''თავად მოგვაკითხა ამ იტალიელმა კორესპოდენტმა და გვითხრა, რომ ეს სპორტული არხი ჩვენ დავიპყარით. ფოტოები მაილზეც გადმოგვიყარა. საოცარი დღე იყო, ბევრი "სასიამოვნო სიახლით" დაწერა ნანუკამ ფეისბუქზე.
სუპერთასი თამაშის მეორე დღეს ნინი გოგიჩაიშვილს იტალიური პრესით დაინტერესების დეტალები გამოვკითხეთ:
- დიდი ხანია ბარსას ვგულშემატკივრობ და სუპერთასის ფინალი ჩვენთან რომ ტარდებოდა, ძალიან მიხაროდა. ქვეყნისთვისაც უდიდესი პრესტიჟია და ჩემი საყვარელი
ჩვენ ეს ნორმალურად მივიღეთ. თუმცა თვითონ ძალიან უხაროდა კოორდინატებიც მოგვცა, ფოტოებიც ასევე ჰოლანდიურ, იტალიურ და ფიფასა და ბარსას არა ერთ ონლინ გვერდებზე დაიდო. უამრავი ფოტოს გვიყრიან ინბოქსში, რომელიც წამყვან საიტებზე იდო მტავარ ფოტოებად, რაც სასიხარულოა ჩემთვის, როგორც ბარსას გულშემატკივარისთვის.
- ფეხბურთი გიყვართ დებს?
- კი მე დიდი ხანია ვუყურებ და მომწონს ეს სპორტი, ნანუკასაც უყვარს ფეხბურთი, თუმცა რეალს გულშემატკივრობს.
- ფეხბურთში ძალიან განსხვავებული გემოვნების გამო დებს როდისმე გიკამათიათ?
- ბევრი არ გვიკამათია, რადგან ნანუკაც ხედავს და აღიარებს, რომ ბარსა უძლიერესია.
მერი კობიაშვილი