27 აგვისტო, 2015
ხუჭუჭა მაია ასათიანს ახალი იმიჯის გამო აკრიტიკებენ - „ წარბის ფორმა, დიახ, შეცვლილია...“
იგივე მაიაა, რომელსაც წინა სეზონში ხედავდით ხოლმე ცნობილია, რომ "პროფილი" ეთერში 17 სექტემბერიდან ბრუნდება. თოქ-შოუს წამყვანი მაია ასათიანი კი განსხვავებული, ხუჭუჭა თმით იქნება.

უკვე რამდენიმე დღეა რაც სოციალურ ქსელში მსჯელობენ, მაიას რომელი იმიჯი უფრო უხდება. ზოგს მოეჩვენა რომ მაიამ ზაფხულის განმავლობაში პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

ამ აზრის უარსაყოფად, "პროფილის" ფეისბუქის ადმინმა რამდენჯერმე გააკეთა განმარტება:

"2007 წლიდან მოყოლებული არც თვალი, არც ტუჩი და არც ცხვირი და არც ყური, რა თქმა უნდა, არ შეუცვლია. რაც შეეხება კბილებს, ამაზე
მაიამ პროფილშივე ილაპარაკა და არასდროს დაუმალავს, ხოლო წარბის ფორმა, დიახ, შეცვლილია".

"არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებია, მეგობრებო. იგივე მაიაა, რომელსაც წინა სეზონში ხედავდით ხოლმე, უბრალოდ, სულ ოდნავ შეიცვალა იმიჯი"

მაიას ახალი იმიჯი ბევრს მოსწონს, მის ახალ ფოტოებს უამრავი მოწონება აქვს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც დაუფარავად აკრიტიკებს.

რამდენიმე წუთის წინ "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო აიტვირთა წარწერით:

"ესეც კიდევ ერთი ფოტო მაიას ახალი იმიჯით. თქვენ მოგწონთ, რომ ხშირად იცვლის იმიჯს ჩვენი წამყვანი"?

"ძველი ჯობია, ეს არ მომწონს"

"მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვუყურებ პროფილს, მაინც კარგად მახსოვს მაიას გარეგნობა (გარეგნობა და არა იმიჯი). რა გითხრათ, ამ სურათს რომ შევხედე, ასე ვიტყოდი:

იმედია, ეკრანზე და ეკრანს მიღმა უფრო კარგი იქნება, ვიდრე ამ ფოტოსურათზეა. ეს ჩემი აზრია და იმედია, ამის გამო რუსეთის აგენტად არ გამომაცხადებენ. ისე, ცვლილებების მომხრე ვარ, თუ ეს ცვლილებები რაღაც ხელოვნურ ნიღაბს არ დაემსგავსება. ვუსურვებ წარმატებებს", - ვკითხულობთ მაიას ახალი ფოტოს კომენტარებში.

გთავაზობთ, მაია ასათიანის ფოტოებს ახალი იმიჯით. დასკვნები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.

RatingRatingRatingRating






სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
გიორგი
გულიკოს - მაია ასათიანი რომ ნიჭიერია მაგიტომ გვაქვს ყველგან კარგად საქმე. ყველაზე უგემოვნო, მდაბიო და საშინელი გადაცემა აქვს რაც კი ოდესმე გასულა ეკრანებზე. კეკელკა საზიზღარი ადამიანი, ან რა კითხვას სვავს რა გადაცემა აქვს, ეგ თუ ნიჭიერია მე აინშტაინი ვყოფილვარ.
10:46 / 02-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გულიკო
რატომ მაინცდამაინც ვიზუალი?,რატომ ნიჭზე არ საუბრობთ?საუკეთესო წამყვანია და მისი გარეგნობა თქვენი გასაკრიტიკებელი არ არის...
01:19 / 02-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
თავი მისია და რასაც უნდა იმას გააკეთებს.. თქვენ როგორც მოგწონთ ისე ხო გააქვთ?
19:22 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
shorena
Magrad etkoba gadaigala,ikneb es qalits daasvenon da chvents?tsota xnit maints.
18:59 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
პროფილი
საშინელებაააააააა
15:56 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ძააან უხდება და ყველანაირად საყვარელი გოგოა
13:51 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გგგ
ძველ მაიაზე შეყვარებული ვიყავი, ეხლა კი ????????????????????????
13:13 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
არ მომწონს,ის ჯობდა....
07:37 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
???????????
ვუი
17:30 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
კალი-ს
კი მაგრამ როდის იყო მზეტუნახავი?? :-) ეს ისე ყოველგვარი სურისა და ეგოისტობის გარეშე:-) :-)
16:46 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS