31 ივლისი, 2013
ირაკლი კუტალაძე: ''რადგან არ ვამჟღავნებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უგრძნობი ვარ''
საინტერესოა რას გულისხმობდა კუტალაძე ამ ორაზროვან ციტატაში, თუმცა ფაქტია, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, ამ თემაზე ჟურნალისტებს აღარ ესაუბრება.
მართალია, სოციალურ ქსელში ხშირად წუწუნებენ, რომ ხალხი დაიღალა ბადურაშვილი-კუტალაძის წყვილით, მათ გარშემო ინტერესი მაინც არ იკლებს და პირიქით, სკანდალი ვერც ბეგაშვილი-სადუნიშვილის დაპირისპირებამ გადაფარა.

მას შემდეგ, რაც ნინიმ იმშობიარა და სამშობიარო დატოვა, ირაკლი კუტალაძის ''ფეისბუქის'' გვერდზე აქტიურობა არ მთავრდება. ზოგი მამობას ულოცავს, ზოგიც კი ნინიზე ''ნიუსებს'' უტვირთავს. ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ირაკლიმ დაბადების დღე
მოსკოვში საკუთარ ''კოქტეილ ბარში'' გადაიხადა. მაშინ როდესაც საქართველოში მისი და ნინის დაშორების რეალურ მიზეზებს არკვევდნენ, კუტალაძემ დრო არაჩვეულებრივად გაატარა. მეორე დღეს სოციალურ ქსელში იუბილეს ამსახველი უამრავი ფოტო გავრცელდა.

ცნობილი ფაქტია, რომ ირაკლი ქართულად ვერ კითხულობს, ამიტომ სავარაუდოდ შვილის დაბადების შესახებ არ მგონია ქართული ინტერნეტსაიტებიდან შეეტყო, თუმცა როგორც ჩანს დაიღალა მასზე ამდენი ჭორაობით და რამდენიმე საათის წინ ''ფეისბუქზე'' ზურგში დანებდარტყმული მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნდა, წარწერით: ''რადგან არ ვამჟღავნებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უგრძნობი ვარ''…

საინტერესოა რას გულისხმობდა კუტალაძე ამ ორაზროვან ციტატაში, თუმცა ფაქტია, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად ცნობილი ინტერვიუს შემდეგ, ამ თემაზე ჟურნალისტებს აღარ ესაუბრება.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
წარბები რო ამოიპუტოს მართლა ბევრი ბიჭი დაუდგეს გვერდით რა
21:44 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტინა
კაცურია ბევრად კარგია ცოლზე ალბად გააგრძელებენ თანაცხოვრებას
23:15 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
ძალიან სიმპატიური და ვაჯკაცური ბიჭია ირაკლი; ნეტა რას უწუნებთ
21:38 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
გეთანხმები მართლაც სიმპატიურია და ვაჟკაცური.მე მომწონს ძალიან
20:31 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ნინის ბედნიერ დედობას ვუსურვებ და გამძლეობას ამდენი გაბოროტებულ- განრისხებული ადამიანის გასამკლავებლად....
00:47 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
G-G
კარგით რა,საერთოდ დაკარგეთ ადამიანური თანაგრზნობა?ჟურნალისტებიც და ხალხიც რამ გაგაბოროტათ ასე? საერთოდ არ ვიცნობ კახიანებს,მაგრამ 1 წუთით წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე.მთელი საქართველო მათი ოჯახის ამბავს არჩევთ. ნუთუ წარმოუდგენელია ის,რომ ლანძღვა-გინების ნაცვლად ცოტა თანაგრძნობით განეწყოთ? ნინის ბედნიერ დედობას ვუსურვებ, და კახიანების ოჯახს-გამძლეობას.
16:34 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რრრ
ხო, მაგარი ვაჟკაცურია აბა, ვერაფერს იტყვი :))))))
13:34 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ძალიან მომწონს ირაკლი.ძალიან სიმპატიური და ვაჟკაცურია
12:05 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
როდის უნდა დაანებოს ამ ხალხმა თავი, სხვის ცხვოვრებაში ცხვირის ჩაყოფას.ბადურაშვილი ან კუტალაძე რას გადაწყვეტენ საკუთარ ცხოვრებაში ამის მეტი საინტერესო თემა ვერ მოძებნეთ?ან ბეგაშვილი და სადუნიშვილი სად გაიხდიან და ვისთან??? ჟურნალისტებს უბრალოდ მეტი შესაძლებლობა არ აქვთ გონებრივად.
09:34 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სუზი,ეგ არის რა,გეთანხმები :)
16:23 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS