08 აგვისტო, 2015
როგორ უნდა გამოიყურებოდეს სექსუალურად ქალი - 4 რჩევა ბახვა ბრეგვაძისგან
გარუჯული ქალი უფრო მიმზიდველია ვიდრე თეთრი, ყველა ქალი ცდილობს სექსუალურად გამოიყურებოდეს და გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით მამაკაცებზე, კარგი შთაბეჭდილება დატოვოს. ამ სტატიაში ბახვა ბრეგვაძე სილამაზესთან დაკავშირებით 4 რჩევას მოგცემთ.

მსახიობის აზრით, ყველა ქალი განსაკუთრებულია, მთავარია თითოეულმა მათგანმა იცოდეს ამ მშვენიერების წარმოჩენა ჩაცმულობით, მაკიაჟითა და ვარცხნილობით.

1. მინიმუმ 8 საათი იძინეთ. ძილის ნაკლებობა აბერებს კანს, აჭრელებს სახეს და იწვევს გამონაყარს. აუცილებლად ივარჯიშეთ. სხეულს მოდუნების საშუალება არ მისცეთ. სწორად იკვებეთ. თქვენს ორგანიზმს სჭირდება ვიტამინები, ცილები, ნახშირწყლები და ცხიმი. მოერიდეთ ვახშმობას.

2.
თუ თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილი არ მოგწონთ შეგიძლიათ პლასტიკურ ქირურგიას მიმართოთ, მაგრამ აუცილებლად დაიცავით ზომიერება. მაგალითად, ტუჩის ძალიან გადიდების შემთხვევაში იგი აღარ უხდება სხვა ნაკვთებს და შეუსაბამო კომბინაციას ვიღებთ.

3. უარი არ თქვათ ექსპერიმენტებზე. თუ სტილისტი გეუბნებათ, რომ თქვენი სახის ფორმას მოკლე ვარცხნილობა მოუხდება, შეიჭერით თმა. გრძელი თმა ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ მას განსაკუთრებული მოვლა სჭრდება. ფერსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმისთვის რომ ლამაზად გამოიყურებოდეთ აუცილებელი არ არის იყოთ მაინცდამაინც ქერა ან შავგვრემანი.

4.
გარუჯული ქალი უფრო მიმზიდველია ვიდრე თეთრი, მაგრამ ტალახისფერი კანი უშნოა. რაც შეეხება სამოსს... ქალს სინაზეს მატებს ღია ფერები, თუმცა შავიც უდავოდ ელეგანტურია. მხოლოდ ერთი ფერის ან ტონალობის სამოსს ნუ შეიძენთ. სასურველია თქვენი გარდერობი მრავალფეროვანი იყოს.

ამას გარდა ბახვამ აღნიშნა, რომ ქალმა სექსუალურობა და ელეგანტურობა ერთმანეთში უნდა შეაზავოს.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მაია
უყურე შენ? საიდან იცის ამ პატარა ბიჭმა ამდენი ქალებზე? ბრავო ჭკვიანი ყოფილხარ
01:38 / 10-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკო
სწორი რჩევეია :) ჩემი უსაყვარლესი მსახიობია ბახვა
21:35 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ბახვა ვგიჟდები შენზე
20:28 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მართლა????
და ეს ყმაწვილი ვინ ბრძანდება? ეს რჩევები ხომ ისედაც ვიცით!!!!!
17:52 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ჯიგარია ეს ბახვა ! ვეთანხმები ყველაფერში :)
16:47 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS