26 სექტემბერი, 2015
პეტრე კოლხი მაია ასათიანს მიმართავს : „არასტაბილური ფსიქიკის შემთხვევაში, მსხვერპლი აუცილებლად თავს მოიკლავდა“
ეს არის ამბავი ძალადობისა, ფსიქოლოგიური ზეწოლისა
მას შემდეგ, რაც პეტრე კოლხმა მოდელობის სურვილის მქონე შვილის ფოტოები ატვირთა სოციალურ ქსელში, კრიტიკა დაიმსახურა. მამაოს საქციელი ბევრს გაუკვირდა და წერდნენ, რომ ეკლესიის მსახურმა შვილი მოკრძალებულად უნდა გაზარდოს და მისი ეროტიკული ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

საზოგადოების კრიტიკა მამა- შვილმა გადაიტანა. პეტრე კოლხის შვილმა რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გასულ კვირას  „პროფილის“ პრომოშიც გადაიღეს. პრომოს მიხედვით მას ოჯახის წევრები ძალით ათხოვებენ. პეტრე კოლხმა მომავალი გადაცემის პრომო „ფეისბუქზე“ გაიზიარა და გადაცემის
წამყვან მაია ასათიანს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ამბავი ძალადობისა, ფსიქოლოგიური ზეწოლისა, ტერორის და აგრესიისა. ძალადობა მარტო ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გამოხატავს, მარიამისთვის ქვა და არმატურა არავის ჩაურტყამს, მაგრამ ნაკლებიც არ უქნიათ...

არასტაბილური ფსიქიკის შემთხვევაში, მსხვერპლი აუცილებლად თავს მოიკლავდა.

მარიამმა კი ჩემი დახმარებით თუ მისი სიძლიერით გადააგორა ზიზღი, მაგრამ სხვა რომ იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, ერთად ვთქვათ უარი ბოროტებაზე და ვიბრძოლოთ სიძულვილის წინააღმდეგ.

თვითმკვლელი მარტო არ არის დამნაშავე, დამნაშავეა ყველა, ვინც ადამიანი სუიციდის ცოდვამდე მიიყვანა. ასეთები კი მრავლად არიან საზოგადოების ყველა ფენაში, ყველა სფეროში და სარწმუნოების სახელით ინიღბებიან... დროა მოქმედების, რადგან დუმილი დანაშაულია. პრომოში კი მარიამი შეუდარებელია. მადლობა“.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
...
ვცდილობ, ვცდილობ თავი შევიკავო, მაგრამ ვერ ვიკავებ. მგონი, მამაო ხალხს თვითონ იწვევს აგრესიისკენ და მერე ხალხს უწოდებს გაუნათლებელს, უღმერთოს, უწოდებს მასას და სხვა. კი, ლამაზი შვილი ჰყავს, მაგრამ გაპიარების სვლაც კარგად გათვალა. მე უკვე დავიღალე მამაოსგან ასეთი მძაფრი რეაქციებით და ვფიქრობ, უფრო თვითონ გადადის ხალხზე შეტევით, ვიდრე, ,,მასა" არის ,,აგრესიული" და ,,პროვინციული".
00:35 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
რა უნდა ტკვა ...
ამ "მამაოს" შემხედვარე...მარტლაც ძლიერი პსიKიკა გვჭირდება ადამიანებს რომ ასეტი და უარესი მამოოების ზეგავლენის კვეშ არასოდეს მოვეკცეტ და ამავე დროს ყველა მამაო ერ"კვაბში " არ მოვხარშოტ, ტორემ... რატომ გაუკვირდა "მამაოს" რომ ადამიანებმა თავმდაბლობისკენ მოუწოდეს მას?
23:00 / 26-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS