18 აგვისტო, 2015
შალვა ნათელაშვილი ბერას მიმართავს - „შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა...“
სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი, მიმნდობი და უეშმაკო ხალხი რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

''ჩემი თბილისი ყველაფერს ჯობს"

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონატრებული გულით, მინდა ჩვენი ურთიერთობა განვაახლო ორი ქართული სიმღერით. პირველი ამერიკაში წასვლის წინ დავწერე, მეორე კი ჩამოსვლისას. შემდეგი კვირიდან შემოგთავაზებთ თქვენგან ძალიან შორს, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის და სიყვარულის მუდმივი შეგრძნებით გადაღებულ ახალ ვიდეო კლიპებს, ჩაწერილ დუეტებსა და სიმღერებს.

მუდამ თქვენი ბერა"

Rating

მოგვიანებით შალვა ნათელაშვილმა ბერას სოციალური ქსელით მიმართა:

''შვილო, რა
თქმა უნდა, თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს, აბა, სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი, მიმნდობი და უეშმაკო ხალხი, რომელმაც შეიძლება, დაიჯეროს შენი მამიკოს ან ნებისმიერი მილიარდელის დაპირებები უფასო ფულის, უპროცენტო.

კრედიტების, განახევრებული ტარიფების, მაღალი პენსია-ხელფასების, მასობრივი სამუშაო ადგილების და მილიარდელის მიერ საკუთარი ფულის თუ სიცოცხლის გაწირვაზე ხალხისათვის შექმნილი ამგვარი ბაიათები, რომელთა მოსმენაზე ალბათ საიათნოვას ინფარქტი დაემართებოდა, ნიაზ დიასამიძე ქალაქიდან გაიქცეოდა, ხოლო ფიროსმანი თავის შემოქმედებაში ყველაზე ცუდ ტილოს დაწერდა.

სხვა რომელ დედაქალაქში დაუკრავდნენ ტაშს მამაშენთან ერთად შესრულებულ არც თუ თბილისის მაღალი გემოვნებისათვის შექმნილ რეპს, სხვა რომელი დედაქალაქი აპატიებდა თავის მილიარდელ ბინადარს ქალაქის ცენტრში პანორამის სახელწოდებით ისტორიის განადგურებას, ბოტანიკური ბაღისა და ნარიყალის მსგავსი განძის წაბილწვას, იპოდრომის მითვისებას, ლაგუნა ვერეს მიტაცებას და კაციჭამია ვეფხვთსაშენად გადაქცევას.

კარგია, რომ მამაშენისგან განსხვავებით, რომელიც ახლა წიგნს წერს ადამიანობაზე, შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა. ისე დედაქალაქზე კომპლიმენტი არჩევნების მოახლოებამდე შეიძლებოდა გეთქვა''.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
სიმართლე მწარეა
მართალია სხვაგან სად იქნება კიდე ისეთი ქვეყანა სადაც შალვასავით მასხარა ამდენს იქაქანებდა და საერთოდ სხვაგან სადაა კიდე ქვეყანა სადაც საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და სხვის ბეწვს მიზდევენ თითონ ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს მერე ამ უფლებების დამცველად გვევლინებოდნენ 21-თე საუკუნეში სამ მიშა ტელევიზიას ქმნიდნენ მიშა განერალური შნირი გვარამიას მეთაურობით და სხვას თავისუფალი სატყვის განადგურებას აბრალებდნენ და მთავარი იმ პროკურატურის არცთუ ისე პატარს თანამდებობის პირი სადაც უამრავ ადამიანს ძარცვავდნენ სიტყვის თავისუფლების დამცველად გვევლინებოდეს სად ნახავთ კიდე ასეთი პარადოქსების ქვეყანას
15:11 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
პირველად ვეთანხმები შალვას,, მიდით აბა ქოცებო მიშას ბიჭი ეძახეთ,, თქვენთვის არაქოცობა და სიმართლის თქმა ხო ნაცობასთან ასოცირდება თქვენს განუვითარებელ ტვინებშI
20:44 / 21-08-2015
გამოხმაურება / 0 /
lia
ვაიიი-გიჟი შალიკო რა დღეშიააა... ბოთმამ არ დაახრჩოს, რამე მიაშველეთ
09:49 / 21-08-2015
გამოხმაურება / 0 /
albinoebo -s
უფალმა შენი სიმართლით გაგიზარდოს შვილები და გიშველოს გაჭირვებაშI, ისე, დაიმახსოვრე-წყევლა მწყევლელისაა.
09:49 / 21-08-2015
გამოხმაურება / 0 /
1111
ნათია ჯერ გაარკვიე რატო გამოიკცა ხალხი სოპლიდან და მერე ცერე. იმიტომ რომ ბუნება აგარ ცყალობს და აგარ მოდის არაპერი რიტიც ხალხი ტავს ირჩენდა.
00:16 / 21-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS