22 სექტემბერი, 2015
როგორი იქნება ''ჩემი ცოლის დაქალები'' კატოს და ლიკუნას გარეშე
როდესაც მსახიობები კონკურენტ ტელევიზიაში იწყებენ მუშაობას
რეიტინგული სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეთერში 2 ოქტომბერს ბრუნდება.

სერიალი უკვე დატოვა რეზო ნასიძემ, რომელიც ''ჯიდიესში'' სერიალ ''ქერჩში'' იღებს მონაწილეობას.

''რუსთვაი 2''-იდან ''იმედზე'' გადავიდნენ ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი. ორივე ''დღის შოუს'' წამყვანები გახდნენ. ეკა ამირეჯიბი ''ახალი ხმის'' წამყვანიც იქნება.

მიშა მშვილდაძის თქმით, ცუდია, როდესაც მსახიობები კონკურენტ ტელევიზიაში იწყებენ მუშაობას. თავად  ლელა მებურიშვილი ამბობს, რომ სერიალში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა სერიალის პროდიუსერები ამ თემაზე საუბრისან თავს იკავებენ. იგეგმებოდა, რომ
მომდევნო სეზონში ნელიკოს პერსონაჟი გააქტიურდებოდა. საუბრობდნენ აჩიკო სოლოღაშვილის უფრო მეტად გამოჩენაზეც, მაგრამ  შესაძლოა, ეკას და ლელას ''იმედზე'' გადასვლამ სერიალის გეგმები მთლიანად შეცვალოს.

სოციალურ ქსელში უკვე გამოთქვამენ წუხილს მაყურებლები აღნიშნული ცვლილებების გამო.მათ ვერ წაურმოუდგენიათ სერიალი კატოს გმირის გარეშე. არიან ისეთებიც, ვისაც სიახლე ყოველთვის მოსწონთ და ერთი სული აქვთ, ნახონ, ახალი პერსონაჟები.

სოციალურ ქსელში გაჩნდა ისეთი  კომენტარები, სადაც ვკითხულობთ, რომ მათ მობეზრდათ სერიალი და ფორმულა ''კრეატივისგან'' უკვე სხვა სერიალს ელიან.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
რეზი
ძალიან მაგარია ლელა თუ გაუშვეს, საერთოდ არ იყო ეგ კატო. სთხოვეთ ნინოს რომ დაბრუნდეს, აი ეგ არის ხალხის ნამდვილი კატო.
22:08 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ახალი სერიალი გამოუშვიიიიიიიიიიიიიიიით ,მოგვეზრდა დაქალები
19:18 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
................
ხომ ყველამიცის, რომ სერიალს ბევრი მაყურებელი ყავს, მაშ რატომ ამძიმებთ სურათს, ვითომ ხალხს მობეზრდა?
18:08 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
ერთხელ ხომ შეცვალეთ კატო კიდევ შეცვალეთ რა პრობლემააა, ჩვენ ხომ ყველაფერს ვეჩვევიით
17:12 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
რამაზი
სერიალში მეტი ქართული სიტყვები თუ იქნება კარგია! პროსტა ვაბშე კაროჩე პრივეტების გარეშე!
17:06 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS