01 მაისი, 2013
თიკო ნატროშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა
1-ელ მაისს თიკო იმდენად კარგ ხასიათზე იყო, რომ ''ფეისბუქზე'' შემოსასვლელადაც კი მოიცალა, სადაც სტატუსი დადო პატარა კახის დაბადების შესახებ.
ჟურნალისტი და მოდელი თიკო ნატროშვილი მეორედ გახდა დედა. მან 30 აპრილს ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა და პატარა კახი შეეძინა. კახი 3 კილო და 200 გრამი დაიბადა. მშობიარობამ კარგად ჩაიარა. თიკომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში ფიზოლოგიურად იმშობიარა. 

მას პირველიც ბიჭი ჰყავს, მათე. როგორც თიკომ გვითხრა, მის მეუღლეს, გაგა ხაბულიანს ძალიან უნდოდა, პირველი შვილისთვის კახი დაერქმია, მაგრამ ბოლოს
ერთობლივად სხვა სახელი, მათე შეურჩიეს და გადაწყდა, რომ კახის მეორე შვილს დაარქმევდნენ.

მათე ახლა 2 წლისა და 6 თვისაა. რაც შეეძლება კახის, დედა და პატარა თავს კარგად გრძნობენ. მშობიარობიდან მეორე დღეს, 1-ელ მაისს თიკო იმდენად კარგ ხასიათზე იყო, რომ ''ფეისბუქზე'' შემოსასვლელადაც კი მოიცალა, სადაც სტატუსი დადო პატარა კახის დაბადების შესახებ, რასაც მაშინვე მოჰყვა მილოცვები მისი მეგობრების მხრიდან. ჩვენც ვუერთდებით ამ მილოცვას და თიკოს ოჯახთან ერთად დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ!..

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ტიტე
ღმერთმა გაამრავლოს!
15:12 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაიკო და მადონა თქვენ რაგამ გაგაბოროტათ, სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ ერთი ქართველი ვაჟკაცი დაიბადა ამ ქვეყანაზე, თქვენ კიდევ ამ გოგოს ტუჩევს და თვალების ფორმას არჩევთ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს და კიდევ შური ოხერი რამეა რას არ გათქმევინებს ადამიანს))))
11:19 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მადონა, სიბოროტე ისაა, ასეთ სასიხარულო ინფორმაციას მასეთ კომენტარს დაუდებთ... ცოტა დაფიქრდით ამ მძიმე მარხვაში. თიკო ჩვენი თანამაშრომელია და სიბოროტისაგან ძალიან შორსაა მისი სათნო და კეთილი ბუნებიდან გამომდინარე!!!!!!!!!!!!
10:41 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაიკო
.ლაყუჩებივით ყბები თუ სილამაზეა,წვრილი ტუჩები და ჩავარდნილი თვალები,ნამდვილად არ ვიცოდი!!!ისე როგორც დედას,ღმერთმა სიკეთე არ მოაკლოს,ჯანმრთელი გაუზარდოს შვილები!!
10:38 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
რა ბოროტული თვალები და ტუჩები აქვს ამ გოგოს და ცოტა უკეთესი სურათები გადაუღეთ რააა
16:08 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS