21 სექტემბერი, 2015
გია ჯაჯანიძის ''სხვა რაკურსი'' სკანდალში ეხვევა: ''ხევსურები ყვებიან, ჯგუფის წევრები, საჯაროდ, ისეთ უმსგავსობებს სჩადიოდნენ, რომ მთიელები ბავშებს არიდებდნენ''
"ფეისბუქის" მომხმარებელი ნუკრი მჭედლიშვილი გადაცემა "სხვა რაკურსის" შემოქმედებით ჯგუფს წმინდა ადგილების წაბილწვაში ადანაშაულებს.

17 სექტემბერს გასულ გადაცემასთან დაკავშირებით მჭედლიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"დიდი ტკივილი მიაყენა წლევანდელმა შატილობამ ხევსურეთსა და ხევსურებს. მიუხედავად იმისა, რომ მთას უკვე დიდი ხანია აღარ უკვირს ბარიდან მოსული სტუმრების მიერ სალოცავების წაბილწვა, წლევანდელ შატილობას, ტელეკომპანია იმედის გადაცემა სხვა რაკურსმა და მისმა წამყვანმა გია ჯაჯანიძემ ყოველგვარ ზღვარს გაადააბიჯეს.

ის რაც ეკრანზე გამოჩნდა უკვე ძალიან დამთრგუველი იყო და რაც გადაცემაში არ მოხვდა მხოლოდ მისმა
მონაწილეებმა იციან. როგორც ხევსურები ყვებიან, ჯგუფის წევერები, საჯაროდ, ისეთ უმსგავსობებს სჩადიოდნენ, რომ მთიელები ბავშებს არიდებდნენ, რომ ეს სიბინძურე არ დაენახათ. ესეც არ იკმარეს და ამის შემდეგ მათ გადათელეს წმინდა

ადგილები: მუცოში, ლებაისკარსა და ანატორში. ამ ადამიანებმა შოუ ასპარეზობები მოაწყვეს ისეთ ადგილებში, სადაც ხევუსურები ხატის სამანს იქით არათუ ფეხს არ დგამენ გახედვა ერიდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სანამ ხრიდოლის ჯგუფი შატილში ჩავიდოდა ხევსურებმა შეგვატყობინეს, თუ როგორ იქცეოდნენ ჯაჯანიძე და მისი გადაცემის მონაწილეები, რაც შემდეგ ეკრანზე ვიხილეთ ამას ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით და ვერც ხევსურები, თორემ შეიძლება გადაცემის გადაღების პროცესს ტრაგედია მოჰყოლოდა, იმიტომ, რომ მთიელი კაცი ვერავის აპატიებს წმინდა ადგილების წაბილწვას.

ისე მოხდა, რომ გადაცემის გასვლის დროს მე ვერ ვუყურე და მხოლოდ ხევსური ძმადნაფიცის ალუდა დაიაურისგან მოსული წერილის შემდეგ მომიწია მისი ნახვა. ღამის ორ საათზე მომწერა ტკივილით სავსე ეს წერილი ალუდამ::

"ნუკრი, როგორ ხარ ძმო? გია ჯაჯანიძის შოუს ვუყურე ახლა. ჩვენი წინაპრების ძველები ამტკივდა, ძმაო! ვიფიქრე ეს ტკივილი ვისთვის მიმეწერა და შენ გამახსენდი, იმიტომ რომ, ასე მგონია შენ ყველაზე მეტად გამიგებ.

საბრძოლო ხელოვნება და სიბინძურე ერთმანეთში იყო არეული! ან შავფაროსნებმა როგორ მიიღეს ამაში მონაწილეობა? სულში არ უდევთ ეტყობა ვაჟკაცობა, თორემ მაგას არ გააკეთებდნენ! სამასხარაოდ გამიხადეს წინაპრის სალოცავი! მაგ ადგილას კაცები ვერ შევდივართ და ამათ, გარყვნილ ხალხთან ერთად, შოუ-მასკარადი მოაწყვეს ჩვენს ჯვარში?!

რა ვქნათ ნუკრო, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო?! ხედავ, ხევსურეთშიც მოაღწია უმსგავსობამ! არ ვიცი სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?! დღეს ისე მეტკინა ხევსურეთი როგორც არასდროს! არ ვიცი ამ ტკივილს რა დავარქვა ?! ასე მგონია იმამ შამილს არ გაუკეთებია ისეთი რამე რაც ამათ იკადრეს. სიბინძურე მიიწევს ჩემი მთებისკენ, ნუკრო, ტირილი მინდა და რას ვუშველი ტირილით?! რავ ქნათ ნუკრო როგორ დავიცვათ ხევსურეთი ამ სიბინძურიგან?! დაიზრდებიანღა კიდევ მგლის ლეკვები?!"

ასეთი წერილის შემდეგ როგორ არ ვნახავდი გადაცემას? მაგრამ ნახვის შემდეგ ჩემი ხევსური ძმადნაფიცის მსგავსად მეც თეთრად გავათენე ღამე და ალბათ, ასე თეთრად გაათენა, ბევრმა ხევსურმა ის ღამე. თეთრად გათენებული ღამის შემდეგ კი ქუჩაში გამოსულს ვინც კი იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდა: ხრიდოლის ბიჭებიც ხომ არ მოანწილებდნენ ამ გარყვნილი ადამიანების მიერ მოწყობილ შოუში. ყველასთან ვიმართლე თავი და კიდევ ერთხელ ვიტყვი:

ხრიდოლის ბიჭებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ამ სამარცხვინო სანახაობასთან და ვერც ვერასოდეს, ვერანაირ შოუს, ვერ ვანაცვალებთ წინაპრის ნაფერებ წმინდა ადგილებს და საძვალეებს.

კიდევ მინდა მივმართო გია ჯაჯანიძეს და გადაცემის მონაწილეებს: თქვენი ცხოვრების წესი თქვენ და თქვენმა უფალმა იცით, ეგ ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ დაგვდეთ პატივი და ამის შემდეგ თქვენი ვნებების დემონსტრირება წმინდა ადგილების მიღმა მოახდინეთ?!

იქ სადაც თქვენ ბილწსიტყვაობდით და ათასგვარ ხერხით ათახსიერებდით ერთმანეთს, იქ ხევსური კაცი მოწიწების გამო საერთოდ ვერ შედის! სადაც თქვენ სამასხარაო "საბრძოლო" ასპარეზობა მოაწყვეთ, ხუცეს-ხევისბერი მთელი თვე წმინდობს რომ ღირსი გახდეს მაგ ადგილზე შესვლის! ათასწლეულები წმინდად შეინახა ჩვენმა წინაპარმა ეგ ადგილები თქვენკი რამდენიმედღეში წაგვიბილწეთ სალოცავები და მამა-პაპათა საძვალეები!", - წერს მჭედლიშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
!!!!!
შეიძლება გადაჭარბებულია რეაქცია, მაგრამ ეს მდაბიო ჟანრის უაზრო გადაცემები რომ უკვე მომაბეზრებელია თავისი უსახური წამყვანებით, ამას დიდი ფილოსოფოსობა და მსჯელობა არ უნდა!!!
13:18 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
თქვე უწმინდურებო არ იცით, რომ წმინდა ადგილების წაბილწვა არ შეიძლება? მაგრამ რა უნდა მოკითხო მაგ ჯაჯანიძეა თუ ვინც არის, მაგ ნაწყვეტ კაცს და მის დებილების ,,კამანდას".
11:49 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ttt
Neta erti ar fanatikosibdet ra. Ra cabilces da sad cabilces
10:05 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გასაგებია,რომ თქვენთვის მტკივნეულია ეს ყველაფერი, ამაში არავინ გძრახავთ.ერთი კითხვა მაქვს: გადაცემის გადაღება რომ 2 წუთი არ გრXელდებოდა, 2ადამიანი ხომ არ იყო მხოლოდ, რომ ეს ყველაფერი ვერ შეგემჩნიათ, ვინმეს ვერ შეემჩნია? ცოტა დავიბენი.
09:39 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
PIPINIA
აუთქვენ ნერვოზი გაქვთ და ტირილი იმიტომ მოგინდათ და მეორემ ღამე იმიტომ გაათენა თეYრად. წინაპრებისძვლები კიარა რევმატიზმები გაქვთ ეტყობა და ის გტკივათ
00:31 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
კოლხი
აღვირახსნილი ჯაჯანიძე დაბლოკეთ
22:39 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ხევსური ვარ და რო გავიგე,ჯაჯანიძემ ხევსურეთში გააკეტა გადაცემაო,გამიხარდა,ვიფიქრე რამე მონატრებულს და ჩემებურს ვნახავდი,მაგრამ...გადახვევების რეჟიმში ნახევარი საათი ვუყურე,მეტი უბრალოდ ვერ შევძელი.მაგათ შატილი და ხევსურეთი ნაით ოფისი ან პლეხანოვი ხო არ ეგონათ.მაგრამ მაგ უგვანებისგან არ გამიკვირდება ჯინაზე რო უარესად იხუნტრუცონ ხევსურეთში,მთა სჰეუნახეთ შვილებს მთაა!
22:15 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მთიული
ხევსურებო! უნდა მოგეკლათ ჯაჯანიძე-კაცის ფორმულა. როცა ხედავდით მის უმსგავსოებას რატომ არ დაუშალეთ?!ან რად გამოუშვით ცოცხალი?!
21:23 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
წერილები, რომელიც ახახან წავიკითხე, ძალიან პათეტიკურია. ასე მგონია მწერალი დაჯდა, მუზა მოუვიდა და ჩამოაწიკწიკა. ყალბი და არაბუნებრივია. ამ წერილის ავტორის გულწრფელობის არ მჯერა. საერთოდაც... ძალიან ,,პაკაზუხაა" ქართველი ერი.
20:50 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
დლინნი
ნუკრი მჭედლიშვილისა და ალუდა დაიაურის ნაირ კაცებზე გადის დღეს საქართველოს მომავალი და გადარჩენა,მუმლი მუხასაო ჩემო ერთგულო ძმებო!არ მოვდუნდეთ თურემ..........
16:59 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS