18 სექტემბერი, 2015
მარიამ პავლიაშვილი ქეთა თოფურიას წინააღმდეგ : ''არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაში არ შემოვუშვებდი''
დაილია წარმატებული ქართველი ადამიანები მარიამ პავლიაშვილი ''X ფაქტორში'' მონაწილეობა სკანდალით დასრულდა. სოფო ნიჟარაძის გუნდის წევრმა როდესაც პროექტი დატოვა, მისმა მეუღლემ ჟიურის მისამართით გინება არ დაიშურა. მოგვიანებით ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მარიამი ამჯერადაც სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ტელეკომპანია ''იმედის'' მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს.

''the voice -საქართველოს მწვრთნელი უმღერის რუს ჯარისკაცებს
ეჰ... რუსული ,,შლაგერები'' იქნება ულევი.

დავიჯერო ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ დაილია წარმატებული ქართველი ადამიანები?

ქვეყანაში ისეთი დროა, აპოლიტიკური ვერ იქნება
ვერც მომღერალი, ვერც დიდი და ვერც პატარა. არაფერი პირადული არავისთან, მშვენიერი გოგოა, უბრალოდ ძალიან მარტივად გააკეთა პოლიტიკური არჩევანი საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ (ვერ გაამტყუვნებ ,თავის ნებაა).

მე პირადად პერსონა ნონგრატას ჩავურტყამდი და არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაში არ შემოვუშვებდი საერთოდ!

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყანაში იმ ადამიანებს , რომლებიც აზრის და პროგრესის ლიდერებად უნდა გვევლინებოდნენ, ქეთა თოფურიას ეთერში დასმით შეფარულად კი არა ცხადად ულოკონ დუნდულები რუსეთის ჩექმას!

სირცხვილი! თქვენი ძმების, მეგობრების, ნათესავების სისხლი ამაო ყოფილა! ეგრე გააგრძელეთ''. წერს მარიამი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
სოსო
კაკო, უფლება არ ჰქონდა რას ნიშნავს? აი სირერის უფლება ნაღდად არ ჰქონდა. წათრეულიყავი 2008 ში ცხინვალში და მერე ვნახავდი როგორ ხასიათზე დადგებოდი რუსი დესანტნიკებისთვის მიძღვნილ სიმღერაზე. ყველამ ვიცით, რომ მსგავსი შეთავაზება არის გამოცდა რუსეთთან თუ რუსეთის წინააღმდეგ. ხო და ამანაც ჩააბარა გამოცდა. თქვენ რა გგონიათ რუსეთში კარიერას ადვილად აწყობენ? რაღაცაზე თუ არ გადააბიჯე არ გამოვა არაფერი
17:22 / 27-01-2016
გამოხმაურება / 0 /
კაკო
აუ ხო არ ღადაობთ, იმღერა რა ხო არ უბრძვია ჩვენ წინააღმდეგ. ჯერ ერთი ის არის გასარკვევი უფლება ქონდა თუ არა რო არ ემღერა მაგაზე არ დაფიქრებულხართ, დაბალი დონეეე. და მეორე რუსეთში ქართველები რო ცხოვორბენ ისენი ჩამოვწეროთ ??? ძაან შორს ხართ ვინც სხვანაირად ფიქრობს. ნახევარი რუსეთი გრუზინები არიან და მორჩა თემა მანდ.
11:10 / 23-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გურუ
იმედმა დიდი ხანია უიმედოდ დაგვტოვა. რა თქმა უნდა, ვინც რუს ჯარისკაცებს უმღერის საქართველოში არ უნდა უშვებდნენ. ეს ორჯერ ორია. სამწუხაროდ დღევანდელი საქართველოს მთავრობა არის არა საქართველოსი, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის.
14:03 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
რეზო
ხალხო გამაგიჯებთ რაა, თქვენ არ იყავით სამშობლოს მოღალატეს რომ ეძახდით , ჩვენი ბიჭების მკვლელ ჯარს უმღერაო? თქვენი ვერ გამიგია , ერთ დგეს ერთს ამბობთ , მეორე დღეს მეორეს. ეხლა რახან ვოისის ჟიურისი დააჯინა ამ გოიმმა ,,იმედმა'', ესეიგი მაგარია? ჰაჰაჰაჰაჰაჰა
21:44 / 20-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ანანო
არც ქეთა მაინტერესებს და არც სხვა ვინმე მაგრამ ამ გოგოს არცერთი მუსიკალური კონკურსი არ გამოუტოვებია და ყველგან გარეთ რჩება და იქნებ მიახბესროს ვინმემ და დაუშვას ის რომ საუკეთესო არაა და მაგაზე კარგებიც არსებობენ )))
09:09 / 20-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ბეკი
მარიამი აბსოლუტურად მართალია. ხომ უნდა გაგვაჩნდეს ეროვნული თვითშეგნება. ედიტ პიაფმა უარი განაცხადა გერმანიაში ემღერა რომ კითხეს რას ითხოვ სანაცვლოდო მიუგო ელზასსა და ლოტარინგიასო. ასეთი შეგნება არც პავლიაშვილს აქვს (სოსოს) და არც თოფურიას. პირიქით რუსული ჯარი მათთვის ერთი ოჯახია
00:37 / 20-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო მენაბდე
მარია საიდან ამდენი ზიზღი,ყოფილიყავი შენთვის წყნარად რო გაითახსირე თავი,შე საცოდაო.....
20:59 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ეს რომ ვინმეს გააკრიტიკებს))) სად ერეკლე და სად)) ისო ისო) ან რატო აქვეყნებთ მაგის სტატუსებს ვინ არი რა არი)) ქეთამდე ვერასროს მიხვალ შენ)) შურიანი ბოგმა ტო) გეგონება ვინმეს რამე უბოროტა წაართვა, გოგომ ყველაფერს თავისით მიაგწია, და თუ მამ. დაეხმარა ამით რა რო?.. მიუხედავად იმისა რომ ქეთა როგორც მომგერალი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, ვაგიარებ აქ მშვენიერი სმენა და კარგად მღერის.. და ისიც გამიგია ბევრ ქართველს დახმარებია..
20:07 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რამ გაგვაბოროტა ასე?რა შეჭამეთ ეს გოგო, თორემ თქვენ გამოგიჩნდეთ ეგეთი შანსი და უარს იტყოდით რომელიმე,ძალიან მაგარი გოგოა!
19:29 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ცუდად მახსოვს, როგორ ტრაბახობდა ქეთა, რუსები მოელოდნენ ულვაშებიან ქართველს და მე რომ დამინახეს, გაუკვირდათო.ისიც იკადრა, ტყუილებს ავრცელებდა, ბებია მყავს რუსიო.
14:50 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS