მესხის შესახებ ამ ამბავს რეისის ერთ-ერთი ქართველი მგზავრი, თამარ ხარატაშვილიც ადასტურებს, რომელიც აცხადებს, რომ მიშა მესხი გინებას არ დასჯერდა და სალონში სიგარეტის მოწევაც გადაწყვიტა. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ის პოლიციას
''რეიტინგის'' საიტი თავად მსახიობს დაუკავშირდა, რომელმაც ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ მინსკში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. მოგვიანებით, შევძელით მისი საახლობლოდან ინფორმაციის გაგება. როგორც აღმოჩნდა, მესხს თავად კი არ მოუწევია სიგარეტი, არამედ სხვა ქართველი ბიჭი ეწეოდა, მას პასპორტის ჩამორთმევით ბორტგამცილებლები დაემუქრნენ, რის შემდეგაც მიშა მესხი ამ ბიჭს გამოექომაგა.
ამას მოჰყოლია აურზაური სალონში და ქართველ მგზავრებსა და მსახიობს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის გაცვლა-გამოცვლა. ბორტგამცილებლებს საჩივრის წერილი დაუწერიათ, რომელიც თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ მიშა მესხს დაუხევია. მსახიობის ახლობლები ამბობენ, რომ მიშა არავის დაუპატიმრებია და შესაბამისად, ამიტომაც დასეირნობდა თავისუფლად თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















