18 სექტემბერი, 2015
ხათუნა ხოფერიას შვილი გიგი უგულავას გათავისუფლების გამო შიშილობას აცხადებს
დარწმუნებულები იყავით, ბოლომდე მივალ
გიგი უგულავას გათავისუფლებას ბევრი სიხარულით შეხვდა. ზოგმააღნიშნა, რომ ქვეყანაში ნამდვილი სამართლიანობის აღდგენა დაიწყო. მაგრამ არიან ისეთებიც ვინც პროტესტის ნიშნად უკიდურეს ფორმას მიმართავს. 

„გიგი უგულავა თავისუფალია------ ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არის სულში ჩაფურთხებული უნიათო და უკანალის მოთამაშე ხელისუფლების მიერ.
დემოკრატია ხალხის კანონს ნიშნავს!... ანარქია- უხელისუფლებობას.!....
ხალხის ნება ფეხქვეშ გათელეს... ! ხელისუფლება არარსებობს!!!... ანარქია სახეზეა.!!!...
ფუ, თქვე უღირსებო, უმაქნისებო.
მოგათრიათ ბიძინამ და იმდენი მოახერხეთ, რომ ნაციონალი დამნაშავეების სათრევი და სალანძღავი გახადეთ ეს
კაცი.....
აი ეს არის რესპუბლიკელებისთვის მინიჭებული ნდობის შედეგი!“ წერდა თბილისის ყოფილი მერის გათავისუფლების შემდეგ ხათუნა ხოფერია. მოგვიანებით კი მისმა შვილმა რეზო ხოფერიამ შიმშილობა გამოაცხადა.

„შიმშილობა დღე 1. ადგილიც სიმბოლური შევარჩიე. შევჩენკოს სკვერი. ამაზე მოგვიანებით. ხელისუფლებამ მთავარი დანაპირები ვერ შეასრულა. ვინ მართავს ქვეყანას? ისევ ნაცები? მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას რადგან არ მაქვს უსაფრთხოების განცდა. არ ვარ დარწმუნებული რომ ხვალ საკუთარი ხელებით არ მომიწევს სამართლიანობის აღდგენა და ამის გამო არ მინდა რამე სისულელე ჩავიდინო!

უკანასკნელად მინდა მივმართო ღარიბაშვილს. აზრზე მოდი, სანამ დროა და დაიწყე ნაცებისგან ქვეყნის განთავისუფლება თორე მე და ჩემნაირი ათასობით ადამიანი შენ გაფუჭებულ საქმეს არ შევიწმინდავთ. არ იცი საიდან დაიწო? არ იცი სად არინ მოკალათებული?

მოდი და მე გეტყვი! სანამ არ დადგება ნაციონალური მოძრაობის, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი და სანამ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგავს ხელისუფლება, მე ჩემს პროტესტს არ შევწყვეტ. ძალიან ვარ გამწარებული და დარწმუნებულები იყავით, ბოლომდე მივალ“, წერს „ფეისბუქზე“ რეზო ხოფერია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ტატა
შე რეგვენო ქალო ხალხის ნება არაა უზენაესი, უზენაესი კანონია, წინასწარ პატიმრობაში ადამიანის ვადაზე მეტ ხანს დატოვება არის უკანონობა, დანაშაული, დაუმტკიცონ და ჩასვან კიბატონო, მაგრამ კანონის დაცვით!!!!!!!!!!!!!
12:09 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ანუ
ვაი შენს პატრონს
19:04 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სიკო
ნახევარი საქართველო შიმშილობს და მეორე ნახევარს რა ელოდება ეგ კიდევ ღმერთმა უწყის და ამის შიმშილმა ვიღას უნდა აუჩუყოს გული ნეტავ?
15:42 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ოტო
ეს კიდევ საიდან გაიჩითა? ?
11:33 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
აზა
სულიც გაგძრომია.
21:56 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS