12 აგვისტო, 2015
ნინი ნებიერიძე მილიონერ თემურ უგულავაზე გათხოვდა - სკანდალური სიყვარულის ისტორია
დაახლოებით ერთი თვის წინ, ჟურნალ „რეიტინგში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც მილიონერ თემურ უგულავას ახალ სიყვარულზე 19 წლის მოდელ ნინი ნებიერიძეზე გიამბობდით.

რამდენიმე ადგილას, სადაც უგულავა ხშირად დადის, ახალგაზრდა გოგონები სპეციალურად სტუმრობდნენ მის გასაცნობად და მოსახიბლად, თუმცა, ამას აზრი აღარ აქვს, რადგან ყველას 19 წლის მოდელმა ნინი ნებიერიძემ ყველას აჯობა.

მაშინ მოდელმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ჟურნალის გამოსვლის შემდეგ, მისმა მეგობრებმა რედაქციაში დაგვირეკეს პრეტენზიით, რომ ტყუილი დავწერეთ. 

არადა, მასალა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით დაიბეჭდა და
არაერთხელ ვთხოვეთ ნინის, რომ თუ სურვილი ჰქონდა კომენტარი გაეკეთებინა. 

რამდენიმე წუთის წინ ნინიმ სოციალურ ქსელშ თემურ უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნდა წარწერით -„გავთხოვდი“.

Rating

ნინის მეგობრები ულოცავენ გაბედნიერებას. მათ შორისაა ჟურნალისტი და მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი - „ვაფრენ ეგეთ გათხოვებაზე, გილოცავ“ - წერს ნანუკა.

თუმცა ზოგიერთუ მეგობარი ვერ იჯერებს რომ ნინი მილიონერ თემურ უგულავაზე გათხოვდა. არ მჯერაა, დავიბენი ხუმრობ, თუ მოგილოცო“ -წერს ნანკა კალატოზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეს 48 წლის უგულავასთვის მესამე ქორწინებაა. პირველ მეუღელს თეო ფერაძეს, წლების წინ დაშორდა და მასთან ორი შვილი ჰყავს. 

მეორე მეუღლე ბიზნესმენი და მშვენიერი ქალბატონი ბაია დავითაია გახლდათ. მასთან დაშორების შემდეგ უგულავა არაერთ ცნობილ სახესთანაც დააწყვილეს.

თუმცა მილიონერი უგულავას ქორწინებამდე მიყვანა ადვილი არ აღმოჩნდა.

ნინისაც სხვა ქალბატონების ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 19 წლის მოდელმა ეს მოახერხა და უგულავაზე გათხოვდა.

RatingRatingRating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
მე
თემურის კიდევ ჰყავდა ცოლი და ბიჭიც ჰყავს მასთან. ეკა ნიკო გომელურთან გაშორების შემდეგ, უგულავას ცოლი იყო. რაც შეეხება პირველ ცოლს, აი თეო მართლა სიყვარულით გაჰყვა და არა არა ფულების გამო. მაშინ თემო არც ისეთი "სასურველი სასიძო" იყო. ერთი ჩვეულებრივი სააბურთალოელი კაი ბიჭი იყო. :-)
11:05 / 14-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა-ს
მილიონერ უგულავაზე გათხოვდა!!!ვაი სირცხვილო!!!სიყვარული სადღაა???ფული,ფული,ფული ბაბა,ფული!!!ეს კაცი მალე დაბერდება და მერე........!მანამდე ფულიც რომ გამოელიოს მერე......!ეს გოგო რომ ნამდვილი ქალი დადგება და ბებერი ქმარი აღარ მოეწონება მერე.......?ეს კაცი რომ მოსავლელი გახდება მერე.....?მერე?მერე?მერე?........!მაშინ მიხვდება ეს კაცი მისი აცუნდრუკებით მიღებული შედეგის სიმწარეს და სხვა ათას უსიამოვნო ......ებს!!! და მერე????ეჰ!!!ცოდოა!!!
09:13 / 14-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ფული თორემ შრომით ნაშოვნი აქვს. მდიდარი და მილიონერი ბევრი გვყავს ქართველებს,მაგრამ თემურ უგულავას ფულს სისხლის სუნი უდის,ახალგაზრდების სუიციზმით დამთავრებული სიცოცხლის ,ეშმაკის სახლში შეტყუებული მომავალი თაობის სისხლის სუნი. ჩემთვის ეს ადამიანი კანონიერი მკვლელია საბურთალოს საძმოდან. რომელსაც მკვლელობა იმიტომ არ უმტკიცდება,რომ გადასახადებს იხდის.
01:08 / 14-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
ეჰჰჰ არა და შვილად ეკუთვნის. მარა ამ გოგოს რომ ფული აინტერესებს რათ უნდა ეხლა ამს ბევრი ლაპარაკი!
21:07 / 13-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ჩაპლინი???
კარგით მართლა! ჩაპლინს და უნას კი არა და ახლა მაზინა და ფელ;ინის შეადარეთ კიდევ ამათი სიყვარული! რადგან მილიონერია, არ ნიშნავს რომ გენიოსია! ან ამ გოგოს აღარაფერი უკლია უნა O'ნილამდე!
20:38 / 13-08-2015
გამოხმაურება / 0 /
anka
Ratomgac mgonia rom es ninis monagonia albat bevr mis megobarshi shuri rom gamoecvia vpikrob es ugulavas erti erti gasartobia
15:24 / 13-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერიკო
უგულავას ცოლებიდან ბაია ვიცი, რომ კარგი ქალია, ქველმოქმედი. ფერაძე არ ვიცი, დიდად არ გავგიჟდი ნანუკას შოუში რომ ვუყურე, გამწარებული ქალის შთაბეჭდილება უფრო დატოვა. აი, ამ ბავშვს კი რა უნდა ვერ ვხვდები. ისე მგონია, რომ ეკა ნიჟარაძეს ფერაძის ცოდვა არ დაასვენებს მთელი ცხოვრება.
14:44 / 13-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გივი
აი გაყიდული საქონელი უკან აღარ მიიღება ყიდვა არ მინდა მაგდენი არ მაქვს ხომ არ მომაქირავებენ? ერთი ორი საათით :) :)
13:05 / 13-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ჩარლი ჩაპლინის და უნას ქორწინება გაიხსენეთ... ყველაფერი გამართლებულია, თუ ნამდვილი სიყვარულია
12:55 / 13-08-2015
გამოხმაურება / 0 /
naTia
ვიფიქრე ბედნიერებას ვუსურვებთქო, მაგრამ არ შემიძლია,მიუხედავად იმისა რომ ცანცარა გოგო არ ჩანხარ, 28 წელი სხვაობა, შენი დაკარგული ახალგაზრდობის ძვირფასი წლებია, მაგას ჯობია ქოხში იცხოვრო და დაახლოებით შენს ტოლთან, მარტო ეგ გაგიხალისებს ცხოვრებას. ერთი სიტყვით მიიღე მეტი განათლება, დაგითმოს ფული გარკვეული რაოდენობით (იმსახურებ). და გაშორდი.
11:59 / 13-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS