06 აგვისტო, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანმა ქმარს ვენაში ჩააკითხა
ორი კვირის წინ ნანუკამ სატელევიზიო ეთერი დახურა და ჯერ შავიზღვისპირეთი მოინახულა, შემდეგ კი ქმართან, ვენაში გაემგზავრა "ირაკლი გარიდებულია სიტუაციას და ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ურჩევნია ყოფნა" - ამბობდა ჟურნალ "რეიტინგში" რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანი. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკა შეიცვალა და მთავრობაში "ქართული ოცნება" მოვიდა, რიგი მაღალჩინოსანი ქვეყნიდან წავიდა. მათ შორის ერთ-ერთი ერეკლე კოდუა იყო. წასულებიდან ზოგიერთზე ძებნაა გამოცხადებული და ზოგსაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.

ერეკლე კოდუა გამონაკლისი გახლავთ, ის
არც პასუხისგებაში მიუციათ და არც არავინ ეძებს, თუმცა, როგორც მისი მეუღლის ინტერვიუდან ჩანს, მან მაინც წასვლა ამჯობინა.
ნანუკა და ირაკლი დიდი ხანია, რაც ერთად არიან. მათი რომანტიკული სიყვარულის ისტორია კი ბევრ წელს ითვლის.

უამრავჯერ გავრცელდა ჭორი, რომ კოდუამ ნანუკა მიატოვა და უცნობ გოგონასთან ერთად ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ჟორჟოლიანი, რომელიც მუდმივად კონტაქტობს პრესასთან, ყველა ჭორს მორიგ სიცრუეს უწოდებდა.

ერეკლე კოდუას ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ჭორიკნებს უფრო მეტი საბაბი მიეცათ, რომ მარტოდარჩენილ ნანუკაზე ელაპარაკათ, მაგრამ ჟურნალისტი პერიოდულად "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს დებდა.
Rating

ორი კვირის წინ ნანუკამ სატელევიზიო ეთერი დახურა და ჯერ შავიზღვისპირეთი მოინახულა, შემდეგ კი ქმართან, ვენაში გაემგზავრა.

ნანუკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და მათი დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორები კი ისევ ჭორად რჩება.

სალომე დადიანი
სპეციალურად "რეიტინგის" საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ჯონ ჯონსონი
მოაშორეთ ეს მონსტრი ქართულ ტელევიზიას! მოაშორეთ ეს გულისამრევი არსება ეკრანებს! ნანუკა შენი არსებობა სირცხვილია, წადი, წადი, წადი!
03:33 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
კი მაგრამ არ რცხვენიათ ასე რომ პოზირიობენ და ხალხს ნერვებს უშლიან? არ ცხვენია ნანუკას,ამით რა უნდა დაამტკიცოს რომ კაცს უყვარს? კაცთან რომ არის? თუ უნდა რომ დაგვაჯეროს რომ მკვლელი არ არის მისი ქმარი, რომ თურმე ასეთი მოსიყვარულეა და ჭიასაც კი არ დააბიჯებს ფეხსო. მაგრამ რამდენიც უნდათ იტინგლიცონ,ჩვენ მათი არ გვჯერა და იმედია კოდუა დაისჯება თავისი დანაშაულებებით.
21:48 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
რა ბოღმიანები ვართ ეს ქართველები,რატო ვსჯით სხვის ცხოვრებას,თავის ქმარია და სადაც უნდა იქ ჩააკითხავს,ყველაც ასე მოიქცეოდა,მივხედოთ ჩვენს ცხოვრებას და თავი დავანებოთ სხვისი ცხოვრების კრიტიკს და განსჯას
19:04 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
მაკიაჟის გარეშე რასა გავს ნანუკა.
18:14 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მალაქია
დარდით აღარ ვიყავი და დავმშვიდდი ცოტა. ახლა ნინის დარდი მკლავს...
17:31 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატო
მაგარი საზიზღრები ხართ, ნანუკა შენ ამ გველებს არ მიაქციო ყურადღება, შურიანი ხალხია ეს ქართველები. სხვისი ბედნიერება საკუთარ უბედურებად, რომ მიაჩნიათ. საკმე აკეთეთ რა ხალხო და თქვენს პირადს მიხედეთ, თორემ თქვენი ცოლები და ქმრები ამასობაში ნახავენ კიდე თქვენნაირ გამოთაყვანებულეს0მეტი, რომ არაფერი ვთქვათ..........
16:23 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS