პირველ რიგში მწერალმა ხაზი გაუსვა, რომ ქალს არაფერი ამშვენებს ბუნებრივობაზე მეტად. გიორგიმ საუბრისას გამოიყენა სიტყვა ,,საინტერესო," რაშიც ალბათ ინტელექტუალური მონაცემები და სხარტი იუმორი მოიაზრა. მისი რჩევებიც მსუბუქი იუმორითაა სავსე.
წონის შესახებ...
ქალი ისეთი წონის უნდა იყოს, როგორ წონაშიც თავს კომფორტულად გრძნობს. ქალის ფორმებთან დაკავშირებით სიტყვა იდეალური
მაკიაჟის შესახებ...
მაკიაჟი არ უნდა იყოს პალიმფესტივით. ისეთი ფერის ტუჩსაცხი წაისცვით მოგვიანებით კაცს მკვეთრად რომ არ დააჩნდება.
პაემნის შესახებ...
თუ ქალს მე ვთავაზობ პაემანს, ადვილად უნდა დამთანხმდეს. პირველ პაემაზე მთავარია ეცვას, მნიშვნელობა არ აქვს რა, მოკლე კაბა დეკოლტითა და მოღებული ზურგით თუ სპორტული ტანსაცმელი.
...და, რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის შესახებ!
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სწორად შერჩეულ სიტუაციაში უნდა ჩაიცვათ, თუმცა არსებობს ექსპერიმენტებიც, რომელიც სპორტსაც სწვდება. მაგალითად, შატილში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ასვლა ექსტრემალური ტურიზმის ნაწილია.
თათული ღვინიანიძე




















