18 აგვისტო, 2015
შალვა ნათელაშვილი ბერას მიმართავს - „შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა...“
სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი, მიმნდობი და უეშმაკო ხალხი რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

''ჩემი თბილისი ყველაფერს ჯობს"

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონატრებული გულით, მინდა ჩვენი ურთიერთობა განვაახლო ორი ქართული სიმღერით. პირველი ამერიკაში წასვლის წინ დავწერე, მეორე კი ჩამოსვლისას. შემდეგი კვირიდან შემოგთავაზებთ თქვენგან ძალიან შორს, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის და სიყვარულის მუდმივი შეგრძნებით გადაღებულ ახალ ვიდეო კლიპებს, ჩაწერილ დუეტებსა და სიმღერებს.

მუდამ თქვენი ბერა"

Rating

მოგვიანებით შალვა ნათელაშვილმა ბერას სოციალური ქსელით მიმართა:

''შვილო, რა
თქმა უნდა, თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს, აბა, სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი, მიმნდობი და უეშმაკო ხალხი, რომელმაც შეიძლება, დაიჯეროს შენი მამიკოს ან ნებისმიერი მილიარდელის დაპირებები უფასო ფულის, უპროცენტო.

კრედიტების, განახევრებული ტარიფების, მაღალი პენსია-ხელფასების, მასობრივი სამუშაო ადგილების და მილიარდელის მიერ საკუთარი ფულის თუ სიცოცხლის გაწირვაზე ხალხისათვის შექმნილი ამგვარი ბაიათები, რომელთა მოსმენაზე ალბათ საიათნოვას ინფარქტი დაემართებოდა, ნიაზ დიასამიძე ქალაქიდან გაიქცეოდა, ხოლო ფიროსმანი თავის შემოქმედებაში ყველაზე ცუდ ტილოს დაწერდა.

სხვა რომელ დედაქალაქში დაუკრავდნენ ტაშს მამაშენთან ერთად შესრულებულ არც თუ თბილისის მაღალი გემოვნებისათვის შექმნილ რეპს, სხვა რომელი დედაქალაქი აპატიებდა თავის მილიარდელ ბინადარს ქალაქის ცენტრში პანორამის სახელწოდებით ისტორიის განადგურებას, ბოტანიკური ბაღისა და ნარიყალის მსგავსი განძის წაბილწვას, იპოდრომის მითვისებას, ლაგუნა ვერეს მიტაცებას და კაციჭამია ვეფხვთსაშენად გადაქცევას.

კარგია, რომ მამაშენისგან განსხვავებით, რომელიც ახლა წიგნს წერს ადამიანობაზე, შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა. ისე დედაქალაქზე კომპლიმენტი არჩევნების მოახლოებამდე შეიძლებოდა გეთქვა''.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
albinoebo
ნათიას და ირონიას,ჯერ გაიზარდეთ გუშინდელო დაჩეკილებო,რას კაიფობთ შალვაზე? საკაიფო ეს ალბინოს ოჯახია,რას მეუბნები ნათიააა? რა გააკეთა?ეკლესიები აუშენა კრიმინალებს თავი რომ შეეფარათ და უყიდა ჯიპები რათა ხმა მიეცათ,მოისყიდა ზოგი და საქართველოს კიდევ მიათრევს უკუნეთში.დედიკოები გეყოლებათ ბებრების მოსავლელად გაგზავნილი ან საქურდნელად ევროპაში და მაგით ბლატაობთ.მოიცა ვისაც გლახა არ უნახია კაის ფას ვერ გაიგებთ შურიანო ერო ქართველებო,დაჭამეთ ერთმანეთი და რუსები გამრავლდებიან.რაც შეეხება ბერას,მაგას და მაგის ოჯახს სრული შემადგენლობით ალსაიმერი და დემენშა დაეწყოთ.მალე მენახოს საქრთველო ქოცებისგან გაწმენდილი.
04:51 / 19-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ბატონო შალვა იქნებ გაიხსენოთ თენგიზ გოგოლაძის "რითი ვჯობივარ მამაჩემს"- იქ ერთი ეპიზოდია სადაც საყვედურობენ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომ მამას გილანძრავდნენ და იმ ოჯახში პური როგორ გატეხეო. როგორ ფიქრობთ მამის შეურცხმყოფლის აზრს ვფიქრობ არცერთი თავმოყვარე არ გაიზიარებს , თუნდაც მტყუანი იყოს მისი მამა. ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანი პასუხს აგებს თავის ცოდვებზე .
01:16 / 19-08-2015
გამოხმაურება / 0 /
Natelashvils
Davigalet am katsia amdeni bogmis ntxevit?nutu aravin magis mosatsoni Ar Aris saqartveloshi?geko shalikooooo!
00:42 / 19-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ირ ინა
რა უზნეო არაკაცი ხარ შალიკო,რას ერჩი. ივნიშვილებს?შენი გაკეთებული რა უნახია ქართველებს იმის გარდა რომ საკრებულოს . თა ვჯდომარეობა მიჰყიდე სააკას და მის მერეც იმისი გადმოგდებული ლუკმით გიდგია სული,შენ სასახლეს მიხედე,ყელზე არ დაგადგეს.
20:33 / 18-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გია
მართალი ხარ ნათია, კარგად ჩამოაყალიბე
19:49 / 18-08-2015
გამოხმაურება / 0 /
chiko
ვეჟოოო გავიგეთ რო ლაქლაქისტია ეს ნატელაშვილი, მაგრამ თყუილი რამე თქვა? ნატია შენ გასაგონად: თუ ვერ გააკეთებდა რარას ატყუებდა ხალხს. რასაც დაპირდა ივანიშვილი ყველაფერი აბსოლუტურად პირიქით ხდება. ყველაფრის გადასახადი გაიზარდა საწვავის (მსოფლიო ფასიდან გამომდინარე), დენი, გაზი, ინტერნეტ-ტელევიზია, სურსათი გაძვირდა, ბანკში სესხის პროცენტმა მოიმატა
16:49 / 18-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მმგ
ნათელაშვილი, მაგ კაცმა მოგვაშორა სააკაშვილი და ჩვენი უბედურება ისაა, რომ ამისათვის გარკვეული პიარტექნოლოგიები დაჭირდა ამ გამობოთავებული ხალხის გონზე მოსაყვანად. აი, შენ კი სააკაშვილის წინსვლას ხელი შეუწყვე ჩანასახშივე თბილისის საკრებულოში და მერეც საკმაოდ კარგად ირგებ ჟირინოვსკის როლს მიშასთან უნისონში!
16:30 / 18-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
როგორ მინდა სია დავდო ყველა იმ გაკეთებული საქმის რომელიც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს. მე მას არ ვიცნობ, თვალიც კი არსად მომიკრავს ტელევიზიის გარდა, მაგრამ არ მინდა უმადური ვიყო, უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა, ერთ ადამიანს რომ მეშოკით მიუტანენ ხოლმე რამეს დავეხმარეთო, შეძრავენ ხოლმე ქვეყანას, ნუთუ არ ჩანს სამების ეკლესია, ნუთუ არც ოპერის თეატრი ჩანს და ნუთუ არც საჩხერის რაიონი აღარ არის საქართველოს რუკაზე, რამდენი რამე გააკეთა თანასოფლელებისთვის, თბილისელი მსახიობებისთვის, თატრებისთვის, რას შეგპირდათ და ვერ აგისრულათ შალვა ნათელაშვილო, სახლი გაქვს,ერთი ქალაქEი და ერთიც სოფელში, რა ფულითაც შეიძინე ისიც ვიცით, ლაქლაქისათვის გაძლევს მღავრობა და შენც ლაქლაქებ. რაც ქარხნები იყო დაანგრიეთ და თურქეთის ბაზარზე გაყიდეთ ჯართად, ახლა რა უნდა აეშენებინა ივანიშვილს იმათი სამაგიერო ასე მალე, ან ვალები რატომ უნდა გადაეხადა ხალხისთვის, რომელი ღმერთი იყო ასე მოწყალე, რომ ივანიშვილს გაეღო ასეთი მოწყალება. ძალიან მიჭირს, მაგრამ არასდროს ვიკადრებ ვინმეს მოწყალება ვთხოვო, რატომ გამოიქცნენ სოფლებიდან, რად მიატოვეს სახლკარი და რატომ აქციეს ყამირებად თავიანთი საყანე და სავენახე მიწები, შენ პირადად რას აკეთებ მაინტერესებს, იცი როგორი ლაპარაკი ვიცი, შენისთანას ასს მოვიტოვებ უკან, მაგრამ ყბედი ადამიანის გაკეთებული საქმე ჯერ არ მინახავს და შენც გაჩუმდი, ვითომ ძალიან გეცოდება ხალხი, ისე გაგიმართლოს შენ.
15:39 / 18-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS