13 სექტემბერი, 2015
ია სუხიტაშვილმა თბილისიდან გაქცევა გადაწყვიტა : „მიწას უთხრიან ერთმანეთს“
ამ უაზრო, სნობ ხალხსაც არ ვნახავდი ყოველდღე
მსახიობ ია სუხიტაშვილის აზრით თბილისს, რაღაც დაემართა, ამიტომ უნდა თბილისიდან რაც შეიძლება, შორს იცხოვროს. ამის შესახებ იამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომელსაც ბევრი მოწონება აქვს. აშკარაა, იას მსგავსად ბევრი ფიქრობს, რომ თბილისი ძალიან შეიცვალა.

"რა ვქნა, ზოგჯერ გაქცევა მინდა ამ ქალაქიდან, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, აქ მხოლოდ საქმეზე ჩამოვიდოდი. რაც დრო გადის უფრო მეფიქრება ამაზე.

ამ უაზრო, სნობ ხალხსაც არ ვნახავდი ყოველდღე, ხალხს რომელსაც უხარია ვითომ ერთმანეთის
დანახვა და ამ დროს მიწას უთხრიან ერთმანეთს. ისე, თბილისმა რა დამიშავა, უბრალოდ ხალხი გადაჯიშჯდა", წერს ია.

"ასეთ მშვენიერ და მართლაც ამ ცხოვრების ქალბატონს, რომ ამას ათქმევინებენ, უკვე დასაფიქრებელია, ადამიანები მართლაც გადაჯიშდნენ".

გოგა გველესიანი: "ამიტომაც, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მოვრბივარ სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ახლოა... ეს მშველის. თბილისმა რა დააშავა, მხოლოდ ის, რომ ცუდ აურაშია გახვეული და ვერ ნიავდება".

ბესო ზანგური როგორც ხშირად სჩვევია, ამჯერადაც ბილწსიტყვაობით გამოიჩევა: "დედამოტ- ები"

გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება მამა ანთიმოზიც.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
სოფლელი გალაქტო
ir ina-ს. ძალიან დიდი სურვილიც რომ გქონდეს იცხოვრო სოფელში, ამას ვერანაირად ვერ შეძლებ. თქვენ სოფლის ცხოვრების რა გაგეგებთ. სოფლებიდან თბილისში ჩამოსულები კი, თქვენზე უკეთესად ერგებიან ახალ გარემოს, სამსახურსაც თქვენზე უფრო მიზანმიმართულად ეძებენ და შოულობენ კიდეც (გადარჩენის ინსტიქტი)და არ დაეხეტებიან, როგორც ამას შენ უწოდებ და შეურაცყოფას აყენებ. და თუ სოფელში წავლენ, იქაც არ გაუჭირდებათ. თქვენ რა გეშველებთ თქვენ..30-40 წლის "ჭაბუკები" და "ქალიშვილები" რომ მშობლების კისერზე ცხოვრობთ და უბნის სკამებს ხეხავთ უსაქმობით. სოფელში ცხოვრება მომინდომა მზეთუნახავმა!!! სოფელში ცხოვრება არა იხვი>>> ვის რაში ჭირდებით სოფელში!!!
13:49 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ოზილ
ლელა-ს. თბილისი არა, მაგრამ ქართველები მაგარი თავკომბალიანები ხართ.
13:37 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გელა
სალომე-ს. მონოლოგის წერას თავს თუ დაანებებ, უკეტესია. მე ვერ დაგეთანხმები მოსაზრებაში. ერთი თვე ვიყავი ჩემს სოფელში, რაჭაში, მაგრამ, მასეთი რამ იქ არ გამიგია. კი, იქაც შეიცვალა ხალხი, მაგრამ არა იმ დონეზე, რასაც შენ ყვები. ასე, რომ ზრაპრების მოგონებას რომ შეეშვა აჯობებდა. რაჭის რომელ სოფელში იყავი? იქნებ გვამცნო!!
13:35 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
აბსოლიტურ სიმართლეს ამბობს ია. ქალაქელების დიდ ნაწილს, თბილისისგან დასვენება უნდა. ეს უკვე ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს. კი ბატონო გავეცალოთ, მაგრამ ვის უტოვებთ? ჩამოსულ გადამთიელებს? (ქართველები არ მყავს მხედველობაში). გადით საღამოს პლეხანოვზე და გული გაგისკდებათ...
13:31 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ია მეც გადავწყვიტე რომ ამ გაბოროტებულ ხალხისგან თავი ამერიდებინა ცოტა ხნით მაინც და გადავწყვიტე რაჭაში , ჩემს მშობლიურ სოფელში წასვლა, სადაც ჩემი ბავშობა გავატარე , Vჩემი ბებიის-ბაბუის სახლში, სადაც 25 წელი არ ვყოფილვარ, ვიფიქრე იქ არ იქნება ასეთი აუტანელი მდგომარეობა რაც თბილიში არისთქო , მაგრამ რაც მე სოფელში ვნახე გაოცებული დავრჩი იქ უფრო მეტად სძულთ ერტმანეთი, საშინელება იყო ადამიანებს შორის დამოკიდებულება,ერთი სული მქონდა წამოვსულიყავი.
13:26 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
თბილისი თავკომბალად იქცა – ქალაქმა დაკარგა ქალაქის იერი.
13:07 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ია ჩემთან ჩამოდი.სიმართლე რომ გითხრათ მე თბილისში არ ვცხოვრობ მაგრამ სადაც ვარ არც აღარ მინდა ცხოვრება,წასვლა მინდა სხვაგან ცხოვრება
10:04 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსთაველი
ია რუსთავში წამოდი ჯერ კიდევ შეგვრჩა ადამიანობა, ბესოს ჰკითხე დამეთანხმება ახლოა და თან დაისვენებ ვაკეში სახლი გავაქირავე და დავისვენეეეეეე
09:42 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
zara
xalxi imazea chacikluli vinmem tu rame iyida,ertmanets ar chamorches.am shurshi da ertmanetis jibrshi gadis cxovreba.rame adamianuri axar shemogvrcha.:((((((((
07:47 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
7 წელია ამერიკაში ვარ და პირველად მოვდივარ ჩემს საყვარელ თბილისში, მოვდივარ და თან მეფიქრება დამხვდება ისევ ისეთი? ნებისმიერი ადამიანის, გადაცემის თუ სტატიის ქვემოთ წარმოუდგენლად სიძულვილით სავსე კომენთარებია.იშვიათად რომ ვინმემ რაიმე სასიამოვნო დაუწეროს ან უსურვოს ერთმანეთს.ეს მართლა ძალიან და-სა-ფი-ქრე-ბე-ლია და სა-გან-გა-შო.
00:22 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS