02 აგვისტო, 2013
ნანუკა გოგიჩაიშვილს სახლში თაყვანისმცემელმა მიაკითხა
ვინმე შმაგი მერვე სართულზე ფეხით ასულა, ხოლო მას შემდეგ რაც მომავალმა ''სასიმამრომ'' ლიფტთან მიაცილა, გაუხარდა და თან გაოცდა ''უი, ლიფტიც გქონიათო'' მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი დიდი ხანია რაც აქტიურად სარგებლობს ''ფეისბუქით'' და თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან ხშირად წერს საინტერესო დეტალებს. ნანუკას გვერდი რომ დაათვალიეროთ მის შესახებ იმდენ საინტერესო რამეს შეიტყობთ, რომ ერთი კარგი და სახალისო ინტერვიუ გამოვა.

ტელეწამყვანი რამდენიმე დღის წინ ''რუსთავი 2-ის დილიდან'' დაგვემშვიდობა და ამინდის გამოსაცხადებლად ნანუკას ადრე ადგომა აღარ უწევს, ამიტომ დილის ძილის დაფრთხობამ
განსაკუთრებულად გააბრაზა. მიზეზი კი საინტერესო და მინდა გითხრათ, სკანდალური გახლდათ, ნანუკა გოგიჩაიშვილს სახლში თაყვანისმცემელმა მიაკითხა.

''დილის 10-ზე დამადგა შმაგი დეკანოსიძე, რომელიც მამაჩემს და ბებიაჩემს სთხოვდა ჩემთან შეხვედრას, ვითომ ჩემი მეგობარი იყო… იყალთოს მთაზე ვცხოვრობო, ჭიათურელი მშრომელი ბიჭი ვარ შემახვედრეთო (ამ დროს გვერდით ოთახში მძინავს). ყველაფერი ყოფილა, მაგრამ ეს მართლა ფარულ კამერას გავდა'' - წერს ნანუკა საკუთარ გვერდზე.

მოდელის ამ სტატუსს მისი მეგობრების გამხიარულება მოჰყვა, რის შემდეგაც ნანუკამ იდუმალი თაყვანისმცემლის შესახებ დამატებით რამდენიმე საინტერესო დეტალი გაამხილა. თურმე ვინმე შმაგი მერვე სართულზე ფეხით ასულა, ხოლო მას შემდეგ რაც მომავალმა ''სასიმამრომ'' ლიფტთან მიაცილა, გაუხარდა და თან გაოცდა ''უი, ლიფტიც გქონიათო'' , _ წერს ნანუკა.

ნანუკა გოგიჩაიშვილი-დეკანოსიძისა, იხუმრა საკუთარ თავზე გოგიჩაიშვილმა.

Rating
სალომე დადიანი
სპეციალურად
''რეიტინგის''  საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
იზა
რას ბოდიალობს ეს გოგო? ინტელექტი საერტოდ არ გააჩნია...მარტო სიმაღლე რა არის? მაღალი ალვის ხეც არის მარა რა ხეირი?ვაფშე აზრზე არაა არაფრის..
19:25 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კომდენტარის ავტორი.
ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ბოღმა და შუირიანი მარა ეს გოგო ლამაზი არ არის, კარგი სიმაღლე აქვს, კარგი ტანი აქვს :)
18:58 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა+
მაჯარი ჩერჩეტი ნგოგოა
16:58 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დანი
ეს სასაცილოა? რა ხამივით იქცევა ეს გოგო... ადამიანს იუმორზე ეტყობა რა სულმოკლეცაა.. ამაზე ღადაობა და სიცილი როგორ შეიძლება...
14:51 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
aleko
ვიცნობ მაგ ბიჭს, არადა მაგრად უყვარს ,სერიოზულად შეერყა ფსიქიკა რაც ნანუკა შეუყვარდა ეგ ადამიანი მარტლა არსებობს და მართლა მაგრად უყვარ მაგრამ უკვე გაჭედა მაგრად ტვინში ,სერიოზულად არ ვღადაობ, რო ეთქვა გადახტი მერვე სართულიდანო გადახტებოდა, მართლა!
13:45 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ულამაზესი გოგო ხარ გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე აქ ბოღმა კომენტარებს ვინც დებენ ძაან მახინჯები არიან და შურთ შენი
11:05 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ნანუკა მაგარი ფეხები გაქვს და საერთოდ მაგარი სექსუალური გოგო ხარ...ამას ყველაფერს გაფრთხილება უნდა......
10:26 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამიიიი
ყველაზე უნიჭო ყველაზე აუტანელი
10:11 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
პურპლე
დედა, ეს რა მომხდარა...
23:26 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვინმე
აღფრთოვანებული ვარ, ამ საოცარი ისტორიის წაკითხვით
23:18 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS