07 აგვისტო, 2015
მამა პეტრეს მიმართვა შვილს - „ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება...“
გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა მამა პეტრეს მიერ  შვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას დიდი სკანდალი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მამაოს ბევრი იცავდა და წერდა, რომ მისმა შვილმა ჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო და მისი გამოქვეყნებით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზოგის აზრით კი ქრისტიანობა ძლიან გამიწიერდა და სწორედ ამიტომ არ სწამდათ მღვდლების, წერდნენ ეკლესიაში ღმერთთან მივდივართ და არა მამაოსთანო.

სკანდალს მამა პეტრე კიდევ ერთი სტატუსით ეხმაურება. რამდენიმე წუთის წინ შვილს სოციალურ ქსელში მიმართა: 

''კიდევ ერთი წერილის დაწერა დამჭირდა იმისთვის, რომ სათქმელი დაუფარავად
გითხრა. კარგია, რაც მოხდა.ძალიან მიხარია, ორი დღეა შენს ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად.

ძალიან ბედნიერი ვარ, საკუთარი თვალებით რომ დაინახე, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ყოველ ნაბიჯს. არც იმის იმედი მაქვს, მავანმა წერილის პათოსი სწორად გაიგოს და შეაფასოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ აუცილებლად მიმიხვდები სათქმელს.

შენთვის არასდროს დამიძალებია ლეჩაქით და კოჭებამდე კაბით სიარული, არც ცეკვა-სიმღერა და აღარც შენი მომავალი კარიერული წინსვლა. არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ დამძიმდე და მთელი ცხოვრება მონობაში იყო, საზოგადოებრივი აზრს ემსხევრპლო და პიროვნულად ვერ განვითარდე.

პირიქით, ჩემგან ყოველთვის მხარდაჭერა გქონდა და გექნება მომავალშიც, აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგივა და არასდროს დაინტერესდე სხვისი ცხოვრებით. ნურც დაბოღმილ ადამიანებს მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას, თუ შეგიძლია, გაუგე, თუ არადა, უბრალოდ მოისმინე და გაიარე.ყველას რომ პასუხი გასცე, მიზნამდე ვერ მიაღწევ.

მთავარია, უფლის სწავლებას არ უღალატო, შეიყვარო არა მხოლოდ ის, ვინც გაფასებს, არამედ ისიც, ვინც ავადმყოფურად კრიტიკულია შენს მიმართ...

როგორც გითხარი, მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ადრიდანვე მსურს შეეგუო, როგორი ქარტეხილებით მოგიწევს სვლა.შენ თავისუფალი ხარ, უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგანიჭა, მართო და აკონტროლო საკუთარი თავი.

არავის აქვს უფლება შეგზღუდოს და არტახები დაგადოს.ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან და არა მასობრივი აზრის მიერ დაზომბირებული მიდგომებით...

ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება. დაკომპლექსებული მდგომარეობით კი თავისუფლებას ვერასდროს იპოვის.შენ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო.

გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა. ეს ,,შტორმებიც" საინტერესოა, სხვა მხრივ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას გული არაფერზე იტკინო.მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი, აუცილებლად გავინაპირებთ''...


სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
მარინე
დარწმუნებული ვარ მამა პეტრემ უწიგნურებში და კომპლექსიანებში მართლაც ის კატეგორია იგულისხმა, ვინაც კომენტარებით საკუთარი სიბინძურისგან განტვირთვა მოინდისურვა, ხოდა დამშვიდდით, მიხედეთ ჯერ საკუთარ თავს და მერე საკუთარ შვილებს, ერის სახელით თქვენ ვერ ილაპარაკებთ უსუსურნო.
19:25 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მედეა
წავიკითხე ყველა აზრი, ქრისტიანული ვერაფერი ვნახე, დაბოღმილი და შურით გაჯერებული აზრებია, ბრავო, თვალები აგეხილება, რას უძლებს საქართველო,მზეს ლაქას ვერ დაადებთ თავად დაიწვებით გულდაბოღმილნო, წერეთ ლექსი, სიმღერა, რომანი, ჩადეთ თქვენი ნამდვილი სათმელი სასიკეთო საქმეში, წაკითხული კომენტარები არის თავდასხმა ძლიერ და მოაზროვნე ადამიანზე, გადადით გზიდან, გზა ძლიერს უნდა დაუთმოთ
19:11 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ყოვლის შემძლემ თავის ხატად შექმნილს ყოვლისსემძლეობისკენ სწრაფვა ასწავლა, ამ გზაზე სიწმინდით უნდა იყოს ადამიანი შემოსილი, სულიერი სიწმინდით, ნუ განიკითხავთ და თქვენც მოგეტევებათ, გინდა სიმაღლე? დაიპყარი, სხვისი ცხოვრების განქიქება არც თუ ისე მსუბუქი ცოდვაა
18:57 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
მთელ ერს რატომ ეძახით უწიგნურს და კომპლექსიანს? მე და წარმოიდგინეთ ჩემი გარემოცვა არ მივეკუთნებით ასეთებს. მაგრამ მეც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ზოგადად სამღვდელოების თითქმის ყველა წარმომადგენელი ისეთი ღვარძლიანი კატეგორიულობით კიცხავს მავანთ, ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, ამ ხალხმა რითი დაიმსახურა ასეთი ლანძღვა-გინება? თქვენ კი ამ დროს დუმილს არჩევდით. იქნებ თქვნს რიგებში მოიკითხოთ უწიგნურები, უწმინდურები? ღმერთის სახელს ურვცხვად ამოფარებულები! ნუ გაკიცხავთ თქვენს ერს ასეთი კატეგორიულობით, სამწუხაროდ ღვერძლი და სიძულვივი ეკლესიის კედლებიდან ზომაზე მეტი იფრქვევა.
17:21 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
?
ეს უკვე მეტისმეტიააა
17:03 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
თქვენ გინდათ შეცვალოთ შეხედულება ქრისტიანობაზე?მის ლამაზ გალობებზე?იმ სიჩუმეზე,იმ საოცარ რწმენაზე რაც ეკლესიაშია?და თუნდაც იმ რწმენაზე რომ ზღვარს გადასული საქციელს თავის შეკავება მართებს.რომ ზუსტადაც ამით არის მშვენიერება მშვენიერი.კარგი შვილი გყავთ ღმერთმა უფლის გზაზე ატაროს,მაგრამ ეს ფორმა თქვენ ორივეს გეხებათ,და არა საზოგადოებას. ეს ჩემი აზრია.
16:56 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა-ს
შენ თვითონ გითხრა ღმერთმა მე დავაწესეო? :D :D ზუსტადაც რომ მოკვდავის დაწესებულია რელიგიაც, წესებიც და დოგმებიც, ღმერთს არ სჭირდება თქვენი ხატებთან კეკლუცობა და ეკლესიის კედლების თავის რტყმა, შეიგნეთ რა, ღმერთი ჩვენშია და მისი შექმნილები ვართ ყველანი, კარგებიც და ცუდებიც, და თქვენი განსასჯელი არაა სხვისი ქცევა, ღმერთის კომპეტენციაშI ნუ იჭრებით და ნუ მრეხელობთ
16:09 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რადგან სასულიერო პირია და საკუთარი შვილი უყვარს და ექომაგება ამაშია მისი დანაშაული თუ რა ხდება ადამიანებო? თუ ჩაქოლოს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას რაღაც არ მოსწონს? თქვნ შვილებს ასე ექცევით? ან მოექცევით? სამწუხაროდ ჩვენ ადამიანები ყოვე წამს ვკლაბთ ქრისტეს,თუნდა ასეთი ქედმაღლული და ამპარტავნული ,დამამცირებებლიდა არაადეკვატური სიტყვებით? არავინ არ არის არავისზე მეტი ან ნაკლები, ნუ გვაქვს ქრისტიანობაზე პრეტენზია მანამ სანამ ქრისტიანებს განვიკითხავთ ,,,
16:09 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
მამა პეტრე, მე კი სანამ თქვენებურ დარიგებას მივცემდი ბავშვს, მანამდე ავუხსნიდი რა არის ღვთისთვის სათნო და რა არა. მღვდელს უპირატესობა აქვს ამ მხრივ, თქვენ ჩვენი შვილების აღზრდა გავალიათ და საკუთარს თუ არ ასწავლეთ მოძღვრება, სხვებისთვის რატომ შეიწუხებთ თავს.თუ მართლმადიდებლური მოძღვერება უკვე მოძველდა და მისი მიმდევრობა უწიგნურობას ნიშნავს? პირდაპირ გვითხარით. გაბედეთ და თქვით "მოიცათ რა, რაღა დროდ მართლმადიდებლობაა, ახლა ჩვენ უნდა ვსდიოთ სხვა ვარსკვლავებს: სექსუალურ ვარსკვლავებს" სახელებს აღარ ჩამოვთვლი, არასწორი იქნებოდა ჩემი მხრიდან. აი ამის შემდეგ თუ თქვენი გოგონა სხვა არჩევანს გააკეთებდა, ეს აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტი იქნებოდა. რა გამოდის თქვენ თვითონ უბიძგებთ ამ უმანკო ბავშვს დაღუპვისაკენ.არა, აქ რაღაც სხვა ამბავში მგონია საქმე. ასე მარტივად არ იქნება, თქვენ მართლა მღვდელი ხართ, თუ რომელიმე არასამთავრებო დაგრანტირებული პიროვნება. ასე უფრო გასაგები იქნებოდა ყველაფერი.
15:54 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
თუ ეკლესიის გზას დაადქეი ის უნდა მიიღო თავისი წესვცეულებით. ეკელსია არ არის რაგაც ორგანიზაცია რომლის წეს-ჩვეულების შეცლაზე იზრუნო და იქადაგო. თუ არ მოგწონს გაიხადე ანაფორა და სხვა საქმეს მიყავი ხელი რას ქვია გინდა შეცვალო ეკლესიური ცხოვრების წესები, ეს წესები ხომ თავად უფლის დაწესებულია და არა მოკვდავის
15:17 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS