არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა ბევრ რამეზე დააფიქრა, პიროვნულად შეცვალა. ილო ბეროშვილმა "სარკესთან" გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნელი აგირბა კვლავ უყვარს, ნანობს, რომ მათი ოჯახი დაინგრა.
- შერიგების მცდელობა
- ვმეგობრობთ, შვილები გვაკავშირებს. არ ვჩხუბობთ, არ ვამათობთ. ცივილური ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც ცალ-ცალკე ვართ, დღემდე ვეუბნები, რომ მიყვარს. სერიოზულ ურთიერთობებს ვერავისთან ვახერხებ, რადგან ჯერ კიდევ ვფიქრობ ნელიზე. სხვებთან ურთიერთობის წამოწყება მიჭირს, რადგან ჩემს გულში მეუღლეს დიდი ადგილი უჭირავს, იმხელა, რომ ოდნავ სერიოზული ურთიერთობისთისაც კი ადგლი არ არსებობს.




















