07 აგვისტო, 2015
მამა პეტრეს მიმართვა შვილს - „ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება...“
გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა მამა პეტრეს მიერ  შვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას დიდი სკანდალი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მამაოს ბევრი იცავდა და წერდა, რომ მისმა შვილმა ჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო და მისი გამოქვეყნებით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზოგის აზრით კი ქრისტიანობა ძლიან გამიწიერდა და სწორედ ამიტომ არ სწამდათ მღვდლების, წერდნენ ეკლესიაში ღმერთთან მივდივართ და არა მამაოსთანო.

სკანდალს მამა პეტრე კიდევ ერთი სტატუსით ეხმაურება. რამდენიმე წუთის წინ შვილს სოციალურ ქსელში მიმართა: 

''კიდევ ერთი წერილის დაწერა დამჭირდა იმისთვის, რომ სათქმელი დაუფარავად
გითხრა. კარგია, რაც მოხდა.ძალიან მიხარია, ორი დღეა შენს ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად.

ძალიან ბედნიერი ვარ, საკუთარი თვალებით რომ დაინახე, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ყოველ ნაბიჯს. არც იმის იმედი მაქვს, მავანმა წერილის პათოსი სწორად გაიგოს და შეაფასოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ აუცილებლად მიმიხვდები სათქმელს.

შენთვის არასდროს დამიძალებია ლეჩაქით და კოჭებამდე კაბით სიარული, არც ცეკვა-სიმღერა და აღარც შენი მომავალი კარიერული წინსვლა. არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ დამძიმდე და მთელი ცხოვრება მონობაში იყო, საზოგადოებრივი აზრს ემსხევრპლო და პიროვნულად ვერ განვითარდე.

პირიქით, ჩემგან ყოველთვის მხარდაჭერა გქონდა და გექნება მომავალშიც, აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგივა და არასდროს დაინტერესდე სხვისი ცხოვრებით. ნურც დაბოღმილ ადამიანებს მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას, თუ შეგიძლია, გაუგე, თუ არადა, უბრალოდ მოისმინე და გაიარე.ყველას რომ პასუხი გასცე, მიზნამდე ვერ მიაღწევ.

მთავარია, უფლის სწავლებას არ უღალატო, შეიყვარო არა მხოლოდ ის, ვინც გაფასებს, არამედ ისიც, ვინც ავადმყოფურად კრიტიკულია შენს მიმართ...

როგორც გითხარი, მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ადრიდანვე მსურს შეეგუო, როგორი ქარტეხილებით მოგიწევს სვლა.შენ თავისუფალი ხარ, უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგანიჭა, მართო და აკონტროლო საკუთარი თავი.

არავის აქვს უფლება შეგზღუდოს და არტახები დაგადოს.ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან და არა მასობრივი აზრის მიერ დაზომბირებული მიდგომებით...

ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება. დაკომპლექსებული მდგომარეობით კი თავისუფლებას ვერასდროს იპოვის.შენ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო.

გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა. ეს ,,შტორმებიც" საინტერესოა, სხვა მხრივ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას გული არაფერზე იტკინო.მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი, აუცილებლად გავინაპირებთ''...


სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ქეთევანი
მე საბჭოთა ,,პროდუქტი" ვარ, არ ვარ ეკლესიური და არც სამღვდელობის მოწოდებებს ვისმენ, მაგრამ ერთადერთი მღვდელთმსახური რომელსაც შემიძლია მოვუსმინო და მისგან რამე შევიგონო, ეს მამა პეტრეა, რა გახსნილი, უნიღბო და ნათელი პიროვნებაა
08:31 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
omg
გათანამადროვეობული სარწმუნოება. ვერ წარმომიდგენია. ამას ვინც დადებითად თვლის საღოლ თქვენ რაა. არ აქვს მნიშვნელობა პეტრეს შვილია, პავლესი თუ ვისი საერთოდ. უბრალოდ ამორალურია და მორჩა. ისე გიქნიათ სულ გახდილებს გირბენიათ. პ.ს უწიგნურები და გაუნათლებლები თქვენსკენ მოიკითხეთ.
00:47 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მერი
არ არის ხალხო მამა პეტრე ის პიროვნება ერი უწიგნურად მიაჩნდეს, უწიგნურები თავიანთი კომენტარებით გამომზეურდნენ, ასეთები ყველა ერშია, უფრო ამბიციური მამები არ გინახავთ, ვიდრე მამა პეტრეა? ჩაიჭრა ზოგი ვაი ქართველი და რაღა დროსია, ნათქვამს უკან ვერ იბრუნებთ, ცოდვა უკვე ჩაიდინეთ.
23:20 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა-ს
ძალიან შორს ხართ რეალობისგან.იესო ქრისტეს დაწესებული რაც არის იმას არავინ არ ეხება.თქვენისთანა ციციკორეების დაწესებულის შეცვლაზე საუბრობს მამა პეტრე.
21:37 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
წავიკითხე და გავოცდი, საღად მოაზროვნე, თან სამღვდელო პირი, თან როგორი გაბედული, არც ქვების სროლის არ ეშინია, შვილსაც ძლიერ პიროვნებად ზრდის........მოკლედ, უდიდესი პატივისცემა ჩვეულებრივი მოკვდავისგან......
20:39 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
იაკო
რაც შეეხება მამაო პეტრეს შვილის ,უკიდურესად ნაკითხობას,სოკრატემ თქვა, მე ვიცი,რომ არაფერი არ ვიციო!!
19:39 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
იაკკო
ნინო!!! ფრანგმა კუტიურემ აღნიშნა,რომ მისი გაშიშვლებული მოდელები ,მხოლოდ ხელოვნების ნიმუშები არისო,მაგრამ,თუ ვინმე საზოგადეობაში,თუნდაც მკერდს მოაშიშვლებსო,ის გაუზრლდელი არისო, !! აქ კი ,სასულიერო პირზე ვსაუბრობთ. შენი შვილის შეფასება თავად საზოგადეობამ უნდა მოახდინოს. ეს უპრეზენდენტო შემთხვევა არის. და ,ამას მე ვუწოდებ ,არასრულყოფილების კომპლექს..,მე ,პირადად,ყოველ დღეს ვესაუბრები იესოს,როგორც საკუთარ მამას. რწმენა მაქვს,რომ ის უსმენს ჩემ ლოცვებს . შუამავალი ,არ მესაჭიროება .სხვათაშორის,ვინც საზოგადოდ შიშვლდება,ჩემი აზრით ისინი არიან,უბრალოდ Озабоченные! Любая свобода ,преходящая границ,становится вульгарной! არ მახსოვს ვისი სიტყვებია,მაგრამ,საკმაოდ შთამბეჭდავი კი არის!!
19:33 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
იიშ
ეს გოგო ტუ ლამაზია ლამაზი რაღაა, უბრალოა როგორც ჩემი მეგობარი ელო იტყოდა, ანუ საშუალოც კი არა
19:31 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ტფუი
აი რატომ არ დავდივარ ეკლესიაში ასეტი უღვტო ხალხი რომ ემსახურენა უფალს
19:30 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ამას რა უნდა ეკლესიაში
ამ კაცს არ ვიცნბოდი და ახლა გავიცანი, ალბატ ამის მიზანიც ეს იყო ბავშვის იმ სექსუალურ სურატეს რომ დებდა
19:29 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS