30 სექტემბერი, 2015
ქართველი მომღერლები და მსახიობები ისრაელში დაბომბვას გადაურჩნენ: „მე მოვკვდი“...
მეგობრები ქართველ მომღერლებს და მსახიობებს გადარჩენას ულოცავენ
გუშინ ღაზას სექტორში მებრძოლებმა რაკეტა გაუშვეს. რაკეტა რადარებმა ჰაერშივე ააფეთქეს. ამის შესახებ ანრი ჯოხაძემ "ფეისბუქზე" დაწერა. ანრი ნოდიკო ტატიშვილთან, მაკა ზამბახიძესთან , შორენა ბეგაშვილთან, სოფო გელოვანთან, ნინი ბადურაშვილთან და სხვა სელებრითებთან ერთად აშდოთში იმყოფება.

"აშდოთში მორიგი ბომბი ჩამოაგდეს, რომელიც რადარებმა ჰაერშივე ააფეთქეს, ჩვენ კი ეს - ესაა თავშესაფრიდან გამოვედით. ვაშა ისრაელის უძლეველ სახელმწიფოს“.

„მე მოვკვდი“, წერს შორენა ბეგაშვილი. მეგობრები ქართველ მომღერლებს და მსახიობებს გადარჩენას ულოცავენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა დ.
ეხლა მოგინდათ გასტროლები? მშვიდობით გადარჩენას გილოცავთ!
12:35 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS