01 მაისი, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა
უკვე მერამდენედ ვკითხულობ პრესის ფურცლებზე, რომ ბატონი ხუხაშვილი მე და ჩემს კოლეგებს (მათ შორის ''იმედის'' ცნობილ სახეებსაც) უკვე პირად შეურაცხყოფას გვაყენებს.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდის საშუალებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. ამის მიზეზი კი ბოლო დროს ''რუხ კარდინალად'' წოდებული გია ხუხაშვილის განცხადებებია.

Ratingხუხაშვილი ინტერვიუებში ზოგიერთი ჟურნალისტის მიმართ არცთუ კორექტული განცხადებებით გამოირჩევა და მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანიც მოხვდა. ბატონი გიას აზრით, ვანო ჯავახიშვილის გადაცემა პროვინციულია, ვასიკო ოდიშვილი ბოროტი გახდა, ნანუკა ჟორჟოლიანი კი ''იმედში'' ცინიზმის მწვერვალი
იყო - აცხადებს ხუხაშვილი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

''ბატონო ბიძინა, იმიტომ, რომ მას უკვე თქვენი მრჩეველი ჰქვია და თქვენთან ასოცირდება, გადავწყვიტე ღიად მოგმართოთ. უკვე მერამდენედ ვკითხულობ პრესის ფურცლებზე, რომ ბატონი ხუხაშვილი მე და ჩემს კოლეგებს (მათ შორის ''იმედის'' ცნობილ სახეებსაც) უკვე პირად შეურაცხყოფას გვაყენებს. აქამდე ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის კრიტიკა დამერქმია, მაგრამ რადგან ამან ტრადიციული სახე მიიღო და უფრო რთულ ფორმებში გადავიდა ხუხაშვილის რიტორიკა, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება ასე საჯაროდ მომემართა თქვენთვის - ამჯერად თქვენ ურჩიეთ (აუხსენით) ხუხაშვილს, რომ იქნებ ქართულ მედიასთან ურთიერთობების სხვა ფორმები მოძებნოს:) წინაწარ გიხდით მადლობას:)''

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
იმედი
რა ხდება ხალხნო,როდემდე გაგრძელდეს უნდა მედიაზე[ჟურნალისტებზე]ზეწოლა?წინა მთავრობას ამაზე ადანაშაულებდნენ და ესენი უარესად იქცევიან.ხუხაშვილს საერთოდ რა უნდა,ვერ ეტევა თავის ტყავში?საწყალი ურია...
16:42 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიობერი
ისე რაც მართალია მართალია - ვანოს შოუ მართლა პროვინციული დიშოვი იუმორია რა
16:25 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა
იქნებ თქვენი შესწორებული ტექსტისთვისაც გადაგეხედათ,რადგნაც არსწორია სიტყვა "დამერქმია" და "მედიასთნ ურთიერთობების". სწორი ფორმაა: "მედიასთან ურთიერთობა" და "მეწოდებინა". ალბათ უხერხულია როდესაც ერთ "წარმატებულ" ჟურნალისტს შეცდომებზე მიუთითებს მეორე "წრმატებული" ჟურნლისტი და თვითონაც არასრულად და არასწორდ წერს. პატივისცემით:ერთი რიგითი ქართველი,არ ჟურნალისტი და არა ფილოლოგი
16:12 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კესო
უი ჟორჟოლიანო მართლა კეკელა ხარ.... სარკეში ჩაიხედე მშვენიერი ქალი ხარ მარა ნორმალურად ჩაიცვი..ნუ გოიმობ...
16:08 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუნუკა
შეგრცხვეთ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ყველანი ქართველები ვართ! ერთმანეთს როგორ ლანძღავთ დავიჯერო ნანუკას შოუსთვის არცერთხელ არ გიყურებიათ და არ გისიამოვნიათ? პოლიტიკაზე პოლიტიკ ოსებმა იმსჯელონ ჩვენ ჩვენი საქმეები ვაკეთოთ
16:07 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
უი როგორ შეეშინდება ხუხაშვილს???? :)))))))
15:58 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რას ამბობს ტყუილს ხუხაშვილი მერე ??????????????????? ვაი შენ ჟორჟოლიანო მათხოვარო
15:49 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ვინ?ივანაშვილი და ხუხაშვილი?
15:44 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა თქვა ტყუილი ხუხაშვილმა?
15:40 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნა
ერთი ნაგავი ხართ ორივე
15:16 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS