თავისივე მონათხრობის თანახმად, 13 წლისა გათხოვდა - გაიპარა. ამბობს, რომ არ ნანობს და დღესაც ძალიან უყვარს თავისი ქმარი. თათიას ორი შვილი ჰყავს, რომლებსაც სცენაზე გამოსვლამდე სკაიპით ელაპარაკა, მერე კი საქართველოს დროშა მოისხა მხრებზე და გავიდა ჟიურისა და მაყურებლის დასაპყრობად... მოახერხა კიდეც. მის მიერ ემოციურად შესრულებული ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა One night only ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ყველა ატირდა -




















