ცნობილია, რომ თინა კანდელაკის ახალმა თანამდებობამ – სპორტული ტელეარხის, "მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერის რანგში – რუსეთში უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, განსაკუთრებით, ჟურნალისტების მხრიდან. ბევრი თვლიდა, რომ ეს თანამდებობა ტელეწამყვანისთვის სრულიად შეუფერებელია.
რამდენიმე დღის წინ კი თინა კანდელაკი, როგორც სპორტული არხის ხელმძღვანელი, საერთოდაც ჩაფლავდა და დაცინვის ობიექტი გახდა. ყოფილმა ტელეწამყვანმა გადაწყვიტა, მიელოცა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის ლიხტენშტეინის გუნდთან გამარჯვება და "თვითერში" პოსტი გამოაქვეყნა: "რა საწყენია!!! Liechtenstein – Rossiya 7-0!!!"
სოციალურ ქსელში თინა კანდელაკის
პირველ რიგში, ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა საკუთარი ქვეყნის სახელწოდების დამწერლობამ, მეორე, ანგარიშმა - საკუთარ პოსტში ტელეწამყვანმა გამარჯვება ლიხტენშტეინს მიაკუთვნა და არა რუსეთის ნაკრებს. იხილეთ სრულად




















