18 სექტემბერი, 2015
მარიამ პავლიაშვილი ქეთა თოფურიას წინააღმდეგ : ''არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაში არ შემოვუშვებდი''
დაილია წარმატებული ქართველი ადამიანები მარიამ პავლიაშვილი ''X ფაქტორში'' მონაწილეობა სკანდალით დასრულდა. სოფო ნიჟარაძის გუნდის წევრმა როდესაც პროექტი დატოვა, მისმა მეუღლემ ჟიურის მისამართით გინება არ დაიშურა. მოგვიანებით ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მარიამი ამჯერადაც სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ტელეკომპანია ''იმედის'' მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს.

''the voice -საქართველოს მწვრთნელი უმღერის რუს ჯარისკაცებს
ეჰ... რუსული ,,შლაგერები'' იქნება ულევი.

დავიჯერო ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ დაილია წარმატებული ქართველი ადამიანები?

ქვეყანაში ისეთი დროა, აპოლიტიკური ვერ იქნება
ვერც მომღერალი, ვერც დიდი და ვერც პატარა. არაფერი პირადული არავისთან, მშვენიერი გოგოა, უბრალოდ ძალიან მარტივად გააკეთა პოლიტიკური არჩევანი საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ (ვერ გაამტყუვნებ ,თავის ნებაა).

მე პირადად პერსონა ნონგრატას ჩავურტყამდი და არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაში არ შემოვუშვებდი საერთოდ!

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყანაში იმ ადამიანებს , რომლებიც აზრის და პროგრესის ლიდერებად უნდა გვევლინებოდნენ, ქეთა თოფურიას ეთერში დასმით შეფარულად კი არა ცხადად ულოკონ დუნდულები რუსეთის ჩექმას!

სირცხვილი! თქვენი ძმების, მეგობრების, ნათესავების სისხლი ამაო ყოფილა! ეგრე გააგრძელეთ''. წერს მარიამი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ლალი
neta tkven yvelam tavis sakmes mixedet. ras ercht ketas borotebo gshurt.
16:13 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS