07 აგვისტო, 2015
მამა პეტრეს მიმართვა შვილს - „ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება...“
გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა მამა პეტრეს მიერ  შვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას დიდი სკანდალი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მამაოს ბევრი იცავდა და წერდა, რომ მისმა შვილმა ჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო და მისი გამოქვეყნებით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზოგის აზრით კი ქრისტიანობა ძლიან გამიწიერდა და სწორედ ამიტომ არ სწამდათ მღვდლების, წერდნენ ეკლესიაში ღმერთთან მივდივართ და არა მამაოსთანო.

სკანდალს მამა პეტრე კიდევ ერთი სტატუსით ეხმაურება. რამდენიმე წუთის წინ შვილს სოციალურ ქსელში მიმართა: 

''კიდევ ერთი წერილის დაწერა დამჭირდა იმისთვის, რომ სათქმელი დაუფარავად
გითხრა. კარგია, რაც მოხდა.ძალიან მიხარია, ორი დღეა შენს ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად.

ძალიან ბედნიერი ვარ, საკუთარი თვალებით რომ დაინახე, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ყოველ ნაბიჯს. არც იმის იმედი მაქვს, მავანმა წერილის პათოსი სწორად გაიგოს და შეაფასოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ აუცილებლად მიმიხვდები სათქმელს.

შენთვის არასდროს დამიძალებია ლეჩაქით და კოჭებამდე კაბით სიარული, არც ცეკვა-სიმღერა და აღარც შენი მომავალი კარიერული წინსვლა. არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ დამძიმდე და მთელი ცხოვრება მონობაში იყო, საზოგადოებრივი აზრს ემსხევრპლო და პიროვნულად ვერ განვითარდე.

პირიქით, ჩემგან ყოველთვის მხარდაჭერა გქონდა და გექნება მომავალშიც, აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგივა და არასდროს დაინტერესდე სხვისი ცხოვრებით. ნურც დაბოღმილ ადამიანებს მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას, თუ შეგიძლია, გაუგე, თუ არადა, უბრალოდ მოისმინე და გაიარე.ყველას რომ პასუხი გასცე, მიზნამდე ვერ მიაღწევ.

მთავარია, უფლის სწავლებას არ უღალატო, შეიყვარო არა მხოლოდ ის, ვინც გაფასებს, არამედ ისიც, ვინც ავადმყოფურად კრიტიკულია შენს მიმართ...

როგორც გითხარი, მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ადრიდანვე მსურს შეეგუო, როგორი ქარტეხილებით მოგიწევს სვლა.შენ თავისუფალი ხარ, უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგანიჭა, მართო და აკონტროლო საკუთარი თავი.

არავის აქვს უფლება შეგზღუდოს და არტახები დაგადოს.ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან და არა მასობრივი აზრის მიერ დაზომბირებული მიდგომებით...

ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება. დაკომპლექსებული მდგომარეობით კი თავისუფლებას ვერასდროს იპოვის.შენ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო.

გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა. ეს ,,შტორმებიც" საინტერესოა, სხვა მხრივ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას გული არაფერზე იტკინო.მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი, აუცილებლად გავინაპირებთ''...


სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ბრავო მამა პეტრე! ჩემი უღრმესი პატივისცემა თქვენ! ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას თქვენისთანა ღირსეული, განათლებული, პატივსაცემი მამაოები ერის საკეთილდღეოდ!
15:15 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცია
ლამაზი შვილი გყავთ, როგორც უნდა ისე იცხოვრებს, მითუმეტეს თქვენგან გზა ხსნილი აქვს, ტაძარშიც ასე თავისუფლებაზე და არტახების დამსხვრევაზე ესაუბრებით მრევლს?პრინციპში კარგია თუ ასე გულწრფელად ქადაგებთ.ერთხელ ტაძარში მღვდელმა რიგში მყოფი ხალხიდან ნაცნობები გამოარჩია და ზეთისცხებაზე შეიყვანა, მერე აღარ მივსუკლვარ მღვდელთან.ჩემთვის ვლოცულობ, ვცდილობ პატიოსნად ვიცხოვრო, თავმდაბლად და სიყვარულით. ირგვლივ ბევრი ცხოვრობს ჩემსავით.ღმერთო მაპატიე რამდენი ვილაპარაკე.
15:05 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
"მამა" პეტრეს!
"მამა" პეტრე, ჯერ ერთი რომ თქვენი ქალიშვილი "ძალიან ლამაზი" კი არა, "ლამაზიც" არ არის. ერთი ჩვეულებრივი გოგონაა, რომელსაც შესაბამისი გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს. და კიდევ, რას ნიშნავს "უკიდურესად ნაკითხი" ? მაშინ გვყოლია მეცნიერი ამ გვეყანაში, რადგან მეცნიერება სხვა არაფერია, თუ არა გამუდმებით კითხვა. უკიდურესად ნაკითხი კი ნიშნავს, რომ ამ პატარა გოგოს აღარ აქვს წიგნი წასაკითხი, მსოფლიოს ყველა წიგნი წაუკითხავს :) ძვირფასო პეტრე, გაიხადეთ ანაფორა და დაუბრუნდით იმ ცხოვრებას, რაც იყავით ანაფორის ჩაცმამდე. მღვდლობა და სასულიერო პირად ყოფმა თქვენი საქმე ნამდვილად არ არის. ქრისტეს სიყვარული არ ნიშნავს, რომ უსათუოდ მღვდელი უნდა იყოთ. მღვდლის ანაფორას ამოფარებული ამქვეყნიურ პრ-ზე დახარბებული სულიერი ვერ ესადაგება ერთმანეთს. გაიხადეთ ანაფორა და გარკვეული დროით უფრო გაპიარდებით, თუმცა "გარკვეული დროით" და არა სამუდამოდ... არც შემოსავალი გექნებათ იმაზე კარგი, ვიდრე ამას, როგორც მღვდელი ახერხებთ...საქართველოს ერიც და ბერიც გაუნათლებელი და ხარბი ჰყავს თქვენი თამადობით "მამა" პეტრე, რადგან განათლებულ და "უკიდურესად ნაკითხ" ადამიანს გლემა არ აინტერესებს...მისთვის ყველაფერი წიგნია...ასეთი კი თქვენ ნამდვილად არ ხართ.
15:04 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
კომენტარებზეც გეტყობათ წიგნიერება ამ წერილიდან თუ მეტი ვერაფერი გაიგეთ
14:18 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ვახ, სოფელო, რა შიგან ხარ?!
და ეს მამაოს სიტყვებია?! ,,თანამედროვე" მამიკო ჰყოლია, რას ერჩით?!
14:16 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
:) კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაოოოო.
14:12 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
კარგით, რა პატივცემულო მამაო. მარტო თქვენი შვილიღა შეგვრჩა წიგნიერი, თქვენივე განმარტებით.
13:30 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
რა საშინელებაა,რომ შვილს ასეთ ამპარტავნებაში აგდებს!!!რატომ უნდა ეძახო შვილს,რომ ”„ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება...“ერს აძულებს და შთააგონებს,რომ მხოლოდ ისაა ყველაზე განათლებული და კარგი...ვწუხვარ,ეს ყველაფერი,რომ სასულიერო პირიდან მომდინარეობს!!!
13:05 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS