22 სექტემბერი, 2015
როგორი იქნება ''ჩემი ცოლის დაქალები'' კატოს და ლიკუნას გარეშე
როდესაც მსახიობები კონკურენტ ტელევიზიაში იწყებენ მუშაობას
რეიტინგული სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეთერში 2 ოქტომბერს ბრუნდება.

სერიალი უკვე დატოვა რეზო ნასიძემ, რომელიც ''ჯიდიესში'' სერიალ ''ქერჩში'' იღებს მონაწილეობას.

''რუსთვაი 2''-იდან ''იმედზე'' გადავიდნენ ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი. ორივე ''დღის შოუს'' წამყვანები გახდნენ. ეკა ამირეჯიბი ''ახალი ხმის'' წამყვანიც იქნება.

მიშა მშვილდაძის თქმით, ცუდია, როდესაც მსახიობები კონკურენტ ტელევიზიაში იწყებენ მუშაობას. თავად  ლელა მებურიშვილი ამბობს, რომ სერიალში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა სერიალის პროდიუსერები ამ თემაზე საუბრისან თავს იკავებენ. იგეგმებოდა, რომ
მომდევნო სეზონში ნელიკოს პერსონაჟი გააქტიურდებოდა. საუბრობდნენ აჩიკო სოლოღაშვილის უფრო მეტად გამოჩენაზეც, მაგრამ  შესაძლოა, ეკას და ლელას ''იმედზე'' გადასვლამ სერიალის გეგმები მთლიანად შეცვალოს.

სოციალურ ქსელში უკვე გამოთქვამენ წუხილს მაყურებლები აღნიშნული ცვლილებების გამო.მათ ვერ წაურმოუდგენიათ სერიალი კატოს გმირის გარეშე. არიან ისეთებიც, ვისაც სიახლე ყოველთვის მოსწონთ და ერთი სული აქვთ, ნახონ, ახალი პერსონაჟები.

სოციალურ ქსელში გაჩნდა ისეთი  კომენტარები, სადაც ვკითხულობთ, რომ მათ მობეზრდათ სერიალი და ფორმულა ''კრეატივისგან'' უკვე სხვა სერიალს ელიან.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
Nინი
Vგიჟდები ამ სერიალზე ვერ წარმომიდგენია რომ ერთ დგეს დამთავრდეს.ყველაფერი მაგარი აქვთ და პროფი დონეზე.Vინც უაზროდ მიიჩნევს და აკრიტიკებს ნუ უყურებთ ბატონო უკეთესები გადის მთელი დგე -თურქული და ინდური ტვინს რომ ტ...ვენ.გვაცალეთ ვისაც მოგვწონს.წარმატებები ფორმულა კრეატივს...
12:12 / 30-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
წაიღეს ტვინი მხიობების შეცვლა გამოცვლით, მაგას ცოტა სიუჟეტიი შეცვალოთ ჯობს აგდებული რომ გაქვთ ყველაფერი ქართული და ტრადიციული, ამდენცვლილებებს, ეს თინა მოგეშორებინათ ჯობდა
20:24 / 29-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ცუნცულა
ხოდა დააბრუნეთ ნინო კათოს როლზე და ძაან მაგარი იქნება, ლიკუნა დააკლდება ძაან სერიალს, მოსაბეზრებელია უკვე მართლაც რამე ღირებული გააკეთეთ რა ნუ გრუზავთ საზოგადოებას ისედაც ამდენი პრობლემაა გარშემო
11:35 / 29-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ირ ინა
მე მაგალითად ძალიან მომწონს ლელას კატო,უფრო მხიარულია,თან ყოველთვის გემოვნებით აცვია,რაშიც გარეგნობაც უწყობს ხელს,ნინო სულ მოღუშული და რაღაცით უკმაყოფილო იყო,თუმცა რ ე ა ლ ო ბ ა ს ვეთანხმები,ჩვენ ხომ ყველაფერს ვეჩვევით.
17:48 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
დააბრუნეთ ნინი გაჩეჩილაძეეეეე )))))))
12:35 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დააბრუნეთ ნინო როგორმე
06:31 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნინოს უფრო უხდებოდა კატოს როლი დააბრუნეთ ნინო
06:27 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნინო ტუ დაბრუნდება მოხარული ვიქნები ის ვერ სჰეცვალა ლელამ და რაგაც დალაგდება მე მგონი და გაგრზელდება სერიალი უდაოა
20:48 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კატო სხვა მსახიობით შეცვალონ,მაგის ცხვირის ყურება ადვილია??
11:50 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ამდენი სეზონია ლელამ ნინო შეცვალა და საკუთარი სახე ვერ შექმნა. ნეტა ისევ ნინო დააბრუნონ. ამიერჯიბმა კი თავი ისედაც ამოწურა
11:22 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS