიყვარდეს ან ერთი ან მეორე!!!! ჯერ დავიყყოთ იქიდან ამ სოფლის კილოთი და ქუთაისურით რომ გამოდიან და ერთი და იგივეს ატრახუნებენ რა უბედურებაა???? მე მევასება მიშა ნაღდი გდანსკია რომ შეხედავ რა. :D ასე რომ კლოუნებო მორჩით სოფის ბაზარი და თუ ვერ ქაჩავთ დაა ხვიეთ საიდანაც მოხვედით.შური არაფერ შუაშია პროსტა გოიმები არიან.
12:28 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
ამათ კიდე ვინმე უყურებს?არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე?
12:05 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქექო
რა შურით და ბოღმით სავსე ხალხი ვართ ქართველობა.... თავში რატომ აქვთ ავარდნილი? თავიანთ საქმეს აკეთებენ, ხელს ხომ არავის უშლიან?! თუ ვინმეს არ მოსწონს, ნუ უყურებთ და ეგაა...ყველაფერში კრიტიკა როგორ უნდა ეძებოთ, არ გრცხვენიათ ხალხოო?
11:57 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიტე
სოფლის ლაზღანდარები
11:48 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ნიკაც და ვანოც ხალხს ძალიან უყვარს,მაგრამ სამწუხაროდ ზოგი ისეა გაბოროტებული ყველაფერში ცუდს ხედავს,რაც ძალიან სამწუხაროა..
11:48 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ელასტიკური?
11:41 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რუ
საცოდაობა ქვია ამათ მაიმუნობას .. სადაა აქ იუმორი სადაა აქ შოუ.... კიდევ ერთხერ საცოდაობა.... ფულს კი შოულობენ და ამბიციები კი გაუჩნდათ და მეტი დღეს არაფერი გახდა საჭირო
11:39 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ამათ მართლა ვარსკვლავები გონიათ თავი ...ან სადაური ქუთAისელია რომ მასხრობს ჩვენ ქუთAისელებიო ააააააააააააააააააა
11:35 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
რა ეშველებატ ამ უვიცებს, ნაც ბანდის წევრები არიან სუკველა,ჯავახიშვილი ვინმეს რომ დაცინის რახა უნდა ელაპარაკო.
05:55 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS