10 სექტემბერი, 2015
„თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვკოფილვარ“
მადლობა ჩემს ლელას, რომელსაც რა თქმა უნდა, უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის
კახა მამულაშვილი „ფეისბუქზე“ ციხიდან გირაოთი გამოსვლის შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს:  
„ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა და ჩემი მეგობრები ჩემი ყველაზე მთავარი ნარკოტიკია. არასოდეს არ განმისხვავებია ადამიანები ვისთანას ურთერთობა მქნოია, არც პოლიტიკური, არც ფინანსური, არც ასაკობრივი და მოკლედ არანაირნი ნიშნით. ყოველთვის ვცდილობდი, ყველასთვის კომფორტული ადამიანი ვყოფილიყავი, და ასეთი დისკომფორტი მოგაყენეთ. (ვისაც გიყვავართ რა თქმა უნდა).

ყველას დიდი მადლობა, ვინც მხარი დამიჭირეთ, მე,
ჩემს ოჯახს, ძალიან ბევრნი ხართ და მე ვამაყობ თქვენით და ბედნიერი კაცი ვარ… მე თქვენ ყველას გრძნობდით იქ, სადაც ვიყავი. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ნაცნობს თუ უცნობს , ვინც მხარი დამიჭირეთ სოციალურ ქსელებში,
ძალიან ბევრი გადავიკითხე დადებითი და რა თქმა უნდა, უარყოფითსაც. განსაკუთრებით გულისყურით გადავავლე თვალი, მათ ავტორებსაც. ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვკოფილვარ.

მოკლედ ყველას გინახულებთ და ჩაგეხუტებით, აქაც მოგწერთ. ცოტა დრო მჭირდება, მალე ისევ ჩემ ტელეფონზე ვიქნები.

უპასუხოდ არავის არ დაგტოვებთ… ყველაფერი კარგად იქნება. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვისთანაც შეხება მქონდა ამ ორი თვის განმავლობაში, ჩემი დაკავებიდან, ჩემ დროებით გამოშვებამდე… ძალიან დიდ კეთიგანწყობას ვგრძნობ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.

პატიმრებს ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ, თავიანთ მშობლებთან, შვილებთან და მეუღლებთან.
ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ლელას, რომელსაც რა თქმა უნდა, უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის.
მოკლედ ყველას მალე გინახულებთ.
თქვენი ერთგული მამულიჩა“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გოგა
ყველა ადამიანზეა თითო აგური დადებულიო იტყვიან ხოლმე.
10:16 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
................
როგორ ენად გაიკრიფა. განსაკუთრებით კარგად გამოსდის----ჩემი ნარკოტიკი ლელაა. ახლა ასე უნდა იმეოროს?
12:15 / 10-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS