01 მაისი, 2013
ვინ მოსტეხა ფეხი ნიკა არაბიძეს
„სკანდალებს რომ ეძებ გამუდმებით, ახლა რატომ არ მეკითხები, ვინ მომტეხა ფეხი?..“ ეს კვირა იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა „კომედი ჯგუფისთვის“, ორი დღე ზედიზედ მომიწია „რუსთავი 2“-ში მისვლამ. ჯერ იყო გიორგი აფციაურის პრესკონფერენცია, შემდეგ ბაკურ სვანიძესთან სტუმრობა „ტვ პალიტრაზე“.
ერთი სიტყვით, წესით არც ისე კარგ ხასიათზე უნდა ყოფილიყვნენ კომედიანტები, თუმცა გიორგი აფციაურის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულმა ნიკა გრიგოლიას ცემის ამბავმა ისე შემაშფოთა, ტელევიზიის ფოიეში ყავარჯნებით მოსიარულე ნიკა არაბიძე რომ დავინახე, გულზე შემომეყარა.
ამასობაში ალეკო მალხაზიშვილიც გამოჩნდა ფოიეში. ეს ჩვენ, „სექტის
წევრებმა“ ვცემეთო, განმიმარტა, რასაკვირველია, ხუმრობით.

- სკანდალებს რომ ეძებ გამუდმებით, ახლა რატომ არ მეკითხები, ვინ მომტეხა ფეხი?.. - შემომიტია სავარძელზე მოკალათებულმა ნიკა არაბიძემ.
- სწორედ ახლა ვაპირებდი, გცემეს ხომ?
- (იცინის) აბა ბიჭო, დამალურჯეს.
- რა მოგივიდა, არ გვეტყვი?
- სკეტჩის დროს მოვიტეხე ფეხი.
- რა სკეტჩი იყო ასეთი?
- სატრენაჟორო დარბაზში ვიღებდით, ისეთი არაფერი, ეტყობა ელასტიკური ვერ გამოვდექი.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
ნანა
ნიკა არაბიძის იუმორში თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, მაშინ კომედია არასოდეს უნდა ნახოთ.ე.ი.ტრაგედიის მოყვარული ყოფილხარ და უბრალოდ ვერ აღიქვამთ.
14:54 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქუთაისში უკეთესად გამოგდიოდათ იუმორი, პიკასოს ბიჭების სკეტჩები განუმერებელია. მარტო იმერული ქორწილი გაიხსენეთ...ქალბატონო გუგული.ქუთაისს უფრო უხდებოდით მერწმუნეთ.
14:47 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ცისმარი
საშინლად ჩლუნგი იუმორისტული გადაცემები აქვტ.ჯობია სოლოში გადავიდეს უფრო სასაცილო იქნება,ისე ნიჭიერი კაცია.
18:25 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ძალიან ნიჭიერია ნიკა არაბიძე .უკეთესი იქნება თუ პიკასოს ბიჭებით შეავსებენ კომედის შოუს.რადგან ისინი ყველა უნიჭიერესი არიან.აფციაურის იუმორი არ იყო სახალისო საერთოდ არ მომწონდა.ნიკა გრიგოლიას ნამდვილად უხდება სცენა.
18:05 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
მათი გადაცემები დასახურია!!!!
14:13 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
უკეთეს და უარესი არ ილევა ქვეყანაზე.
11:58 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
იუმორის ნაკლებობაა საქართელოში! რა გვჭირრს ხალხნო და ჯამაათნო!?
11:54 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გეგა აფრასიძე
ესენი არიან ღირსეულები? ღირსეული ადამიანები არასოდეს არცერთი ხელისუფლების მონა არ გახდება.ღირსეული პაროდისტი, ყოველთვის ხელისუფლების ნაკლოვანობებზე ხუმრობს,ასე იყო ყოველთვის მეფეების, დროსაც მასხარა, სასახლეში მეფეს და მის დიდგვაროვნებს პირში სიმართლეს ეუბნებოდა იუმორს ამოფარებული.ეს"ღირსეული" ახალაიას, მასხარები რესტორნებში, რომ მეგიზ ქარდავა, ხიხოს და მისნაირ გოიმებს, სკეჩებს რომუწყობდნენ შემდეგ გაოფლილ შუბლზე დოლარებს რომ აწებებდნენ, მგონი არ არის ღირსეული კაცის სასაქციელი.და არცისარის ღირსეული ახალაიასგან, კარგი ვაენი ოფიცერივით,იარაღს რომ იღებ საჩუქრად ვინახარ, რათქმაუნდა დავერბოვკებული შნირი და არც ეს არის ღირსეული. სირცხვილია მკვლელებს ჩახუტებულ "იუმორისტებს" ღირსეულობა დააბრალო.ყველაფერში პოლიტიკა ნაც მოძრაობამ შეიტანა სპორტში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში და საძინებელშიც კი მოახერხეს შეხწევა.აი ამათი გამპრავებლები იყვნენ ეს თქვენი"ღირსეული" ფიშტოიანი კომედი შოუს ჯეელი ქათმები.
19:17 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
ამის იუმორი არ გაისშვას,ესაა არასერიოზული კაცი დასაჭერია მთელი გუნდი!!!!
18:07 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ავად ხარ ერო, ავად, მკურნალობა გჭირდება, უფალო გადმოხედე საქართველოს და განკურნე
18:05 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS