"რით ვერ დამთავრდაო... დიახ, გასაკვირია, ადამიანთა ბოროტებას ბოლო არ უჩანს.
ეკლესია უსაქმურების თავშესაფარი არ არის. ვინაიდან საქმე არ გაქვს, არ ნიშნავს იმას, მხოლოდ ამის გამო დაესწრო ღვთისმსახურებას და ტაძრიდან გასულმა ყველა ბრუნვაში ატრიალო სხვისი ცხოვრება. ყველაფერს ფასი დაეკარგა, გაცვდა, გახუნდა.
ჯვარს იწერენ-უბედურდებიან, მონასტრებში გარბიან-სასოწარკვეთილებით კვდებიან... მეგობრებთან ერთობიან-შურით სკდებიან.... რატომ?! მხოლოდ იმიტომ, რომ უსიყვარულოდ იხარჯებიან. ბევრი მინახავს, ვინც გრანდიოზულ ტაძრებს აშენებდა, მაგრამ მისი გაუბედურებული ნათესავებისთვის ლუკმა პური
ბევრი მინახავს, ვინც ყველა დღე ,,დაუჯდომელს" კითხულობდა, მაგრამ სიძულვილს ანთხევდა. ბევრი მინახავს, ვინც სხვას საახალწლო სამზადისს უკრძალავდა, თავად თავქუდმოგლეჯილი მაღაზიაში გარბოდა, გრანდიოზული ნაძვის ხე განვადებით გამოეტანა...
ბევრი მინახავს, ვინც მამა პეტრეს ლექსებს ინკვიზიციის ცეცხლს უკიდებდა, მაგრამ გულის გულში იგივეს ნატრობდა.... ბევრი, ძალიან ბევრი მინახავს, ვისაც სიკვდილამდე სურდა თავისუფალი აზრი გამოეთქვა და გულწრფელი ყოფილიყო, მაგრამ არც რესურსი, აღარც დამონებული მდგომარეობა უფლებას არ აძლევდა... ცოტა თუ მინახავს, სიყვარულით ბედნიერი... მე ახლა ამას განვიცდი...
წყალდიდობას, მეწყერს, მიწისძვრას, ხანძარს უსიყვარულობის და აგრესიის ცოდვა იწვევს. რაც არ უნდა ღვთისმოსავები ვიყოთ, ქვეყანას, რომელსაც 13 წლის ბავშვის ფოტოები განსჯის საგნად გაუხდია, არადროს არაფერი ეშველება. ქვეყანა, რომელიც ცარიელი მორალისტებით გაივსო, უკვე ჩაძირულია...
იტყვიან, რით ვერ დამთავრდაო...
მე პირადად, გაძლევთ პირობას, არასდროს გავჩუმდები, სანამ ქრისტეს პერანგში გახვეულ ბოროტებას კუთვნილი სახელი არ დაერქმევა, სანამ ამხელა წყვდიადს ერთი სხივი მაინც არ გაკვეთავს...“ - წერს კოლხი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სერიოზული სკანდალი მოჰყვა მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას სერიოზული სკანდალი მოჰყვა.
სალომე დადიანი




















