02 აგვისტო, 2013
ნანუკა გოგიჩაიშვილს სახლში თაყვანისმცემელმა მიაკითხა
ვინმე შმაგი მერვე სართულზე ფეხით ასულა, ხოლო მას შემდეგ რაც მომავალმა ''სასიმამრომ'' ლიფტთან მიაცილა, გაუხარდა და თან გაოცდა ''უი, ლიფტიც გქონიათო'' მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი დიდი ხანია რაც აქტიურად სარგებლობს ''ფეისბუქით'' და თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან ხშირად წერს საინტერესო დეტალებს. ნანუკას გვერდი რომ დაათვალიეროთ მის შესახებ იმდენ საინტერესო რამეს შეიტყობთ, რომ ერთი კარგი და სახალისო ინტერვიუ გამოვა.

ტელეწამყვანი რამდენიმე დღის წინ ''რუსთავი 2-ის დილიდან'' დაგვემშვიდობა და ამინდის გამოსაცხადებლად ნანუკას ადრე ადგომა აღარ უწევს, ამიტომ დილის ძილის დაფრთხობამ
განსაკუთრებულად გააბრაზა. მიზეზი კი საინტერესო და მინდა გითხრათ, სკანდალური გახლდათ, ნანუკა გოგიჩაიშვილს სახლში თაყვანისმცემელმა მიაკითხა.

''დილის 10-ზე დამადგა შმაგი დეკანოსიძე, რომელიც მამაჩემს და ბებიაჩემს სთხოვდა ჩემთან შეხვედრას, ვითომ ჩემი მეგობარი იყო… იყალთოს მთაზე ვცხოვრობო, ჭიათურელი მშრომელი ბიჭი ვარ შემახვედრეთო (ამ დროს გვერდით ოთახში მძინავს). ყველაფერი ყოფილა, მაგრამ ეს მართლა ფარულ კამერას გავდა'' - წერს ნანუკა საკუთარ გვერდზე.

მოდელის ამ სტატუსს მისი მეგობრების გამხიარულება მოჰყვა, რის შემდეგაც ნანუკამ იდუმალი თაყვანისმცემლის შესახებ დამატებით რამდენიმე საინტერესო დეტალი გაამხილა. თურმე ვინმე შმაგი მერვე სართულზე ფეხით ასულა, ხოლო მას შემდეგ რაც მომავალმა ''სასიმამრომ'' ლიფტთან მიაცილა, გაუხარდა და თან გაოცდა ''უი, ლიფტიც გქონიათო'' , _ წერს ნანუკა.

ნანუკა გოგიჩაიშვილი-დეკანოსიძისა, იხუმრა საკუთარ თავზე გოგიჩაიშვილმა.

Rating
სალომე დადიანი
სპეციალურად
''რეიტინგის''  საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ბზიკი
ნეტა არ მეტიჩრობდეს, ვითომ საწყალმა ჭიათურელმა ბიჭმა ლიფტიც კი არ იცოდა რა იყო და გაუკვირდა. თვითონ მყავდეს ლორდის ქალიშვილი რა, ან ბროდვეიზე დაბადებულ-გაზრდილი. ოდნავ პოპულარობას როგორც კი იგრძნობე, განდიდების მანიით ავადდებიან მაშინვე. ცცანცარა ტუტრუცანები. ამ ჟურნალისტებს კი სხვების ფეისბუქის სტატუსების გადმოკოპირების მეტი საქმე არა აქვთ?
21:12 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაჯაჯუნა
ძალიან საინტერესო იყო დიდი მადლობა რომ ესეთი დიდი სიამოვნება მომანიჭეთ :))
17:29 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS