09 სექტემბერი, 2015
ქართველი ვარსკვლავების ცრურწმენები, რატომ არ აჩენენ ბავშვის სახეს
რუსეთში მოღვაწე მომღერალი გიგა კვენეტაძე რამდენიმე კვირის წინ მამა გახდა. ამის შესახებ მან ''ფეისბუქზე'' დაწერა და ქალს ვინც შვილი გაუჩინა, მარია კარამოვას, მადლობა გადაუხადა.

გიგა და მარიამი ორი წელია ერთად არიან თუმცა, ჯერ ურთიერთობა ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებიათ და ქორწინებას არც ჩქარობენ.

გიგამ ბავშვის ფოტო ''ფეისბუქზე'' გამოაქვეყნა, მაგრამ როგორც რუსეთში მცხოვრებ ქართველ ვარსკვლავებს ბოლო დროს დასჩემდათ, მანაც შვილის სახე სათვალით დამალა.

ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიაც გახდა დედა და ყველა ფოტო, რომელიც მან სოციალურ ქსელში
გამოაქვეყნა, ბავშვის სახე არ ჩანს.


როგორც ჩანს, ქართველებს ცრურწმენბის სჯერათ და ფიქრობენ, რომ სანამ ბავშვს არ მონათლავენ, არ უნდათ ბავშვის სახე ბევრმა ადამიანმა ნახოს.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მე
კვენეტაძისა არ ვიცი, მაგრამ ქეთა ბავშვის ფოტოებს რომელიმე გამოცემას მიჰყიდის და ფულს იშოვის, ამიტომაც არ აჩენს სახეს
22:32 / 09-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS