02 აგვისტო, 2013
''ფრანის'' სოლისტ გაგა ჩიხლაძეს გოგონა შეეძინა
გაგას მეუღლეს მაინც და მაინც არ უნდოდა გადაცემაში მონაწილეობა ფეხმძიმობის გამო. ფიქრობდა, რომ ასეთ მდომარეობაში სამოსის შერჩევა გაუჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩატარდა პირველ აგვისტოს მომღერალი გაგა ჩიხლაძე გოგონას მამა გახდა. გაგას და ანა ჩოგოვაძეს ხუთი წლის შვილი თომა ჰყავთ. გოგონას კი წყვილმა ნენე დაარქვა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ და მეგობრების და ახლობლების მილოცვებს იღებენ. 

გაგა და ანა ექვსი წელია ცოლ-ქმარი არიან. გაგა ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავს, რომ ანა დანახვ
ისთანავე მოეწონა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ის მისი ცოლი გახდებოდა. გაგამ და ანამ ცოტა ხნის წინ გადაცემა ''ჩემი ქორწილში'' მიიღეს მონაწილეობა. წყვილს ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და გადაცემის დახმარებით გაგას მშობლიურ ქალაქ ქუთაისში მოაწერეს ხელი.
Rating
გაგას მეუღლეს მაინც და მაინც არ უნდოდა გადაცემაში მონაწილეობა ფეხმძიმობის გამო. ფიქრობდა, რომ ასეთ მდომარეობაში სამოსის შერჩევა გაუჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩატარდა და ფეხმძიმე ანა, ძალიან ლამაზი იყო.
''რეიტინგი'' ულოცავს წყვილს გოგონას დაბადებას და ბედნიერებას და ჯანმრთელობას უსურვებს.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ფრანი
Dიდი მადლობა რეიტინგს
02:03 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
გილოცავტ გილოცაავტ.
17:08 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS