06 სექტემბერი, 2015
ნინო ქათამაძემ 6 წლის ვაჟიშვილი გამოაჩინა : "ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა"
ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე
მომღერალმა ნინო ქათამაძემ როგორც იქნა თავისი 6 წლის ბიჭუნა საზოგადოებას გააცნო. ნინო ყოველთვის ცდილობდა, თავისი ოჯახური და პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შეენახა. სწორედ ამიტომ უკრაინელი ურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტი ძალიან ემოციური გამოდგა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მასში ქართველმა მომღერალმა მისი 6 წლის ბიჭუნა ნიკოლოზი გამოაჩინა.
ნინო ქათამაძის მეუღლეს, დავით ლოლაძეს ქართველი მაყურებელი ცნობილი ტელეპროექტ "ექიმებიდან" იცნობს. ნინო დიდხანს არ ამჟღავნებდა მის ვინაობას,

"მისი სახელის თქმა არ მინდა და
აგიხსნით, რატომ: არ მინდა, ის ექიმად კი არა, ნინო ქათამაძის ქმრად აღიქვან" - აცხადებდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალს, რომელსაც დღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ასიათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს, თავისი მძიმე ცხოვრებაც არაერთხელ გაუხსენებია. გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:

- ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა, რომ თბილისში ერთ–ერთ ფესტივალზე ჩამოვსულიყავი. ბევრი ვეძებე, რომ ფეხსაცმელი ვინმეს ნისიად მოეცა. საკუთარ კონცერტზე რომ წავსულიყავით, გზის ფული არ გვქონდა... რთული გზა იყო, ძალიან რთული, ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად. სულ პატივმოყვარეობის და საკუთარი თავის გათავისუფლების ზღვარზე გვიწევს სიარული. ადრე თუ ხუთი კაცის ტაში მაბედნიერებდა, დღეს ასი ათასობით აპლოდისმენტი მაქვს. ამდენი გაჭირვების, შრომის ხარჯზე ხალხის სიყვარული მოვიდა. გზა, რომელიც გავიარეთ, მართლა ძალიან რთული იყო. რამდენჯერაც მეტკინა, იმდენჯერ ამის სცენაზე თქმა მომიხდა. ხანდახან მეგობართან ჭორაობის დროც კი არ მქონია, რომ დამერეკა და მომეყოლა, რა მეტკინა, მაგრამ მაყურებლისთვის მითქვამს, ჩემი სათქმელი იქ ამომიხეთქავს. ბევრი წელი შიმშილში, ტყუილში ვიცხოვრე. ახლაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა...

– გყოფნით ძალები, რომ არც საქმეს მოაკლოთ ყურადღება და არც ოჯახის წევრებს?
– ძალიან რთულია, მაგრამ გამიმართლა, რადგან, როგორც მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემს მეუღლესაც ისევე უყვარს თავისი პროფესია. როცა შეუძლია, ის ჩემთან და ჩვენს შვილთან ერთადაა. როცა მე ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას, მაშინ მამა–შვილი არიან ერთად.

– ქმარი არ აპროტესტებს თქვენს ხანგრძლივ დაშორებებს?
– ეს მისთვისაც რთულია და ჩემთვისაც. ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე, სულ სამსახურშია. ჩვენ რომ ერთმანეთის არჩევანს პატივი არ ვცეთ, არაფერი გამოვა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ირა
ნინო ძალიან მიყვარხარ,უნიჭიერესი მომღერალი ხარ
22:37 / 13-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ბეჰემოტი
აუუუ ვერ არვიქვამ ვერც ქალად და ვერც მომღერლად.ბღავილი გოლიათისა
18:43 / 11-09-2015
გამოხმაურება / 0 /
maia maia
როგორი პოზიტიური და როგორი დადებითია ეს ადამიანი,ვუყურებ ხოლმე უკრაინულ შოუში,საამაყოდ ობიექტურია ქართველების გამოსვლის დროსაც..
15:23 / 11-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია კონცელიძე
ნინო შენ ალბათ ეჭვიც არ გეპარება, როგორ მინდოდა ასეთი წარმატებული მენახე და მომავალშიც მინდა სულ ბედნიერს და წარმატებულს გხედავდე. ლანუკაც შენით ამაყობს! გკოცნი და გეხვევი საყვარელო!
12:11 / 07-09-2015
გამოხმაურება / 0 /
აჭარელი
ქმარიც გამოაჩინე შე ქალო.ერთხელ მაინც ვიხილოთ თუ მართლა გყავს.ვინააა ამ ბავშვის მამა დაგვანახე
08:31 / 07-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონკა
წარმატებები ნინო მიყვარხარ ძალიან...მინდა რომ სულ ბედნიერი იყო....
22:03 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS