13 სექტემბერი, 2015
ია სუხიტაშვილმა თბილისიდან გაქცევა გადაწყვიტა : „მიწას უთხრიან ერთმანეთს“
ამ უაზრო, სნობ ხალხსაც არ ვნახავდი ყოველდღე
მსახიობ ია სუხიტაშვილის აზრით თბილისს, რაღაც დაემართა, ამიტომ უნდა თბილისიდან რაც შეიძლება, შორს იცხოვროს. ამის შესახებ იამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომელსაც ბევრი მოწონება აქვს. აშკარაა, იას მსგავსად ბევრი ფიქრობს, რომ თბილისი ძალიან შეიცვალა.

"რა ვქნა, ზოგჯერ გაქცევა მინდა ამ ქალაქიდან, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, აქ მხოლოდ საქმეზე ჩამოვიდოდი. რაც დრო გადის უფრო მეფიქრება ამაზე.

ამ უაზრო, სნობ ხალხსაც არ ვნახავდი ყოველდღე, ხალხს რომელსაც უხარია ვითომ ერთმანეთის
დანახვა და ამ დროს მიწას უთხრიან ერთმანეთს. ისე, თბილისმა რა დამიშავა, უბრალოდ ხალხი გადაჯიშჯდა", წერს ია.

"ასეთ მშვენიერ და მართლაც ამ ცხოვრების ქალბატონს, რომ ამას ათქმევინებენ, უკვე დასაფიქრებელია, ადამიანები მართლაც გადაჯიშდნენ".

გოგა გველესიანი: "ამიტომაც, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მოვრბივარ სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ახლოა... ეს მშველის. თბილისმა რა დააშავა, მხოლოდ ის, რომ ცუდ აურაშია გახვეული და ვერ ნიავდება".

ბესო ზანგური როგორც ხშირად სჩვევია, ამჯერადაც ბილწსიტყვაობით გამოიჩევა: "დედამოტ- ები"

გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება მამა ანთიმოზიც.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ზაზა
დღეს ნორმალური ადამიანი მართლაც ასე იფიქრებს, მართლა ასეა ეს ხალხი ის ხალხი აღარ არის, ვისთანაც თავს უკეთ იგრძნობ, გაათახსირეს მთელი ქვეყანა...
12:37 / 16-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
ტბილისი და საერტოდ საკარტველო რომ გადაჯიშდა და გადაგვარდა( იმ ნანატრი 25 წელი ჩვენს" ამერიკელ პარტნიორებტან მეგობრული ურტიერტობების" ნიადაგზე ხალხნო ვერ ხვდებიტ??? ადამიანობა დაიკარგა კალაკში განასაკუტრებულად , ტორემ სოპელში (რაჭა) მაინც ვისვენებტ სულიერად. მაგის გამო ჩამოვდივარ უცხოეტიდან რომ დავისვენო ჩემს საოცნებო რაწაში. ტბილისი კი აღარც მიზიდავს. სადღაა ის ტბილისი 30+ წლის წინატ რომ გვკონდა, სტუდენტობის დროს--სიმშვიდე, სიწყბნარე, სტიპენდიები და სწავლასტან ერტად გარტობაც.. ეჰჰ--კიდევ ცუდი დრო იყოო..
05:58 / 16-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ექიმი
ეს ნევროზია, სოფელი დაგამშვიდებს, დროებით მაინც... თუმცა მე მონასტერში წასვლას გირჩევდით ერთი კვირით..
17:01 / 15-09-2015
გამოხმაურება / 0 /
წერო
შენი ოჯახიდან რომ დაიწყო გაწმენდა არ გაწყენდა
10:35 / 15-09-2015
გამოხმაურება / 0 /
?
წითელი პლანეტა.სიამოვნებით წავალ!
17:19 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგია-კარდანახიდანა!!
ია კარგი გოგოა და კარგადაც აზროვნებს. მოლიდე მიშას ხელი და ჩამოდი ჩემს სოფელში. რამდენი ხანიც გინდა, იმდენი დარჩი. განითვირთე და ძალ-ღონით სავსე და მორალურად მდგრადი დაგაბრუნებ ქალაქში.
14:05 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
დაჯი
იას სოლიდარობას ვუცხადებ მეც მასე მოვიქცეოდი,სუფტა ჰაერს მაინც ჩავისუნთქავ,მიუხედავად იმისა გიჟი პატრიოტი ვარ.
14:03 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
შავლეგო..
სოფლელი გალაქტო-ს. რატომ გგონიათ რომ ქალაქელი სალომე სოფელში არავის ჭირდება. მე პირადად სოფელში გავიზარდე. ახლა ქალაქად ვცხოვრობ, მაგრამ წელიწადის 4-5 თვეს იქ ვატარებ. შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ ველოდებით სოფელში მცხოვრემი მუჟიკები, თეთრი ქათქათა ქალაქელი ქალების სოფელში სტუმრობას....
14:03 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ბელა
სალომე ალბათ რაჭის იმ სოფელში იყო, რადას მის გარდა არავინ ცხოვრომდა და "იმათზე" ყვება.
14:00 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ბიბი
სალომე - "გადავწყვიტე რაჭაში , ჩემს მშობლიურ სოფელში წასვლა, სადაც ჩემი ბავშობა გავატარე, ჩემი ბებიის-ბაბუის სახლში, სადაც 25 წელი არ ვყოფილვარ". ხომ წარმოგიდგენიათ რამდენა ტყუილთან გვაქვს საქმე. 25 წელი სოფელში არ ყოფილა და მერე ჩავიდა "ბებიის-ბაბუის" სახლში. ბებია და ბაბუა რამდენი წლის უკან გარდაიცვალნენ სალო? თუ ისევ ცოცხლები არიან? (ღმერთმა აცოცხლოთ)ან სახლს ამ 25 წლის განმავლობაში ვინ უვლიდა? აი, ასე ჰაერიდან მოტანილი აზრებით რომ საზრდოობთ ქართველები, იმოტომაც გაქვთ საათივით აწყობილი ქვეყანა.
13:56 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS