22 სექტემბერი, 2015
როგორი იქნება ''ჩემი ცოლის დაქალები'' კატოს და ლიკუნას გარეშე
როდესაც მსახიობები კონკურენტ ტელევიზიაში იწყებენ მუშაობას
რეიტინგული სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეთერში 2 ოქტომბერს ბრუნდება.

სერიალი უკვე დატოვა რეზო ნასიძემ, რომელიც ''ჯიდიესში'' სერიალ ''ქერჩში'' იღებს მონაწილეობას.

''რუსთვაი 2''-იდან ''იმედზე'' გადავიდნენ ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი. ორივე ''დღის შოუს'' წამყვანები გახდნენ. ეკა ამირეჯიბი ''ახალი ხმის'' წამყვანიც იქნება.

მიშა მშვილდაძის თქმით, ცუდია, როდესაც მსახიობები კონკურენტ ტელევიზიაში იწყებენ მუშაობას. თავად  ლელა მებურიშვილი ამბობს, რომ სერიალში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა სერიალის პროდიუსერები ამ თემაზე საუბრისან თავს იკავებენ. იგეგმებოდა, რომ
მომდევნო სეზონში ნელიკოს პერსონაჟი გააქტიურდებოდა. საუბრობდნენ აჩიკო სოლოღაშვილის უფრო მეტად გამოჩენაზეც, მაგრამ  შესაძლოა, ეკას და ლელას ''იმედზე'' გადასვლამ სერიალის გეგმები მთლიანად შეცვალოს.

სოციალურ ქსელში უკვე გამოთქვამენ წუხილს მაყურებლები აღნიშნული ცვლილებების გამო.მათ ვერ წაურმოუდგენიათ სერიალი კატოს გმირის გარეშე. არიან ისეთებიც, ვისაც სიახლე ყოველთვის მოსწონთ და ერთი სული აქვთ, ნახონ, ახალი პერსონაჟები.

სოციალურ ქსელში გაჩნდა ისეთი  კომენტარები, სადაც ვკითხულობთ, რომ მათ მობეზრდათ სერიალი და ფორმულა ''კრეატივისგან'' უკვე სხვა სერიალს ელიან.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
მზია
და მაინც რამდენად მეტს გადაუხდიან იმედში?
23:28 / 26-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
სერიალი ძალიან რეიტინგულია და არა მგონია ლელას შეცვლა ვერ მოხერხდეს, რა თქნა უნდა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ,ნინოს დაბრუნება
22:39 / 26-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
ნინოს ლელა ვერც შეედრება,ნინო არაჩვეულებრივად ასრულებდა თავის როლს, ნეტა დაბრუნდეს
23:13 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მია
ამირეჯიბის გადასვლა იმედზე არც სერიალს დააკლებს რაიმეს და არც რუსთავი2,ამირეჯიბის გმირი ყველას აღიზიანებდა და აღარცკი ჩანდა ხშირად. კატოს როლს რაც შეეხება თუ რამე იპოვიან მაგის შემცვლელსაც.. ასე რომ სერიალისთვის არცერთია დიდი დანაკლისი
18:55 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნინო არაჩვეულებრივად თამაშობდა...უფრო გახსნილი იყო
18:10 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა ნინოს მისტირიხართ, მშვენიერი იყო ლელაც ნინოსთან ერთად. ორივე კარგი მსახიობია. ორივე თავისებურად კარგად ასახიერებდა კატოს როლს
12:09 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ნინოოოოოოოოოოოოოო, დაბრუნდიიიიიიიიიიი, გთხოვთ რააა.
22:38 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ძალიან მინდა ნინო რომ დაბრუნდეს, სთხოვეთ რაა
22:36 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ვაიმეეეეეეე, დააბრუნეთ რაა ნინო, ნინო გვინდაააა, გთხოოოოვთ, ეგ არის ნამდვილი კატო.
22:12 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერიკო
ამ სერიალს ძალიან დიდი რეიტინგი აქვს და არავითარ შემთხვევაში და დაამთავროთ, შეუცვლელი მსახიობი არ არსებობს.
22:10 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS