23 სექტემბერი, 2015
ნანუკა ჟორჟოლიანი ქმართან დაშორების შემდეგ შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის : ''იცხოვრე ისე, როგორც თავად გსურს''
ტყუილით ბედნიერება არ შენდება. არც საქმე კეთდება
დღეს მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი და ირაკლი კოდუა ერთმანეთს დაშორდნენ, ნანუკამ შვილს მარიამ გეგუჩაძეს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

მარიამს სულ ვეუბნები: 

1. იცხოვროს ისე, როგორც მას თავად სურს. იმიტომ რომ იყოს ბედნიერი და იმიტომ, რომ ამ საზოგადოების მოსაწონს მაინც ვერაფერს გააკეთებს. თუ ბედნიერებას შეამჩნევენ მაინც ჩაქოლავენ. გააკრიტიკებენ.

2. იყოს გულწრფელი. იმიტომ რომ ტყუილს ყველა შეამჩნევს. ტყუილით ბედნიერება არ შენდება. არც საქმე კეთდება.

3. არასოდეს იცხოვროს
სხვისი ცხოვრებით. იაროს სულ წინ და ყოველთვის ჰქონდეს მიზანი.

4. ყოველთვის ის გააკეთოს რისიც ჯერა და აუცილებლად იბრძოლოს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

5. ადამიანებისთვის გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია. იმიტომ რომ ეს გახდის მას ბედნიერს.
კიდევ ბევრ რამეს ვეუბნები ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ასე ვამთავრებ. თუ გინდა იყო ბედნიერი დე, ეს ყველაფერი გაითვალისწინე. ბედნიერება კი აუცილებელია როცა ერთხელ იბადები.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ლია
ადამიანმა ღვთის კანონებით უნდა იცხოვროს. რასაც ჩვენ სხვას გავუკეთებთ იგივე მოგვიბრუნდება ცოტა ხანში.არასოდეს არ უნდა ჩადგე სხვა ცოლქმრის შუაში. ეს ყველაზე დიდი ცოდვაა. კაცი რომელიც ცოლს და 4 შვილს მიატოვებს მე მაგალითად არც დავუჯერებდი და არც ვირწმუნებდი მის ერგულებას და სიყვარულს. ამდენი წლის ოჯახის დანგრევა არაა ადვილი. ნანუკა კარგი გოგოა მაგრამ ეს დიდი შეცდომა დაუშვა მან
15:18 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
თავადაც ხომ მაგ წესებით იცხოვრე ნანუკა, რაც გინდოდა იმას აკეთებდი. წლების უკან ირაკლის პირველი ცოლიც ასეთი ნაღვლიანი თვალებით იყურებოდა
13:14 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS