06 სექტემბერი, 2015
თამარ ივერი ბუბა კიკაბიძეს განუკურნებელი დაავადების დამარცხების გზას ასწავლისს : „მართლა საშინელი დავადებაა“...
ბევრი ოპერაცია გამიკეთეს, მაშინაც კი, როცა იმედს არ იძლეოდნენ ვახტანგ კიკაბიძემ რუსეთის პირველი არხის გადაცემა Мужское/Женское-ში მიიღო მონაწილეობა. გადაცემის ჟურნალისტი იულია ბარანოვსკაია სპეციალური ვიზიტით თბილისს ეწვია და ბუბა კიკაბიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველმა მომღერალმა ჟურნალისტს გაუმხილა, რომ უკვე რამდენიმე თვეა თირკმელების დაავადების გამო მუდმივად დიალიზზე უწევს ყოფნა.

„ბევრი ოპერაცია გამიკეთეს, მაშინაც კი, როცა იმედს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვიყავი, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ, ეს კეთდება მაშინ, როდესაც თირკმელი არ
მუშაობს და მის მაგივრად მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ეს ისეთი უცნაური დაავადებაა, სისხლი არ იწმინდება.

ამით არ უნდა დავაადებულიყავი. არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი, ამდენი დაავადებაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც არ ინკურნება“. აღნიშნა მომღერალმა საუბრისას.

ემოციური ინტერვიუს ნახვის შემდეგ ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა ბუბა კიკაბიძეს სოციალური ქსელით მიმართა: 

„ბატონო ბუბა, იტალია, როგორც კათოლიკური ცენტრი საკმაოდ ჰუმანურად უდგება ადამიანის ჯანმრთელობას და პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა სადაც ახალჩასულ ადამიანს, ყოველგვარი დაზღვევების და ფულის გადახდის გარეშე უკეთებენ ოპერაციას.

მე რამდენიმე ქართველი ვიცი, იგივე დიაგნოზით და დიალიზით გაწვალებულნი, ჩვეულებრივად, ჩადგნენ იქ "თირკმელის რიგში" და ხაზს ვუსვამ-ყოველგვარი ნაცნობობის, თანხების და ყველაფრის გარეშე მათ ახალი თირკმელი გადაუნერგეს და დღეს ბიჭებივით არიან.

ახალი ცხოვრება დავიწყეთო. არადა, ისე, სხვაგან მგონი 60.000€ ზე მეტი ღირს ასეთი ოპერაცია. იქნებ გეცადათ თქვენზე ერთხელ და სამუდამოდ. მართლა საშინელი დავადებაა.

ჯანმრთელობას გისურვებთ“.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ინგა
ბატონო ბუბა იცოცხლეთ დიდხანს, გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მათ ვინც გაბოროტებულია ძველი ანდაზაა:-"ცხარე ძმარი საკუთარ ჭურჭელს ხეთქავს", ცოდონი ხართ ჩემო კარგებო, აქ ვარ ცოცხალი მაგალითი , რომ მატერიალურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარ უფალი მოწმეა, რატომ უნდა მეტკინოს გული და ვუთვალო ვის რამდენი აქვს, მისცეს უფალმა. ან რა არის ხაზს უსვავთ ასაკს, -"სული ტკბილიაო", ხომ გაგიგიათ, რამე დაგიშავაათ>'? გარდა სასიამოვნო წუთების ჩუქებისა თავისი შემოქმედებით. "რაც შენი თვალით არ იხილო, გაგონილს ნუ დაიჯერებ", ერთი ოჯახის ახლობელი გვყავდა, სკოლის დირექტორი იყო ცხონებული ძალიან ხუმარა ტიპი იყო, მოყვა -"რაღაც ტყუილი ვიღადავე და ერთი თვე არ გასულა სული პირში ჩამბერეს , არსად გაამხილო..." მოკლედ თავისი ნათქვამი ტყუილი ჭორი ისევ მას "გაანდეს"
23:45 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
batono buba gisurvebt janmrtel da mxiarul cxovrebas
21:25 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
რამ გაგაბოროტათ ხალხნო რა გჭირთ,საინტერესოა ქალბატონო ნანა თქვენ თქვენი ცხოვრების რომელ ეტაპზე გაძღებით სიცოცხლით და როდის იტყვით მასზე უარს,ადამიანს რომ სიცოცხლე უნდა მაგის გამო უნდა აკრიტიკოთ.
19:30 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ადამიანები ღვარძლით არიან აღსავსენი.. ბუბას,კეთილ და სათნო ადამიანს კეთილი რჩევამისცა ასევე კეთილმა ადამიანმა და ესყველას გასაგონად,რომ სხვებმაც გამოიყენონეს რჩევა.იცოცხლოს ჯანმრთელად ბუბამ თქვენ გაჭრიან თირკმელს თუ რა,თქვენი რა მიდის.
15:08 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მანო
უგულოები და ჭორიკანები ხართ უველა
15:01 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ბუბამ არნახული ცხოვრება განვლო, ადამიანი ცხოვრებით ვერ ძღება, მაგრამ იქ, სადაც ბავშვები არიან დიალეზზე ბუბამ ენა გააჩეროს და იცხოვროს დიდხანს ასე, ოღონდ ახალგაზრდებს ეშველოს, ბევრი ახალგაზრდა იტანჯება მაგ დაავადებით, რა თქმა უნდა დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ რას იზამ
14:51 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
111 - ს თQვენი საქილიკო NამDვილად არაა ბუბა , ტქვენ კარგად Iცბობთ მის ბიუჯეტს? ტოგორ Aრ იღლებით სხვისი ცხოვრებით რომ ცხოვრობთ??!!
12:42 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
111
ხო აბა საწყალი ბუბა 60000€ არ აქვს და ვერ იშოვის და თან არაფერი სმენია თირკმლის გადანერგვაზე თან იტალიაში:))
12:00 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS