29 აგვისტო, 2015
ლევან გვაზავას მეუღლის პირველი კომენტარი მომხდარზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "ძალიან მძიმედ არის, უნდა გადარჩეს ლევანი..."
ვიღაცამ დამირეკა და გამოვიქეცი საავადმყოფოში
გვიან ღამით ოქროყანაში მკვლელობა მოხდა, რა დროსაც ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი გარდაიცვალა. თავად ლევან გვაზავა კი სახის არეში მძიმედ არის დაჭრილი. მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ამბობენ, რომ ლევან გვაზავას ემუქრებოდნენ და მას თავს დაესხნენ, მეორე ვერსიით კი, ლევან გვაზავას იარაღი გაუვარდა, რასაც მისი დეიდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შემდეგ კი მან თავის მოკვლა სცადა. ჩვენ გვაზავას მეუღლეს ნინო ორდენიძეს დავუკავშირდით.

- საერთოდ აზრზზე არ ვარ
რა მოხდა, წარმოდგენაც არ მაქვს. ალბათ გაირკვევა, მეც ველოდები. ვერც ვერაფერს დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და სიმართლის გარკვევას. პანტიანში იყვნენ ლევანის ძმის აგარაკზე. ვიღაცამ დამირეკა და გამოვიქეცი საავადმყოფოში. არაფერი არ მახსოვს.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS