21 სექტემბერი, 2015
გია ჯაჯანიძის ''სხვა რაკურსი'' სკანდალში ეხვევა: ''ხევსურები ყვებიან, ჯგუფის წევრები, საჯაროდ, ისეთ უმსგავსობებს სჩადიოდნენ, რომ მთიელები ბავშებს არიდებდნენ''
"ფეისბუქის" მომხმარებელი ნუკრი მჭედლიშვილი გადაცემა "სხვა რაკურსის" შემოქმედებით ჯგუფს წმინდა ადგილების წაბილწვაში ადანაშაულებს.

17 სექტემბერს გასულ გადაცემასთან დაკავშირებით მჭედლიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"დიდი ტკივილი მიაყენა წლევანდელმა შატილობამ ხევსურეთსა და ხევსურებს. მიუხედავად იმისა, რომ მთას უკვე დიდი ხანია აღარ უკვირს ბარიდან მოსული სტუმრების მიერ სალოცავების წაბილწვა, წლევანდელ შატილობას, ტელეკომპანია იმედის გადაცემა სხვა რაკურსმა და მისმა წამყვანმა გია ჯაჯანიძემ ყოველგვარ ზღვარს გაადააბიჯეს.

ის რაც ეკრანზე გამოჩნდა უკვე ძალიან დამთრგუველი იყო და რაც გადაცემაში არ მოხვდა მხოლოდ მისმა
მონაწილეებმა იციან. როგორც ხევსურები ყვებიან, ჯგუფის წევერები, საჯაროდ, ისეთ უმსგავსობებს სჩადიოდნენ, რომ მთიელები ბავშებს არიდებდნენ, რომ ეს სიბინძურე არ დაენახათ. ესეც არ იკმარეს და ამის შემდეგ მათ გადათელეს წმინდა

ადგილები: მუცოში, ლებაისკარსა და ანატორში. ამ ადამიანებმა შოუ ასპარეზობები მოაწყვეს ისეთ ადგილებში, სადაც ხევუსურები ხატის სამანს იქით არათუ ფეხს არ დგამენ გახედვა ერიდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სანამ ხრიდოლის ჯგუფი შატილში ჩავიდოდა ხევსურებმა შეგვატყობინეს, თუ როგორ იქცეოდნენ ჯაჯანიძე და მისი გადაცემის მონაწილეები, რაც შემდეგ ეკრანზე ვიხილეთ ამას ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით და ვერც ხევსურები, თორემ შეიძლება გადაცემის გადაღების პროცესს ტრაგედია მოჰყოლოდა, იმიტომ, რომ მთიელი კაცი ვერავის აპატიებს წმინდა ადგილების წაბილწვას.

ისე მოხდა, რომ გადაცემის გასვლის დროს მე ვერ ვუყურე და მხოლოდ ხევსური ძმადნაფიცის ალუდა დაიაურისგან მოსული წერილის შემდეგ მომიწია მისი ნახვა. ღამის ორ საათზე მომწერა ტკივილით სავსე ეს წერილი ალუდამ::

"ნუკრი, როგორ ხარ ძმო? გია ჯაჯანიძის შოუს ვუყურე ახლა. ჩვენი წინაპრების ძველები ამტკივდა, ძმაო! ვიფიქრე ეს ტკივილი ვისთვის მიმეწერა და შენ გამახსენდი, იმიტომ რომ, ასე მგონია შენ ყველაზე მეტად გამიგებ.

საბრძოლო ხელოვნება და სიბინძურე ერთმანეთში იყო არეული! ან შავფაროსნებმა როგორ მიიღეს ამაში მონაწილეობა? სულში არ უდევთ ეტყობა ვაჟკაცობა, თორემ მაგას არ გააკეთებდნენ! სამასხარაოდ გამიხადეს წინაპრის სალოცავი! მაგ ადგილას კაცები ვერ შევდივართ და ამათ, გარყვნილ ხალხთან ერთად, შოუ-მასკარადი მოაწყვეს ჩვენს ჯვარში?!

რა ვქნათ ნუკრო, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო?! ხედავ, ხევსურეთშიც მოაღწია უმსგავსობამ! არ ვიცი სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?! დღეს ისე მეტკინა ხევსურეთი როგორც არასდროს! არ ვიცი ამ ტკივილს რა დავარქვა ?! ასე მგონია იმამ შამილს არ გაუკეთებია ისეთი რამე რაც ამათ იკადრეს. სიბინძურე მიიწევს ჩემი მთებისკენ, ნუკრო, ტირილი მინდა და რას ვუშველი ტირილით?! რავ ქნათ ნუკრო როგორ დავიცვათ ხევსურეთი ამ სიბინძურიგან?! დაიზრდებიანღა კიდევ მგლის ლეკვები?!"

ასეთი წერილის შემდეგ როგორ არ ვნახავდი გადაცემას? მაგრამ ნახვის შემდეგ ჩემი ხევსური ძმადნაფიცის მსგავსად მეც თეთრად გავათენე ღამე და ალბათ, ასე თეთრად გაათენა, ბევრმა ხევსურმა ის ღამე. თეთრად გათენებული ღამის შემდეგ კი ქუჩაში გამოსულს ვინც კი იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდა: ხრიდოლის ბიჭებიც ხომ არ მოანწილებდნენ ამ გარყვნილი ადამიანების მიერ მოწყობილ შოუში. ყველასთან ვიმართლე თავი და კიდევ ერთხელ ვიტყვი:

ხრიდოლის ბიჭებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ამ სამარცხვინო სანახაობასთან და ვერც ვერასოდეს, ვერანაირ შოუს, ვერ ვანაცვალებთ წინაპრის ნაფერებ წმინდა ადგილებს და საძვალეებს.

კიდევ მინდა მივმართო გია ჯაჯანიძეს და გადაცემის მონაწილეებს: თქვენი ცხოვრების წესი თქვენ და თქვენმა უფალმა იცით, ეგ ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ დაგვდეთ პატივი და ამის შემდეგ თქვენი ვნებების დემონსტრირება წმინდა ადგილების მიღმა მოახდინეთ?!

იქ სადაც თქვენ ბილწსიტყვაობდით და ათასგვარ ხერხით ათახსიერებდით ერთმანეთს, იქ ხევსური კაცი მოწიწების გამო საერთოდ ვერ შედის! სადაც თქვენ სამასხარაო "საბრძოლო" ასპარეზობა მოაწყვეთ, ხუცეს-ხევისბერი მთელი თვე წმინდობს რომ ღირსი გახდეს მაგ ადგილზე შესვლის! ათასწლეულები წმინდად შეინახა ჩვენმა წინაპარმა ეგ ადგილები თქვენკი რამდენიმედღეში წაგვიბილწეთ სალოცავები და მამა-პაპათა საძვალეები!", - წერს მჭედლიშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ხათო
ჯაჯანიჯე არის გაურკვეველი სქესის და და გაურკვეველი ჯიშის ცხოველი რომელსაც რცხვენია დაბერების ბიჭუკელობს ღობე ყორეს ედება მაგის ადგილი საგიჟეთშია პატარა გარყვნილი სასაცილო კაცუნა
15:26 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
თამთა
აბა რას ატეხეტ ერტი ამბავი, შოუ გადაიგეს რა შეურაცხჯოპა მიაკენეს სიწმინდეებს, კერპთაყვანისმცებლობიდან ვერ გამოდიხარტ. ჭეშმარიტი მორწმუნეები ასე არ აზროვნებენ, ხევსურეტი მხოლოდ ხევსურების არ არის მტელი საქარტველოა. პრობლემები დააგელიათ ეტყობა,ატეხეს განგაში, ჯაჯანიდზე Yოპილა დდამაქცევარი
11:42 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
tamta-s
Shen tviton magis meti tu rame gakvs wakitxuli xevsuretse,an ramdens iznob piradad, daskvnas rom aketeb chvens azrovnebase? mixede shens tavs. Tina
02:58 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯარჯი
ინფერნო ჯაჯანიძეს
20:33 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ჯავახიშვილის თეთრი საკელო წაიკითხეტ ხევსურებო. არაპერი შEცვლილა თქვენს აზროვნებაში
17:26 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ბესარიონი
შეიძლება ფრთები არც მე მქონდეს, მაგრამ ეს ჯაჯანიძე, ასათიანი, ჟორჟოლიანი რომ დავწვათ არ შეიძლება.
16:43 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნეტავ ჯაჯანიძეს რა უნდა მოკითხო მაგ ცოტას.ცოტაა თვითონ და ჭკუაც ცოტა აქვს.ეგ არაკაცი.
16:29 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
საქართველო
ცოცხლები რატომ გამოუშვით? თქვენ მთიელ ხალხს წმინდა სისხლი გაქვთ და ასეთი უმეცარი და გარყვნილი როგორიც ჯაჯანიძეა რატომ შეუშვით თქვენთან? რა უნდა ბინძურ ჯგუფს მაგ ადგილებში? შეგარცხვინათ ღმერთმა.
19:24 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
ბატონო ნუკრი, ამ გადაცემამ ალბათ ყველა იმ ადამიანის (მათ შორის ჩემიც) უკმაყოფილება გამოიწვია, ვისაც უყვარს ხევსურეთი და იცნობს და პატივს სცემს მთის ტრადიციებს. თუმცა თუ გია ჯაჯანიძეს ეს გადაცემა მაინც უნდა გაეკეთებინა ხევსურეთისა და შატილობის ღონისძიებაზე, ალბათ ისევ ასე ჯობდა, რომ გარდა ვულგარული გართობისა მაყურებელს ენახა სპორტული ასპარეზობებიც და შატილობის ღონისძიების კადრებიც (რაც მთვისთვის უცხო და მიუღებელი ნამდვილად არ არის). ვერ დავეთანხმები თქვენს ძმადნაფიცს, რომ თითქოს გადამღები ჯგუფის პასუხისმგებლობა გადაცემაზე, მათკენ მიმართული კრიტიკა, პეინტბოლის კლუბმა, ხრიდოლის აკადემიამ და შავფაროსნებმაც უნდა გაინაწილონ. თუმცა გასაკვირია, რომ ბატონი ალუდას გულისწყრომა მხოლოდ შავფაროსნებმა დაიმსახურეს. სიუჟეტი, სადაც შავფაროსნები ფარიკაობას ასწავლიან, მუცოს ციხეზეა გადაღებული, რომელიც თავისი ისტორუილი თავდაცვითი ფუნქციით, სწორედაც რომ შესაფერისი ადგილია ქართული საბრძოლო ხელოვნების ასპარეზობისთვის. ვერც ამ სიუჟეტში და ვერც გადაცემაში ვერ ნახავთ კადრებს, სადაც შავფაროსნები მთის ტრადიციებისთვის შეუფერებლად იქცევიან. გადაცემის სხვა ეპიზოდებთან შედარებით, ეს სიუჟეტი ყველაზე უფრო ზომიერი და თავშეკავებულია. არ მესმის რის საფუძველზე აკეთებს დასკვნას ბატონი ალუდა რომ „ საბრძოლო ხელოვნება და სიბინძურე ერთმანეთში იყო არეული“ ? ერთერთი მიზეზი, რატომაც მოხვდნენ შავფაროსნები ამ გადაცემაში, არის ის, რომ ისინი ყოველწლიურად იღებენ შატილობის ღონისძიებაში მონაწილეობას (რისი ამსახველი სცენის კადრებიც ვნახეთ გადაცემაში). თუ თქვენი ძმადნაფიცი იცნობს შავფაროსნებს, იცის, რომ მათი საქმიანობა და ყოველი გამოჩენა ეკრანსა თუ სცენაზე სწორედ ქართული ტრადიციების დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება, ერთხელ მაინც უნახავს მათი გამოსვლა შატილობასა თუ სხვა ღონისძიებაზე და ბოლოსდაბოლოს სწორად და ობიექტურად შეაფასა მათი გამოჩენა ამ გადაცემაში, მგონი უსამართლოა ასეთი შეფასება: „ან შავფაროსნებმა როგორ მიიღეს ამაში მონაწილეობა? სულში არ უდევთ ეტყობა ვაჟკაცობა, თორემ მაგას არ გააკეთებდნენ! სამასხარაოდ გამიხადეს წინაპრის სალოცავი!“ ეს რომ არ იყოს ამონარიდი ხევსურეთიდან მოწერილი წერილიდან და თქვენი სიტყვები იყოს, ვიფიქრებდი, რომ ჩასაფრებული კონკურენტის პოზიციიდან წერთ, თუმცა თქვენ, როგორც მივხვდი, მხოლოდ გადმოცემით იცით ვინ რისთვის იყო ასული და ვინ რა შთაბეჭდილება დატოვა ხევსურებზე. რაც შეეხება, იმას თუ რატომ აპატიეს თვითმხილველმა ხევსურებმა „წმინდა ადგილების წაბილწვა“ სხვა რაკურსის გადმღებ ჯგუფს, მე ვფიქრომ ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ ისინი გადაცემის ეკრანზე გამოსვლას დაელოდნენ, არამედ პატივი სცეს შატილობის დღესასწაულის სტუმრებს და თავიდან აიცილეს უსიამოვნება, სტუმარმასპინძლობის ტრადიციის ხათრით. და ბოლოს, მე, თქვენ , მათ და ჩვენ ყველას ერთი ღმერთი გვყავს, რადგან მეორე და სხვა ღერთი არ არსებობს. ერთმანეთის პატივისცემას კი მხოლოდ შენდობით, სიყვარულით, სწავლებითა და პირადად, თავაზიანი მითითებით მივაღწევთ.
17:37 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ვააააა
მთელი აღვირახსნილები რომ წაიყვანა აბა მთის ხალხი მაგას მოუწონებდა? რაც ტელევიზორში აჩვენეს ჯაჯანიძე და ვაშალომიძე ეგ რა გადასაღები იყო?
17:07 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS