07 სექტემბერი, 2015
როგორ ცხოვრობს ლალი მოროშკინა ქმართან დაშორების შემდეგ
ბავშვობიდან არ მიყვარდა ეს პერიოდი, რადგანაც ყოველთვის არასასიამოვნო "სიურპრიზებს" მიმზადებდა ამდენი წელია ლალი მოროშკინას ვიცნობ და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ზაფხული, როგორც წელიწადის დრო, არ ჰყვარებია, რადგანაც მის ცხოვრებაში სწორედ ამ პერიოდში ხდება უსიამოვნო ამბები. პრინციპში, წელსაც ცხელი ზაფხული ჰქონდა, პირდაპირი და გატანითი მნიშვნელობით, რადგანაც მის პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა, - მეუღლეს დაშორდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოროშკინა არაფერს უშინდება და ისევ მისეულ ტემპსა და რიტმში განაგრძობს ცხოვრებასა და აქტივობას.

ლალი მოროშკინა:
- ნამდვილად რთული
ზაფხული იყო. ბავშვობიდან არ მიყვარდა ეს პერიოდი, რადგანაც ყოველთვის არასასიამოვნო "სიურპრიზებს" მიმზადებდა. ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან უსიმპათიო დამოკიდებულება გვაქვს.

მაგრამ რთულმა პერიოდმა პირად ცხოვრებაშიც უკვე გაიარა და აღარ მინდა, ახლა ამ თემის გაშლა. ყველაფერი თანდათან დალაგდება და სირთულეები, რომლებიც გამოვიარეთ, ამინიდის ცვლილებასთან ერთად, გაგრილდება. საერთოდ, ასე მჩვევია, როდესაც რაიმე სირთულე მაქვს, რაღაც მიმართულებით, თავდაუზოგავად ვშრომობ. იცით, რომ ჩემი "შვილობილია" არსამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფო" (თითქოს კარმულად მოვიდა ეს სახელწოდებაც). დავრწმუნდი, რომ ძლიერი ქალი, საკუთარ თავში ძალას ყოველთვის პოულობს. შეიძლება ბეჭებზე დაგდებული აღმოჩნდე, მაგრამ ერთი გზა გრჩება, - თავს შეუძახო და ყველა ქალური ინსტინქტი გამოიყენო... ვფიქრობ, ასეთ დროს მნიშვნელვანია ქალთა სოლიდარობა, ერთობა. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. თუ ქალებმა რაღაც ჩაიფიქრეს, ყველაფერი გამოუვათ...

გასულ ზაფხულს იმდენი პოზიტიური სურვილი და თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი კონკრეტულად ქალებისგან, მათ შორის სრულიად უცხოებისგან, რომ ამან კიდევ მეტი სტიმული მომცა.

- მახსოვს, იმ პერიოდში პრესასაც სთხოვე, შენს პირად ამბავს ცუდად ნუ გამოიყენებდნენ, ვინაიდან "ჭრილობა" ახალი იყო და ძალიან გაწუხებდა. მგონი, სასაყვედურო არც პრესის მიმართ გაქვს...
- ნამდვილად არა. უპრეცენდენტოდ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი როგორც ადამიანებისგან ზოგადად და ჩვენი საერთო კოლეგებისგან, პრესისგან. "ფეისბუქზე" ჩემი "ინბოქსი" სავსე იყო მხარდაჭერის წერილებით. არასდროს მიფიქრია, რომ პიროვნულად ამხელა მხარდაჭერას ოდესმე მივიღებდი, მაგრამ ცხოვრებაში არსებობს მონეტები, როცა ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება.

- ე.ი. ბევრი ადამიანი შეგეხმიანა...
- დიახ, წერილები ძირითადად იყო ასეთი ხასიათის, - ჩვენ შენი იმედი გვაქს და ახლა საკუთარ თავში არ ჩაიკეტო... ზუატად ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა ერთობა და ამ ერთობის გაძლიერება არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც და ახლა სწორედ ამიტომ მივდივარ უჩაძეებთან, ლეფსვერიძეებთან, გეგეგჭკორებთან, სერგიებთან, ლატარიებთან, სართანიებთან. ესენი იმ ქალბატონების გვარებია, რომლებიც სოჭში მელოდებიან, რომლებსაც აინტერესბეთ, რა ხდება საქრათველოში, როგორ ცხოვრეობენ ქართველი ქალები. ეს ის ქართველები არიან, რომლებიც საუკუნეზე მეტია იქ განაგრძობენ არსებობას. ის მხარე დედაჩემის სამშობოა, დედისგან მიღებული ფრთაა. მოკლედ, იწყება დიდი შემობრუნების დასაწყისი, რადგანაც ამ ადამიანებმა შვილებს შეიუნარჩუნეს - ენა, ქალობა და დიდი ქართველობა გამოიჩინეს სწორედ პუტინის საყვარელ ქალაქსა და კურორტზე. იქ კომპაქტურად მართლა დიდი რაოდენობით ქართველი ცხოვრობს, სადაც არ გაქრა ქართული სკოლა, ქართული ცეკვის წრეები, არის ქართული სასაფლაოები და ეკლესია. ამ ქალბატონებს ცოტა ხანში საქართველოში, რუსთაველის თეატრში დავპატიჟებ.

იხილეთ სრულად 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS