01 ოქტომბერი, 2015
ინგა გრიგოლია '''რუსთავი 2'- ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: ''მე კი ვზივარ მდინარის პირას უკვე და სხვებიც ჩამოსხდებიან''
მერე ქუჩაში იდგნენ, ხელისუფლების წასვლის მოთხოვნით "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა
შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან", - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, მათ გადაკეტილი აქვთ ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდნენ.

''რუსთავი 2''-ში მიმდინარე მოვლენებს ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.
ინგა გრიგოლია:
''ვისაც გიხარიათ-ნუ გიხარიათ მედიაში მიმდინარე პროცესები...გავა დრო. ძალიან მცირე დრო და როცა თქვენ დაგჭირდებათ თქვენი სიმართლის გაჟღერება, რომელიც ამ წუთებში შეიძლება არ გჭირდებათ, ვერავის ვეღარ მიაწვდენთ ხმას, იმიტომ რომ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად არავინ მოვა მიკროფონით ხელში, უბრალოდ სივრცე აღარ იქნება ამისთვის. სამწუხაროდ ალბათ ამ ჩემს დღევანდელ სტატუსს ორ-სამ წელიწადში გამახსენებს ფეისბუქი''...

ტელეწამყვანს მოწინააღმეგეებიც გამოუჩნდა:
''შეგვენანა ''რუსთავი-2''? დიდი ტელევიზიებით არა ვართ განებივრებული მაგრამ. ეგენი მხოლოდ ნაცებს ემსახურებოდენ და გამეხარდა კიდეც. თითქმის ყველა ტელევიზია დახურულ გახსნილია და აიტანებენ ეგენიც'', წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

ინგა გრიგოლია მომხდარით კმაყოფილ მოქალაქეს პასუხობს:

''რა გიხარიათ? მეზარება ეხლა დავა... როცა ასე გიხარიათ, დავის აზრსაც ვერ ვხედავ....ჩემს სტატუსში წერია ჩემი არგუმენტი.

ისეთებიც მინახავს, ვარდების რევოლუციის მერე დახურულ გადაცემებს რომ აპრავებდნენ და სიხარუის ყიჟინას სცემდნენ. მერე, რაღაც ორი-სამი წლის მერე ქუჩაში იდგნენ, ხელისუფლების წასვლის მოთხოვნით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, ნამეტანი ნუ გააპრავებთ და გაგიხარდებათ ის პროცესები, რაც მედიაში მიდის. და ვისაც გიხარიათ- თქო, მე კი ვზივარ მდინარის პირას უკვე და სხვებიც ჩამოსხდებიან'', წერს ინგა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
შიოლაი
ნეტა სოფელში პამიდვრის მოყვანაში ინგას გამოგონილი ექიმბაში შიოლაც მიეხმარება????
22:44 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
სიმართლეა!ასეთი სატანური მთავრობა საქართველოს არ ყოლია! ძირს სატანა-ივანიშვილ!
15:27 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
ყველას სიკეთეს მიხცემოდეს. მარა მონეტას ორი მხარე აქვს. ორივეხ თავისი სიმბოლო აქვს. რუსთავი 2 ვისია?????? უბრალოდ სიმართლე უნდა გაირკვეს ყველამ თავისი წილი მიიღოს, ყველას ყველაფერი ჩამოწერება და ყვერლას ყველაფერი მიეცემა უფლის წყალობით.
12:49 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სამოთხე
დეისვენა ყურებმა.და დესვენოს ინგამაც მდინარის პირსა.
12:17 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ეს მთავრობაც მალე წინა მთავრობის ბედს გაიზიარებს
23:53 / 01-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS